ჭიაბრიშვილი: ხალხს უარყოფითი რეაქცია ჰქონდა და კარგია, რომ საქმით გამომივიდა პასუხის გაცემა მაშინდელი ამბებისთვის

AutoSharing Option
თბილისის "ლოკომოტივის" მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა მოსკოვის "დინამოს" დამარცხების შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

კითხვა-პასუხის დაწყების წინ კი "ლოკომოტივის" წარმომადგენლებმა და თავად მწვრთნელმა ჟურნალისტებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს.

"ეს ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე დიდი გამარჯვებაა. არანაკლებ ძლიერი გუნდი დავამარცხეთ წინა ეტაპზე. ჩემთვის დიდი გამარჯვებებია ეს. შარშანაც ყველაფერი ჩავდეთ, თუმცა დავმარცხდით. მინდოდა საკუთარი თავის რეაბილიტაცია მომეხდინა და მადლობა მინდა ვუთხრა "ლოკოს", ბიჭებს.

ხალხს უარყოფითი რეაქცია ჰქონდა და კარგია, რომ საქმით გამომივიდა პასუხის გაცემა მაშინდელი ამბებისთვის.

ჩვენს თამაშში მღელვარება სულ იქნება, ასეთი დონის მატჩები
წელიწადში ერთხელ გვიწევს. რაც შეგვეძლო მაქსიმუმი გავაკეთეთ. მივდივარ ქვეყანაში, სადაც ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ. არაფრის გვეშინია, მგონი, მათთვის უფრო ამოუცნობი გუნდი ვართ.

რაღაც ნაკადმა შემიყვანა გასახდელში, ამ ძალამ სადღაც გადამაგდო, ახლა მოვდივარ აზრზე. ჩვენ პატარა რაღაც გავაკეთეთ, პატარა გამარჯვება მოვიპოვეთ და კარგია, რომ გავახარეთ ქართველი ხალხი. თუმცა მთავარი ამოცანა მაინც ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრაა.

სიმართლეს გეტყვით, არც წინა ეტაპის გავლა მეგონა, არც ამ ეტაპის, თუმცა ნელ-ნელა რაღაც ხდება, გოლები გაგვაქვს, ბიჭები უკეთესად თამაშობენ. "გრანადა" კარგი გუნდია, ცხადია, ლა ლიგის ძლიერ გუნდს ვხვდებით. ჩავალთ და ვითამაშებთ.

რაც ხალხისაგან მივიღეთ, ამაზე დიდი პრემია არ არსებობს, თანხობრივზე კი არაფერი ვიცი. რთული გრაფიკი გვაქვს, 1 კვირაში "ჩიხურას" ვეთამაშებით თასზე, მერე ესპანეთში უნდა გავფრინდეთ. საკმაოდ დამღლელი მგზავრობა გველის, ამას შეუჩვეველნი ვართ.

არ გვიფიქრია "ჩიხურასთან" თამაშის გადატანის თხოვნაზე. თუ ევროთასებზე გამოდიხარ, მთელი ეროვნული სისტემა შენ არ უნდა მოგერგოს. გვყავს კარგი ფეხბურთელები, რომლებიც ხან არ თამაშობენ. დავაბალანსებთ, იქაც ვითამაშებთ და აქაც“, - განაცხადა ჭიაბრიშვილმა.

მკითხველის კომენტარები / 35 /
ველოდი დინამოს იოლ გამარჯვებას, ლოკოზე კი ვნაატრობდი, დიდი ანგარიშით არ დამარცხებულიყო. დინამომ უფერულად, თუმცა მაინც მოიგო, ლომომ კი ერთი ლამაზი ფურცელი ჩაწერა ქართული ფეხბურთის ისტორიაში. ყოჩაღ ბიჭებს და ყოჩაღ ამ გამარჯვების მთავარ შემოქმედს, ჭიაბრიშვილს. ბრავოოო!!!
გოგა-77
00:04 18-09-2020
1
ამას ქვია მწვრთნელის გუნდი.პირველი ტაიმის ბოლო 15-20 წუთი,შეცდომა შეცდომაზე,ჯარიმა ჯარიმაზე და ყვითელი ყვითელზე იყო,ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა რომ აუცილებლად გაგვიტანდნენ.მაგრამ შესვენებაზე მაგრად დაალაგა გუნდი მწვრთნელმა და სულ სხვა ფეხბურთი ათამაშა.მადლობა ჭიაბერაშვილს.ეს ის შემთხვევაა როცა შეგირდი მასწავლებელზე უკეთესი გამოდგა,გეგუჩაძეს ვგულისხმობ.ორივე თამაში პირადად ჭიაბერაშვილმა მოიგო.აღმოჩნდა რომ ერთერთი საუკეთესო სპეციალისტია დღეს საქართველოში.წარმატებებიიიი...რაც შეეხება გრანადას ეს უკვე ლა ლიგის გუნდია,ეს უკვე სულ სხვა დონეა...
master
03:17 18-09-2020
3
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული