მკვდრები, საზიზღრები, რაში დაიხარჯა 60 მილიონი? ვისთან წავაგეთ? - რუსები შოკში არიან

AutoSharing Option
ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "ლოკომოტივთან" მოსკოვის "დინამოს" 1:2 წაგება რუსებმა შეურაცხყოფად აღიქვეს. ისინი აღნიშნავენ, რომ ტურნირზე დარჩენილ ყველაზე დაბალრეიტინგიან გუნდთან დამარცხდნენ (1.150), მაშინ, როდესაც მათი რეიტინგი გაცილებით მაღალია (9.109).

მწვრთნელ კირილ ნოვიკოვს უკვე გადაყენებას უპირებენ და მის შემცვლელს ეძებენ.

აი, რა განცხადებები გააკეთეს რუსებმა:

იოვან ტანასიევიჩი ("დინამოს" ყოფილი მცველი): "ვერ ვიტყვი, რომ არ იბრძოლეს. უბრალოდ, მომენტები ვერ გამოიყენეს. სულ სხვა საკითხია, რატომ მოხდა ეს. შესაძლოა, ფავორიტის სტატუსი მათზე დიდ ზეწოლას ახდენდა".

ვასილი უტკინი (ჟურნალისტი): "ასეთი მატჩების ყურება აუცილებელი
სულაც არაა. "დინამოს" გულშემატკივრობა მძიმე ტვირთია. ამ შემთხვევაში ირონიული არ ვარ. ყველაფერ დანარჩენზე ანგარიში მეტყველებს. მოგება ნორმალურია, წაგება - კატასტროფა.

გინება გვიანია. არადა, გინდა. ადრე უნდა მოესმინათ ჭკვიანი ხალხისთვის.

- ავადმყოფმა გარდაცვალების წინ ოფლი მოიდინა?
- მოიდინა.
- ეს ძალიან, ძალიან კარგია!

მე ხომ ვამბობ, "დინამო" მუდამ ძველი ანეკდოტია".

სერგეი კირიაკოვი ("დინამოს" ყოფილი თავდამსხმელი): "სირცხვილი? ეს ყველაზე რბილი სიტყვაა. ქართული ფეხბურთისადმი ჩემი პატივისცემის მიუხედავად, ეს რუსეთის პირველი ლიგის დონის გუნდია".

იგორ ლებედევი (გოსდუმის დეპუტატი): "იმის შესახებ, თუ რა მოხდა, უამრავი არგუმენტი შეიძლება მოიყვანო. დაწყებული პოლიტიკური მომენტებიდან, რაც იმასთანაა დაკავშირებული, რომ ქართულ გუნდებთან პოლიტიკის გამო მრავალი წელია არ გვითამაშია და დასრულებული საშინელი ხარისხის მოედნით. ვერ წარმომიდგენია, ღმერთმა არ ქნას და "ლოკომოტივი" ჯგუფურ ეტაპზე გავიდეს, მატჩებს ასეთ გაზონზე ჩაატარებენ? სად იყურება უეფა?

"დინამომ" "ზენიტს" მოუგო და "ლოკომოტივთან" წააგო, რომელსაც 90 წუთის განმავლობაში არაფერი არ უჩვენებია. ეს ყველაფერი ჩვენი ფეხბურთელების მოუმზადებლობასა და ქართველების მაღალ ოსტოტობაზე მეტყველებს".

ალექსანდრ მოსტოვოი (რუსეთის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი): "გაოგნებული ვარ. გუნდი მრავალი წლის შემდეგ გადის ევროტურნირებზე. უკანასკნელ ხანს 60 მილიონამდე დაიხარჯა და თბილისის "ლოკომოტივი"... ვფიქრობ, ბევრმა არ იცის ამ გუნდის არსებობა. ყველამ იცის თბილისის "დინამო".

სტატისტიკაში "ლოკომოტივის" შემადგენლობა უნდა ვნახო, იქ ვინ თამაშობს. მათთვის ეს გმირობაა, "დინამოსთვის" - საზიზღრობა".

