თბილისის "ლოკომოტივმა" მოსკოვის "დინამოს" საქართველო-რუსეთის მატჩი მოუგო! [VIDEO]

AutoSharing Option
ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის „ლოკომოტივმა“ მოსკოვის "დინამო“ 2:1 დაამარცხა!

გასაგებ მიზეზთა გამო ამ მატჩმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია. „დინამოს“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე სერგეი სტეპაშინმა ისიც კი თქვა, რომ ეს რუსეთ-საქართველოს მატჩი იყო. რუსული კლუბი ფინანსურად გაცილებით უფრო მდიდარია და აქედან გამომდინარე, გუნდიც უკეთ ჰყავს დაკომპლექტებული. თუმცა ერთ კონკრეტულ მატჩში ყველაფერი იყო შესაძლებელი.

თამაში „ლოკომ“ მშვიდად დაიწყო, მეტოქეს ტოლს არაფერში უდებდა, პრესინგსაც მიმართავდა. პირველი სახიფათო მომენტი კი სტუმრებმა შექმნეს, როდესაც საჯარიმოს გარედან კომლიჩენკოს ძლიერად დარტყმულ ბურთს მამარდაშვილმა თითები წაარტყა, შემდეგ
კი ძელს მოხვდა. მერე კირკიტაძე ზედ საჯარიმოს ხაზთან სკოპინცევმა მოცელა და ყვითელი ბარათი მიიღო. ამას თბილისური გუნდის სწრაფი და მრავალსვლიანი კონტრიერიში მოჰყვა და იმრანმა ოდნავ ააცილა ბურთი კარს. 34-ე წუთზე საჯარიმოდან შიმანსკის გოლის გატანა მამარდაშვილმა არ დაანება. 43-ე წუთზე სკოპინცევმა კირკიტაძის სწრაფი შეტევა ისევ წესების დარღვევით ჩაშალა და მსაჯმა მეორე ყვითელი ბარათი არ უჩვენა - აშკარად დაინდო.

„დინამოს“ მწვრთნელმა ნოვიკოვმა სწორად შეაფასა სიტუაცია და სკოპინცევი, რომელიც მარჯვენა ფლანგზე კირკიტაძეს ვერ უმკლავდებოდა, მოროზოვით შეცვალა. ვერც მოროზოვი ვერ გაუმკლავდა კირკიტაძეს, რომელიც გაბაძის გადაცემის შემდეგ გაექცა მეურვეს, მის მიერ ჩაწოდებული ბურთი შუნინმა მოიგერია, დამატებაზე კი ყველას სიხარულიძემ დაასწრო. შემდეგი შეტევისას მეკარემ ფეხით სამურკასოვის დარტყმული ბურთი მოიგერია და თავისი გუნდი მეორე გაშვებული გოლისგან იხსნა.

აქედან მოყოლებული, მოსკოველები უპირატესობას დაეუფლნენ. ფომინმა თავურით ვერ დალაშქრა მამარდაშვილის კარი. სამაგიეროდ, შუნინის კარი შონიას წამოწყებული კონტრშეტევის შედეგად შეცვლაზე შესულმა გავაშელიშვილმა დალაშქრა.

დიდებულად ირჯებოდა მამარდაშვილი, რომელმაც იგბოუნსა და ორდეცს არ გაატანინა გოლი. 88-ე წუთზე სიხარულიძემ ვერ მოახერხა დუბლის შესრულება, მორიგი იერიშისას კი ლესოვოი საჯარიმოში შონიამ წააქცია და კომლიჩენკომ პენალტით ანგარიში შეამცირა. დარჩენილ დროში "ლოკომ" მოწინააღმდეგის შეტევებს გაუძლო და გაიმარჯვა. გილოცავთ!

გათამაშების შემდეგ ეტაპზე "ლოკომოტივი" "გრანადას" შეხვდება.

