გოსდუმის დეპუტატი: მოსკოვის "დინამოსთან" მატჩზე უსაფრთოება საქართველოს ინტერესებშია

AutoSharing Option
ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "ლოკომოტივისა" და მოსკოვის "დინამოს" მომავალ მატჩზე კომენტარი რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა იგორ ლებედევმა (ვლადიმერ ჟირინოვსკის შვილია) გააკეთა.

"ვფიქრობ, დღეს ყველაფერი ნორმალურად ჩაივლის. მატჩზე უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იქნება. პირველ რიგში, ეს ქართული მხარის ინტერესებშია. მიუხედავად საქართველოს ხელმძღვანელობის მხრიდან მეტ-ნაკლებად მკაცრი რიტორიკისა, ისინი რუსეთთან ურთიერთობის აღსადგენად არიან მოწოდებულნი.

ისინი შეეცდებიან, მაქსიმალურად უზრუნველყონ ჩვენი კლუბის უსაფრთხოება, რათა მათ შორის თავი აარიდონ უეფას სანქციებს. ქართველ ხალხსაც არ სურს გართულება. უკვე დროა ყველაფერი დავივიწყოთ და ერთმანეთს მეგობრობის ხელი გავუწოდოთ. წინ უნდა
ვიაროთ. რაც უნდა იყოს, მეზობელი სახელმწიფოები ვართ და მშვიდობიანად უნდა ვიცხოვროთ", - განუცხადა ლებედევმა "ჩემპიონატს".

ასევე დაგაინტერესებთ