მკითხველის კომენტარები / 51 /
სულ ასე გაგვემწარებიოს რუსები,არა მარტო სპორტში.
zas.
18 სექტემბერი 2020 10:52
1
დააბრალეს რუსებმა ცუდ მინდორს :)

ამაზე ერთი ძველი კახური გამონათქვამი გამახსენდა - "მკუანა კაცი ქერის პურს აბრალებდაო"

")
თამაზი
18 სექტემბერი 2020 19:29
2
ქართულმა ფეხბურთმა ფსკერს დაკრა ფეხი.....
sake
18 სექტემბერი 2020 12:26
1
რუსებო გამოიღეთ))) ეგეც თქვენ რუსეთ საქათველოს დაპირესპირება, როგორც თქვენ მონათლეთ. არა და ნაკრებების თამაშის დროს როცა რაგბია გასუსულები ხართ ყოველთვის. აქ 100% გეჭირათ?
მადლობა ლოკოს, გილოცავთ და წარმატებები.

მადა ჭამაში მოდის ბიჭებო, დიდ მონდომებას და რწმენას ბევრი მოულოდნელობაც მოაქვს როგორც თქვენ გვანახეთ.
G.LA
18 სექტემბერი 2020 09:34
2
ისე საკლუბოზე რუსებთან 100%-ი გვიჭირავს ევროპულ ჩემპიონატებში :) :) :)
გიორგი
18 სექტემბერი 2020 12:03
0
მართლაც რომ გმირობაა .ბიუჯეტი რო შევადარე ამ ორი გუნდიის სიცილით მოვკვდიი იმხელა სხვაობაა.დაახლოებით ისეთი სენსაციაა როგორც სნეგელმა მოუგო საფრანგეთს.გილოცავთ ბიჭებოო.ისე სადაც დინამოს მოვუგეთ გრანადას რატო ვერ უნდა მოვუგოოთ.
buxrika
18 სექტემბერი 2020 10:44
1
ვერ გავიგე ამ რუსებს რა ანერვიულებთ, ახლა ის დროა "გრანადა" უნდა ნერვიულობდეს.
temo
18 სექტემბერი 2020 10:32
0
და რა გაუკვირდა ამ მამაძაღლს ვერ ვხვდები როგორ მოუგო დინამოსო ოეე დინამო რასია შეხედე ფეხბურთი ვითარდება საქართველოშიც კი მოდით ეხლა და იწუწუნეთ,
Gio
18 სექტემბერი 2020 11:07
2
ცოტა იღბალი კიდე და გრანადაც გავისტუმროდ ბიჭებოო. გაიხარეთ.
KKK
18 სექტემბერი 2020 10:02
0
თამაშის შემდეგ "მატც ტევეზე" ომარ თეთრაძემ და სხვა ყოფილმა მოსკოვის დინამოს ვეტერანებმა ისაუბეს. საკმაოდ კარგად ლოკომოტივზე, დაიმსახურესო მოგებაო თბილისელებმაო.
ისე სკარად შოკირებულები არიან. ისეთი სახით იჯდნენ სტუდიაში პოლიტბიუროს სხდომა მეგონა სსრკ-ს დროინდელი.
ეს მატში ფეხბურთის სახელმძღვანელოში უნდა შეიტანო, როგორც კლასიკური მაგალითი, არა იმიტომ, რომ რუსებს მოვუგეთ, არამედ თუ როგორ შიძლება მოიგო მილიონების და ვარსკვლავების გარეშე. თუ სწორად გაანაწილებ რესურსებს!
ქომაგი
18 სექტემბერი 2020 07:32
0
ეს ისეთი მომენტია როცა ფეხბურთით მხოლოდ ერთ დღეს კი არა ორი დღე რომ სიამოვნებას ღებულობ და უნდა დატკბე ამ მომენტით. რუსებო ბარემ ომი დაგვიწყეთ კიდევ ერთხელ ან საზღვარი გადმოწიეთ გამწარებულზე სხვა თქვენ ფეხბურთის თამაში არ იცით და სხვანაირად ჩვენ ვეღარ გაგვამწარეთ ბოლო 30 წელია. მადლობა ყველას ვინც ელემენტარილი წვლილი შეიტანა ამ გამარჯვებაში და ამ სიამოვნებაში.
roma bejanidze
18 სექტემბერი 2020 11:24
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული