თბილისის „დინამომ“ უელსში 90+7-ე წუთზე გატანილი პენალტით გაიმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის დინამომ“ გასვლაზე „ქონას ქი ნომედსი“ 1:0 დაამარცხა.

მატჩის წინ „დინამოს“ მწვრთნელმა ჩისკომ განაცხადა, რომ მეტოქე შეისწავლეს და მისი გუნდი კარგ ფორმაში იყო. უელსურ გუნდს კი კორონავირუსისა და ტრავმების გამო განაცხადში მხოლოდ 14 ფეხბურთელი ჰყავდა.

პირველი 20 წუთი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, თუმცა ბურთს თითქმის სულ ჩვენები ფლობდნენ, მაგრამ მეტოქის კართან სიტუაციას ვერ ამწვავებდნენ. პირველი სახიფათო მომენტი 24-ე წუთზე საჯარიმოს გარედან ქარდავას გასროლას მოჰყვა, რომელიც ხარიხამ უკუაგდო. 10 წუთის შემდეგ ძარიას საგოლედ დარტყმა მცველმა არ დაანება.
ამას მოყოლილი კუთხურის შემდეგ კი ქავთარაძემ ვერ მოარტყა კარში.

მეორე ნახევარში თამაშის არც სურათი და არც ხასიათი არ შეცვლილა. არ შეცვლილა არც ანგარიში და ყველას რომ ეგონა, თამაში ოვერტაიმში გაგრძელდებოდა, კომპენსირებულ დროში პერნამბუკომ თერთმეტმეტრიანი მოიპოვა, რომელიც გაბედავამ გაიტანა.

რექსემი. „"რეისქურს გრაუნდი“
ქონას ქი ნომედსი - დინამო (თბ) 0:1
გოლი: გაბედავა (90+7, პენ)

ქონას ქი ნომედსი: ბრასი, დევისი, დისნეი, ფარქუჰარსონი, რობერტსი, ედვარდსი, ოუენი, სინგლ-დოოლი, პული, ინსალი (ვილიამსი (87), ოუენსი

დინამო: კვასხვაძე, ქიმაძე, კობოური, ბენიო, იაშვილი, ქარდავა, პაპავა, ქავთარაძე (კლოოსტერი 90+5), ზარია (კაპანაძე 80), ორშულა (პერნამბუკო 59), გაბედავა


მკითხველის კომენტარები / 17 /
dinamos saertod magrat gaumartla, uelsi, axla pareri, parerebs zaan znelia ver mougo, sanam daichleboda magat chempions torpedom 4-0 m0ugo parerebchi, da ara mgonia am 2 celicadchi cheecvalat rame, parers gacdeba dinamo , pleiopia mtavari vin chexvdeba, ikac cota gamartleba da nanatri jgupi, rodesgac xo unda gagvimartlos romelime kartul klubs.
x
18 სექტემბერი 2020 15:34
0
სამარცხვინო თამაში მოქმედი ჩემპიონის, სამარცხვინო მოგება...
უსამართლობა იქნება ლოკო გრანადას გამო გამოვარდეს და თქვენ კი კლაკსვიკს მოუგოთ და ჯგუფურის კარზე დააკაკუნოთ...ჯგუფურზე რომ მოხვდეთ 6-დან და 24 თამაშს წააგებთ ამნაირი "მონდომებით"
jango
18 სექტემბერი 2020 14:11
1
ძალიან კარგია მოგება, ყველა დინამოს გულშემატკივარს ვულოცავ, მაგრამ თამაში გამოსასწორებელია ეს უნდა გაითვალისწინოს ბათუმთან მოგებით ეიფორიაში ჩავარდნილმა ტრენერმა. ორშულა რომ დიდი ვერაფრის მომცემი იყო გუნდისთვის, ამას თავიდანვე აღნიშნავდა ყველა და ერთ თამაშში გაკეთებული ასისტებით ვარსკვლავად ვერ იქცეოდა ისედაც ნათელი იყო. ასევე პერნაბუკო, მიუხედავად იმისა, რომ ამ თამაშის მოგებაში მთავარი როლი მან შეასრულა, არაფრით ჯობია ბუღრიძეს, ან კიდე დინამო 2-ის სხცა ახალგაზრდებს. კუციას რომ არ მიეცა შანსი, აუცილებლად მოსაგებ თამაშში, ესაც გასაკვირია. არცერთ ქვეყანაში არ დასვამენ ადგილობრივ ფეხბურთელს და წინ არ დააყენებენ უცხოელს, თუ უკეთესი არ არის ადგილობრივზე. მარტო ჩვენა ვართ ასეთი სტუმართმოყვარეები. ჩისკო მაგარია და იმედია სწორ ანალიზს გააკეთებს გასული თამაშებიდან და ფარერებთან აღარ გვანერვიულებს.
დინამო პლეიოფში
18 სექტემბერი 2020 14:05
0
მკვდრებმა მკვდებს მოუგეს
Erdo
18 სექტემბერი 2020 13:16
4
kvela kartul gunds vbalechikob evropaze da didi xania mesame etapze sakartvelos ori gundi ar kolia da zaan kargia chveni reitingistvis, magram am tamachit dinamos magrad gauchirdeba pleiopchi da pleiopamdec, tu koronam ar uchvela rogorc uelstan, lokomotivis pegburtelebs bravo gmirebi arian.
x
18 სექტემბერი 2020 12:07
0
მკვდრებს ძლივს მოუგეს
zas.
18 სექტემბერი 2020 10:54
3
გამოიყვანეთ ლივერპული და ვესტ-ჰემი :D
₾ადო
18 სექტემბერი 2020 10:53
1
გამარჯვება მაინც გამარჯვებაა ბიჭებო და გილოცავთ,მაგრამ მეტია საჭირო.ვიცი,რომ გაცილებით მეტი შეგიძლიათ.მონდომებას რამდენი შესძლებია,ლოკომოტივმა გვაჩვენა.ამის გაკეთება, თქვენც შეგიძლიათ.
სოსო
18 სექტემბერი 2020 10:39
0
ვინმეს ახსოვს უცხოელებთან ქართულ გუნდს ბოლო წუთზე გოლი გაეტანოს?
გიორგი-11
18 სექტემბერი 2020 10:38
0
ფიფია ამდენი ხანი რით ვერ ააშენე გუნდი! მოიყვანე წესიერი მწვრთნელი და მიეცი საშუალება იმუშაოს დამოუკიდებლად!
დინამოს ფანი
18 სექტემბერი 2020 10:03
2

სიახლეები პოპულარული