თბილისი. „მიხეილ მესხი 2“

ლოკომოტივი (თბ) - დინამო (მ) 2:1
გოლები: 1:0 სიხარულიძე (54), 2:0 გავაშელიშვილი (76), 2:1 კომლიჩენკო (90, პენ)

ლოკომოტივი: მამარდაშვილი, გაბაძე, სანდოხაძე, გურეშიძე, უბილავა, სამურკასოვი (ძებნიაური 62), შონია, დარცმელია, კირკიტაძე (კობახიძე 83), იმრანი (გავაშელიშვილი 65), სიხარულიძე

დინამო: შუნინი, სკოპინცევი (მოროზოვი 46), ორდეცი, ევგენიევი, პარშივილიუკი, კაბორე, ფომინი, ნ’ჟი (ლესოვოი 61), ფილიპი (იგბოუნი 69), შიმანსკი, კომლიჩენკო

altჭიაბრიშვილი: ხალხს უარყოფითი რეაქცია ჰქონდა და კარგია, რომ საქმით გამომივიდა პასუხის გაცემა მაშინდელი ამბებისთვის

altმოსკოვის "დინამოს" მწვრთნელი: მეტოქემ შეცდომები დაგვაშვებინა - წარმატებებს გისურვებთ

altირაკლი სიხარულიძე: ამ დონის გუნდის დამარცხება განსაკუთრებულია

altმკვდრები, საზიზღრები, რაში დაიხარჯა 60 მილიონი? ვისთან წავაგეთ? - რუსები შოკში არიან


მკითხველის კომენტარები / 121 /
მეორე გოლზე ისეთი ვიყვირე მთელი კორპუსი შეშინებული ბალკონზე გამოვიდა
:-)
17 სექტემბერი 2020 23:35
0
აუფ "ქართველ" რუსეთუმეებს რა ტრაური ექნებათ?!
!!!
17 სექტემბერი 2020 23:35
6
ჭიაბრიშვილი ნაკრების მწვრთნელად! ვაისი დაიღალა!
მწრთვნელი
17 სექტემბერი 2020 23:34
15
ემოციებით ვართ სავსე!!! მადლობა ბიჭებო!! მადლობა ამ სიხარულისთვის!!!
პრინციპული მატჩი მოგებულია! გ ე ნ ა ც ვ ა ლ ე თ !!!
Biankonneri
17 სექტემბერი 2020 23:34
1
"ვიზიარებ" თქვენს მწუხარებას!!!
რუსოფილებო!!!
17 სექტემბერი 2020 23:34
5
ყოჩაღ და მადლობა ჭკვიანური და თავდადებული თამაშისათვის. გილოცავტ ყველას მოგებას. შეიძლება თამაში ყველასთან თუ მოინდომეს და სწორად მიუდგნენ საქმეს. წარმატება გრანადასთან!
niko
17 სექტემბერი 2020 23:33
0
დიდი მადლობა ბიჭებს ამ თავდადებისთვის. ყველანი გმირები არიან. სამწუხაროა, რომ ასეთი საფეხბურთო პოტენციალის მქონე ქვეყანაში ფეხბურთი ვერ გაიმართა წელში, სულ როდემდე უნდა გვიჭირდეს. მინიმუმ ხორვატიის დონეზე შეგვიძლია, თუ მეტი არა...
მამუკა
17 სექტემბერი 2020 23:31
2
გაიხარეთ ბიჭებო ჩვენი გახარებისთვის!!!რაც შეეხება ჭიაბრიშვილს,მან სრულად აღიდგინე რენომე!!!გმადლობთ!!!
Alex.F
17 სექტემბერი 2020 23:30
1
გაგვახარეთ ქართველი გულშემატკივარი....გილოცავთ. კირკიტაძე ნაკრებში უეჭველი უნდა იყოს
kakha
17 სექტემბერი 2020 23:28
2
მიხარია და გილოცავთ!!! ბიჭებს მადლობა!! რუსეთი თუ სან მარინო იქნება მთავარია ხშირად მოვიგოთ, რომ ვირწმუნოთ საკუთარი თავის, და ამ ყველაფერის ერთერთი მთავარი შემოქმედი არის მწვრთნელი. ჭიაბერაშვილი ბრავო!
Solo
17 სექტემბერი 2020 23:27
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული