თბილისის „ლოკომოტივისა“ და მოსკოვის „დინამოს“ მატჩის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა

AutoSharing Option
ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის პირველი ტაიმი თბილისის „ლოკომოტივსა“ და მოსკოვის „დინამოს“ შორის 0:0 დასრულდა.

გასაგებ მიზეზთა გამო ამ მატჩმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია. „დინამოს“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე სერგეი სტეპაშინმა ისიც კი თქვა, რომ ეს რუსეთ-საქართველოს მატჩი იყო, რაც რეალობას სრულად აცდენილი გახლდათ. რუსული კლუბი ფინანსურად გაცილებით უფრო მდიდარია და აქედან გამომდინარე, გუნდიც უკეთ ჰყავს დაკომპლექტებული. თუმცა ერთ კონკრეტულ მატჩში ყველაფერი იყო შესაძლებელი.

თამაში „ლოკომ“ მშვიდად დაიწყო, მეტოქეს ტოლს არაფერში უდებდა, პრესინგსაც მიმართავდა. პირველი სახიფათო მომენტი კი სტუმრებმა შექმნეს, როდესაც
საჯარიმოს გარედან კომლიჩენკოს ძლიერად დარტყმულ ბურთს მამარდაშვილმა თითები წაარტყა, შემდეგ კი ძელს მოხვდა. მერე კირკიტაძე ზედ საჯარიმოს ხაზთან სკოპინცევმა მოცელა და ყვითელი ბარათი მიიღო.

ამას თბილისური გუნდის სწრაფი და მრავალსვლიანი კონტრიერიში მოჰყვა და იმრანმა ოდნავ ააცილა ბურთი კარს. 34-ე წუთზე საჯარიმოდან შიმანსკის გოლის გატანა მამარდაშვილმა არ დაანება. 43-ე წუთზე სკოპინცევმა კირკიტაძის სწრაფი შეტევა ისევ წესების დარღვევით ჩაშალა და მსაჯმა მეორე ყვითელი ბარათი არ უჩვენა - აშკარად დაინდო.

თბილისი. „მიხეილ მესხი 2“
ლოკომოტივი (თბ) - დინამო (მ)

ლოკომოტივი: მამარდაშვილი, გაბაძე, სანდოხაძე, გურეშიძე, უბილავა, სამურკასოვი, შონია, დარცმელია, კირკიტაძე, ოულადი, სიხარულიძე

დინამო: შუნინი, სკოპინცევი, ორდეცი, ევგენიევი, პარშივილიუკი, კაბორე, ფომინი, ნ’ჟი, ფილიპი, შიმანსკი, კომლიჩენკო

მკითხველის კომენტარები / 8 /
ბრავოოოო!!!! ხმა აღარ მაქ ბიჭო თქვენ გენაცვალეთ ბიჭებო!!!!! როგორ გვჭირდებოდა ეს გამარჯვება ქართველ გულშემატკივარს თქვენ ხო არ იცით!!!! უღრმესი მადლობა ამ სიხარულისთვის!
ახლა კი გრანადასთან გადით და უბრალოდ ისიამოვნეთ ფეხბურთით. როგორც არ უნდა დამთავრდეს ეგ მატჩი თქვენთვის უკვე წარმატებული გამოსვლა იყო ევროტურნირებზე! დიდხანს გვემახსოვრება ეს გამარჯვება
Superman
17 სექტემბერი 2020 23:19
0
პირველად ვწერ, მადლობა ლოკოს ამ დიდი სიხარულისთვის. გამოიღეთ ოკუპანტებო
ariiis
17 სექტემბერი 2020 23:11
0
ყოჩაღ ლოკო. აწი სულ რო ყველაფერი წააგოს ეპატიება, ისტორიული გამარჯვება დადეს და გმირები არიან ჩემთვის ყველა ფეხბურთელები. იყო გარკვეული წუნი, ფეხი რატო უცურავდათ ყოველ ნაბიჯზე არვიცი, მაგრამ ძაან გააზრებულად და თამამად თამაშობდნენ, ზედმეტი უკან პასების და შიშის გარეშე, რისთვისაც ამდლობა მათ
nedved
17 სექტემბერი 2020 23:04
0
საღოლ ლოკო მხეცები ხართ ❤
Filalete
17 სექტემბერი 2020 22:57
0
არის!! რუსული გუნდი დამხობილია!
გენა
17 სექტემბერი 2020 22:57
0
დინამო საერთოდ უნდა დაიხუროს თუუუ საერთოდ ნამუსი არ ააქვთ როგორ ვერ იტანენ გოლს 83-ე წუთია
გიორგი
17 სექტემბერი 2020 22:45
0
გენაცვალეეეეთ!!!! ბოლომდე, ეს თამაში ჩვენიააა!!!
Biankonneri
17 სექტემბერი 2020 22:41
0
პირველ ტაიმში კარგები თუ არა, ცუდები არ ვართ.
100%
17 სექტემბერი 2020 22:08
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული