ჭიაბრიშვილი: ხალხს უარყოფითი რეაქცია ჰქონდა და კარგია, რომ საქმით გამომივიდა პასუხის გაცემა მაშინდელი ამბებისთვის

AutoSharing Option
თბილისის "ლოკომოტივის" მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა მოსკოვის "დინამოს" დამარცხების შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

კითხვა-პასუხის დაწყების წინ კი "ლოკომოტივის" წარმომადგენლებმა და თავად მწვრთნელმა ჟურნალისტებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს.

"ეს ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე დიდი გამარჯვებაა. არანაკლებ ძლიერი გუნდი დავამარცხეთ წინა ეტაპზე. ჩემთვის დიდი გამარჯვებებია ეს. შარშანაც ყველაფერი ჩავდეთ, თუმცა დავმარცხდით. მინდოდა საკუთარი თავის რეაბილიტაცია მომეხდინა და მადლობა მინდა ვუთხრა "ლოკოს", ბიჭებს.

ხალხს უარყოფითი რეაქცია ჰქონდა და კარგია, რომ საქმით გამომივიდა პასუხის გაცემა მაშინდელი ამბებისთვის.

ჩვენს თამაშში მღელვარება სულ იქნება, ასეთი დონის მატჩები
წელიწადში ერთხელ გვიწევს. რაც შეგვეძლო მაქსიმუმი გავაკეთეთ. მივდივარ ქვეყანაში, სადაც ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ. არაფრის გვეშინია, მგონი, მათთვის უფრო ამოუცნობი გუნდი ვართ.

რაღაც ნაკადმა შემიყვანა გასახდელში, ამ ძალამ სადღაც გადამაგდო, ახლა მოვდივარ აზრზე. ჩვენ პატარა რაღაც გავაკეთეთ, პატარა გამარჯვება მოვიპოვეთ და კარგია, რომ გავახარეთ ქართველი ხალხი. თუმცა მთავარი ამოცანა მაინც ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრაა.

სიმართლეს გეტყვით, არც წინა ეტაპის გავლა მეგონა, არც ამ ეტაპის, თუმცა ნელ-ნელა რაღაც ხდება, გოლები გაგვაქვს, ბიჭები უკეთესად თამაშობენ. "გრანადა" კარგი გუნდია, ცხადია, ლა ლიგის ძლიერ გუნდს ვხვდებით. ჩავალთ და ვითამაშებთ.

რაც ხალხისაგან მივიღეთ, ამაზე დიდი პრემია არ არსებობს, თანხობრივზე კი არაფერი ვიცი. რთული გრაფიკი გვაქვს, 1 კვირაში "ჩიხურას" ვეთამაშებით თასზე, მერე ესპანეთში უნდა გავფრინდეთ. საკმაოდ დამღლელი მგზავრობა გველის, ამას შეუჩვეველნი ვართ.

არ გვიფიქრია "ჩიხურასთან" თამაშის გადატანის თხოვნაზე. თუ ევროთასებზე გამოდიხარ, მთელი ეროვნული სისტემა შენ არ უნდა მოგერგოს. გვყავს კარგი ფეხბურთელები, რომლებიც ხან არ თამაშობენ. დავაბალანსებთ, იქაც ვითამაშებთ და აქაც“, - განაცხადა ჭიაბრიშვილმა.

მკითხველის კომენტარები / 35 /
ეს კაცი კველაზე კარგ პეხბურტს ატამაჰებს გუნდებს სადაც მივიდა კველგან გონივრული პეხბურტი აჰვენა ჰემი აზრიტ გიორგი ნაკრების მცვრტნელადაც საუკეტესო ვარიანტია ცარმატებები გიორგის
siropias gogo
20 სექტემბერი 2020 11:46
0
ისლანდიის ნაკრების თამაშებს ჩაუჯექი გიო,გამოგადგება
Okocha
18 სექტემბერი 2020 15:53
0
ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი ვინც გინდა ის იყოს მეტოქე......თქვენ გაიხარეთ ბიჭებო ამ დიდი სიხარულისთვის რომელიც გვაჩუქეთ.
sake
18 სექტემბერი 2020 12:48
0
მთავარია ფსიქოლოგიურად არ გადაიწვას გუნდი. ეიფორიაში არ ჩავარდეს. დაისვენეთ ერთი დღე და მერე ვითომ არაფერი არ მომხდარა, ისე მოემზადეთ გრენადისთვის. ღმერთი მოწყალეა, ბურთი მრგვალი, დისციპლინა ამარცხებს კლასს, წინასწარ რა იცი რა ხდება.
ჰაჰა
18 სექტემბერი 2020 10:46
2
ხომ ტრაბახობდნენ რუსები,ჩვენი ერთი ფეხბურთელის ფასი მაგათ ხუთს უდრისო?ახლა გაბახებულებმა ჟირინოვსკი ჩაიკრან გულში და პუტინს ფეხები დაუკოცნონ,რომ ფეხბურთიდან საერთოდ არ მოკვეთონ.ახლაც იტყვის კობიაშვილი ფეხბურთს პოლიტიკასთან კავშირი არ აქვსო?მადლობა ჭიას და ბიჭებს თავდადებისათვის.წინ გრანადაა,რომელსაც ასჯერ დიდი დაფინანსება აქვს ვიდრე ლოკოს,მაგრამ მონდომებას და თავდადებას წინ ვერაფერი დაუდგება.
888
18 სექტემბერი 2020 10:31
1
ვფიქრობ საბურთალოს წაგება არარტ-ერევანთან ჭიაბრიშვილის კისერზე არ არის. იმიტომ წამოვიდა გუნდიდან რომ თხასავით გაყიდ-ა(ეს) ვიღაც-ამ(ებმა). ჭიაბრიშვილი საკმაოდ კარგი სპეციალისტია და მან ეს წელს დაგვიმტკიცა. გადავიდა გუნდში რომელიც პირადად მე იმ სეზონის ბოლოს და თუნდაც ამ სეზონის დასაწყისში შედეგებით და თამაშით განწირული მეგონა ევროპაზე. თითქმის დარწმუნებული ვიყავი რომ პირველივე ეტაპზე ძალიან შერცხვებოდა ვისაც უნდა შეხვედროდა. ჭიაბრიშვილი არა მარტო კარგი მწვრეთბელია, ის საუკეთესო ფსიქოლოგიცაა. ასე მოამზადო გუნდი ასეთი გუნდი, მე არ ვიცი რა ვთქვა სიტყვები ზედმეტია. ვისურვებდი ჭიაბრიშვილი პლეი-ოფების შენდეგ ნაკრებს რომ გაუძღვეს. ვაისზე გაცილებით დიდი სპეციალისტია ყველანაირი თვალსაზრისით. ბრავო და დიდი მადლობა ჭიაბრიშვილს.
G.LA
18 სექტემბერი 2020 10:17
7
დიდი მადლობა ამხელა სიხარულისთვის მთელ გუნდს.წარმატებები!გაიხარეთ!
juna
18 სექტემბერი 2020 09:49
0
ჭიაბრიშვილის იქით ვინ დგას? სილუეტის მიხედვით ნიკა გვარამია უნდა იყოს...
33
18 სექტემბერი 2020 09:11
11
გია ჭიაბრიშვილმა მისი დონე ჯერ კიდევ "ზესტაფონში" მუშაობისას აჩვენა. ძალიან გაწონასწორებული მწვრთნელია, ბევრს არ ლაპარაკობს და რასაც ამბობს - ნაფიქრი აქვს. "ჭიამ" დაამტკიცა, რომ 2012 წლის შემდეგ აშკარად გაზრდილია. მიხარია, რომ ქართველებსაც გვყავს ჭკუით მომუშავე კარგი მწვრთნელი. მასთან ერთად, ყველას გილოცავთ ამ ისტორიულ წარმატებას!
klimenti
18 სექტემბერი 2020 08:14
0
რეაბილიტაცია ნა ვსე სტო! მეტიც, ეს მოგება სამუდამიდ დარჩება ოქროს ფურცლებს და ამ სიხარულს არასოდეს დავივიწყებთ. ლოკო უკვე გუნდს გავს, რომელსაც სახე და თავსი ხელწერა აქვს! ამას ვერც კორღალა და ვერც სამსონა ვერ შეძლებდნენ! ბრავო
გიო
18 სექტემბერი 2020 08:00
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული