მკვდრები, საზიზღრები, რაში დაიხარჯა 60 მილიონი? ვისთან წავაგეთ? - რუსები შოკში არიან

AutoSharing Option
ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "ლოკომოტივთან" მოსკოვის "დინამოს" 1:2 წაგება რუსებმა შეურაცხყოფად აღიქვეს. ისინი აღნიშნავენ, რომ ტურნირზე დარჩენილ ყველაზე დაბალრეიტინგიან გუნდთან დამარცხდნენ (1.150), მაშინ, როდესაც მათი რეიტინგი გაცილებით მაღალია (9.109).

მწვრთნელ კირილ ნოვიკოვს უკვე გადაყენებას უპირებენ და მის შემცვლელს ეძებენ.

აი, რა განცხადებები გააკეთეს რუსებმა:

იოვან ტანასიევიჩი ("დინამოს" ყოფილი მცველი): "ვერ ვიტყვი, რომ არ იბრძოლეს. უბრალოდ, მომენტები ვერ გამოიყენეს. სულ სხვა საკითხია, რატომ მოხდა ეს. შესაძლოა, ფავორიტის სტატუსი მათზე დიდ ზეწოლას ახდენდა".

ვასილი უტკინი (ჟურნალისტი): "ასეთი მატჩების ყურება აუცილებელი
სულაც არაა. "დინამოს" გულშემატკივრობა მძიმე ტვირთია. ამ შემთხვევაში ირონიული არ ვარ. ყველაფერ დანარჩენზე ანგარიში მეტყველებს. მოგება ნორმალურია, წაგება - კატასტროფა.

გინება გვიანია. არადა, გინდა. ადრე უნდა მოესმინათ ჭკვიანი ხალხისთვის.

- ავადმყოფმა გარდაცვალების წინ ოფლი მოიდინა?
- მოიდინა.
- ეს ძალიან, ძალიან კარგია!

მე ხომ ვამბობ, "დინამო" მუდამ ძველი ანეკდოტია".

სერგეი კირიაკოვი ("დინამოს" ყოფილი თავდამსხმელი): "სირცხვილი? ეს ყველაზე რბილი სიტყვაა. ქართული ფეხბურთისადმი ჩემი პატივისცემის მიუხედავად, ეს რუსეთის პირველი ლიგის დონის გუნდია".

იგორ ლებედევი (გოსდუმის დეპუტატი): "იმის შესახებ, თუ რა მოხდა, უამრავი არგუმენტი შეიძლება მოიყვანო. დაწყებული პოლიტიკური მომენტებიდან, რაც იმასთანაა დაკავშირებული, რომ ქართულ გუნდებთან პოლიტიკის გამო მრავალი წელია არ გვითამაშია და დასრულებული საშინელი ხარისხის მოედნით. ვერ წარმომიდგენია, ღმერთმა არ ქნას და "ლოკომოტივი" ჯგუფურ ეტაპზე გავიდეს, მატჩებს ასეთ გაზონზე ჩაატარებენ? სად იყურება უეფა?

"დინამომ" "ზენიტს" მოუგო და "ლოკომოტივთან" წააგო, რომელსაც 90 წუთის განმავლობაში არაფერი არ უჩვენებია. ეს ყველაფერი ჩვენი ფეხბურთელების მოუმზადებლობასა და ქართველების მაღალ ოსტოტობაზე მეტყველებს".

ალექსანდრ მოსტოვოი (რუსეთის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი): "გაოგნებული ვარ. გუნდი მრავალი წლის შემდეგ გადის ევროტურნირებზე. უკანასკნელ ხანს 60 მილიონამდე დაიხარჯა და თბილისის "ლოკომოტივი"... ვფიქრობ, ბევრმა არ იცის ამ გუნდის არსებობა. ყველამ იცის თბილისის "დინამო".

სტატისტიკაში "ლოკომოტივის" შემადგენლობა უნდა ვნახო, იქ ვინ თამაშობს. მათთვის ეს გმირობაა, "დინამოსთვის" - საზიზღრობა".

მკითხველის კომენტარები / 51 /
რუსებოოოო რა უნდა გითხრათ ?ყველაზე მაღალი წერტილიდან გამოექანეთ
ემირი
18 სექტემბერი 2020 01:27
5
ლებედევი, ჟირინოვსკის შვილი შოკშია, მარტო ის რად ღირს თუნდაც ერთი საღამო რო ჩავუმწარეთ ))) დიდი მადლობა ბიჭებს ამ სიამოვნებისთვის. თუ ჩვენთან დიდხანს არ უთამაშიათ ანუ ჩვენც არ გვითამაშია მათთან და თუ მოედანი არ ვარგოდა, ჩვენ კამპ ნოუდან ხო არ ვეთამაშებოდით? ესეთი უსუსური თავის გამართლების მაგივრად იქნებ აღიარონ რო რეალურად ტოლი არაფერში დაუდო ლოკომ და ძალიან გააზრებული თამაში ითამაშა
nedved
18 სექტემბერი 2020 01:27
3
"რას გავს ბიჭო ეს? თქვენ არავინ გეცოდებათ... შეხედეთ როგორ ტირიან... თქვენ ადამიანები კი არა, მხეცები ხართ, მხეცები..."

პ.ს. გილოცავთ ყველას. ლოკო, მიყვარხარ ასეთი თავდადებისთვის და მხეცობისთვის :)
ფეოლა
18 სექტემბერი 2020 01:25
1
დამსახურებულად გაიმარჯვა ლოკომოტივმა, როგორც ამ ისევე წინა შეხვედრაშიც და მისი ორივე მოწინაღმდეგე იყოო ფავორიტი და ძლიერი გუნდი და ეს შემთხვევით არ ხდება შემთხვევით შეიძლება ერთი თამაში მოიგოო ვულოცავ ამ ისტორიულ გამარჯვებას ლოკომოტივს!!.
რაც შეეხება გრანადას ობიექტურად რომ ვთქვათ დინამო მოსკოვი უფრო ძლიერი გუნდია ფინანსურად ვიდრე გრანადაა,მაგრამ გრანადა გაცილებით მაღალი დონის ჩემპიონატში თამაშობს და საერთოდ სხვა საფეხბურთო ფილოსოფია აქვს არ ვიცი იქ რა მოხდება მაგრამ რაც არ უნდა მოხდეს, დღევანდელი გამაჯვების შემდეგ მაინც ქება და ქება ამ ბიჭებს მათ ეს დაიმსახურეს.
გელა
18 სექტემბერი 2020 01:23
0
რა ვთქვა ... ამ პატარა, უფულო გუნდმა... უმაყურებლოდ... ეჭვიც არ მეპარებოდა!! მართლა ... მაგრამ თან ჩემ თავს ვეკითხებოდი, როგორ უნდა მოვუგოთ თქო ნეტა ამათ :)) გიორგი ჭიაბრიშვილს!!! მეკარეს! თავდამსხმელებს, მცველებს, ნახევარმცველებს - დიდი მადლობა ბიჭებო!!!
გადასარევი გიორგი
18 სექტემბერი 2020 01:18
0
გუშინდელმა მატჩმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა რუსული პრემიერლიგის "მაღალი" დონე მაშ(:(:(:გამოიღეეეეთ!!!!!!!!
რუსოფილებო
18 სექტემბერი 2020 13:46
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული