მოსკოვის "დინამოს" მწვრთნელი: მეტოქემ შეცდომები დაგვაშვებინა - წარმატებებს გისურვებთ

AutoSharing Option
მოსკოვის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა კირილ ნოვიკოვმა თბილისის "ლოკომოტივთან" განცდილი მარცხის შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

"თამაში ჩვენი უპირატესობით მიმდინარეობდა, მეტოქე დაცვიდან შეტევაში სწრაფად გადასვლას ცდილობდა. ჩვენი მომენტები ვერ გამოვიყენეთ და საბოლოოდ დავმარცხდით.

კარგი გუნდია "ლოკომოტივი", სწრაფი, ტექნიკური, მებრძოლი კოლექტივი. სერიოზულად მივუდექით მათ, ვერ ვიტყვი, რომ სათანადოდ არ დავაფასეთ მეტოქე, პირიქით.

ჩვენ მოსაგებად ჩამოვედით, შექმნილი მომენტები ვერ გამოვიყენეთ, დაცვაში ხან მოწინააღმდეგემ დაგვაშვებინა შეცდომა, ხან ჩვენ დავუშვით", - განაცხადა ნოვიკოვმა.

აღსანიშნავია, რომ მოსკოველთა დამრიგებელმა საპრესკონფერენციო დარბაზის დატოვებამდე
თბილისის "ლოკომოტივს" მომავალ დაპირისპირებაში წარმატებები უსურვა.

მკითხველის კომენტარები / 22 /
მოსვლით ვერა მაგრამ წასვლით ნამდვილად გაგვახარეთ.... სულ კარგად ბრძანდებოდეთ ....
dima
23:24 17-09-2020
6
არ ვარ ბოროტი და არც ცუდს ვუსურვებ არავის მაგრამ რა ვქნა ამ კაცს ახლა გადააყენებენ. ისე მაგარ ემოციებში ვარ არ ვიცი რა დავწერო და მხოლოდ მოგილოცავთ ყველას რუსების დამარცხებას და ბიჭებს მინდა ვუთხრა რომ გმირები არიან. ღმერთი ჩვენსკენ.
roma bejanidze
23:57 17-09-2020
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული