მკვდრები, საზიზღრები, რაში დაიხარჯა 60 მილიონი? ვისთან წავაგეთ? - რუსები შოკში არიან

AutoSharing Option
ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "ლოკომოტივთან" მოსკოვის "დინამოს" 1:2 წაგება რუსებმა შეურაცხყოფად აღიქვეს. ისინი აღნიშნავენ, რომ ტურნირზე დარჩენილ ყველაზე დაბალრეიტინგიან გუნდთან დამარცხდნენ (1.150), მაშინ, როდესაც მათი რეიტინგი გაცილებით მაღალია (9.109).

მწვრთნელ კირილ ნოვიკოვს უკვე გადაყენებას უპირებენ და მის შემცვლელს ეძებენ.

აი, რა განცხადებები გააკეთეს რუსებმა:

იოვან ტანასიევიჩი ("დინამოს" ყოფილი მცველი): "ვერ ვიტყვი, რომ არ იბრძოლეს. უბრალოდ, მომენტები ვერ გამოიყენეს. სულ სხვა საკითხია, რატომ მოხდა ეს. შესაძლოა, ფავორიტის სტატუსი მათზე დიდ ზეწოლას ახდენდა".

ვასილი უტკინი (ჟურნალისტი): "ასეთი მატჩების ყურება აუცილებელი
სულაც არაა. "დინამოს" გულშემატკივრობა მძიმე ტვირთია. ამ შემთხვევაში ირონიული არ ვარ. ყველაფერ დანარჩენზე ანგარიში მეტყველებს. მოგება ნორმალურია, წაგება - კატასტროფა.

გინება გვიანია. არადა, გინდა. ადრე უნდა მოესმინათ ჭკვიანი ხალხისთვის.

- ავადმყოფმა გარდაცვალების წინ ოფლი მოიდინა?
- მოიდინა.
- ეს ძალიან, ძალიან კარგია!

მე ხომ ვამბობ, "დინამო" მუდამ ძველი ანეკდოტია".

სერგეი კირიაკოვი ("დინამოს" ყოფილი თავდამსხმელი): "სირცხვილი? ეს ყველაზე რბილი სიტყვაა. ქართული ფეხბურთისადმი ჩემი პატივისცემის მიუხედავად, ეს რუსეთის პირველი ლიგის დონის გუნდია".

იგორ ლებედევი (გოსდუმის დეპუტატი): "იმის შესახებ, თუ რა მოხდა, უამრავი არგუმენტი შეიძლება მოიყვანო. დაწყებული პოლიტიკური მომენტებიდან, რაც იმასთანაა დაკავშირებული, რომ ქართულ გუნდებთან პოლიტიკის გამო მრავალი წელია არ გვითამაშია და დასრულებული საშინელი ხარისხის მოედნით. ვერ წარმომიდგენია, ღმერთმა არ ქნას და "ლოკომოტივი" ჯგუფურ ეტაპზე გავიდეს, მატჩებს ასეთ გაზონზე ჩაატარებენ? სად იყურება უეფა?

"დინამომ" "ზენიტს" მოუგო და "ლოკომოტივთან" წააგო, რომელსაც 90 წუთის განმავლობაში არაფერი არ უჩვენებია. ეს ყველაფერი ჩვენი ფეხბურთელების მოუმზადებლობასა და ქართველების მაღალ ოსტოტობაზე მეტყველებს".

ალექსანდრ მოსტოვოი (რუსეთის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი): "გაოგნებული ვარ. გუნდი მრავალი წლის შემდეგ გადის ევროტურნირებზე. უკანასკნელ ხანს 60 მილიონამდე დაიხარჯა და თბილისის "ლოკომოტივი"... ვფიქრობ, ბევრმა არ იცის ამ გუნდის არსებობა. ყველამ იცის თბილისის "დინამო".

სტატისტიკაში "ლოკომოტივის" შემადგენლობა უნდა ვნახო, იქ ვინ თამაშობს. მათთვის ეს გმირობაა, "დინამოსთვის" - საზიზღრობა".

მკითხველის კომენტარები / 51 /
აშკარაა ახალგაზრდა მწვრთნელის დამსახურება და რა თქმა უნდა ფეხბურთელების თავდადება. მაქსიმალურად უნდა შეუწყოს ხელი ფედერაციამ ასეთი ხალხის წახალისებას და წინსვლას. დაამტკიცეს, რომ მონდომებით და ბევრი მუშაობით შეუძლებელი არაფერია
იკა
18 სექტემბერი 2020 10:29
0
"ღმერთმა არ ქნას და ლოკომოტივი ჯგუფურ ეტაპზე გავიდეს"-შოვინისტები! როგორ უნდა გიყვარდეს ესენი არმესმის. ესეთს არავინ იტყოდა. ყველა წარმატებას უსურვებდა მომდევნო ეტაპზე. ევროპელობისა არაფერი სცხიათ.
321
18 სექტემბერი 2020 08:41
1
მთელი თამაში არაფერი უჩვენებია ლოკოს?ამ კომენტარის ავტორს არც აქვს ნანახი ალბათ თამაში კონტრშეტევებზე იდეალურია ლოკო და ამას ეძახიან არაფერი გაუკეთებიაო?იძახონ რაც უნდათ არაფერი შეიცვლება საქართველო-რუსეთი 2-1 ქართულ მიწაზე რუსი ვერ გაიხარებს
მარი
18 სექტემბერი 2020 09:18
0
გუნდი კერძოა რა კობიაშვილი დდ ზოგს აზრები აწუხებს მაოს შეშურდებოდა.წარმატებები ლოკოს.
Zaza
18 სექტემბერი 2020 12:18
2
რუსებს ბროწეულის ოყნა თუ უშველის.
რამხელა წარმოდგენა აქვთ საკუთარ გუნდზე
18 სექტემბერი 2020 10:20
1
ღრუტ. ღრუტ. ღრუტ.
123
18 სექტემბერი 2020 08:36
1
იმედია მას მაინც გამომიქვეყნებთ რაცხა ბოლო დროს ჩემსს კომენტარებს არ აქვეყნებთ მითუმეტეს ცენზურას ვიცავ, ამ რუსს რატო გონია ჯგუფურში რო გავიდეთ ისევ ამ სტადიონზე ვითამაშებთ? :) :) ან მარტო დინამოსთვის იყო ცუდი მოედანი? ან კიდევ საერთოდ ტექნიკური გუნდი კარგ სტადიონზე უკეთ თამაშობს ეს თამაში 2-1 კი არა 4-0 უნდა დამთავრებულიყო :) :) :) იყო კიდევ 100%-ი საგოლე მომენტები ჩვენსკენ მაგრამ ამ გოსტდუმის დეპუტატისგან სხვას რას მოისმენ შოვინისტი რუსი
გიორგი
18 სექტემბერი 2020 12:01
1
ვულოცავ ლოკოს ფეხბურთელებს,მწვრთნელს,მენეჯმენტს და მთელ საქართველს ამ დიდებულ გამარჯვებას.რუსები კომენტარებში მარცხს ლეგიონერების ლიმიტს აბრალებენ,ანუ აღიარებენ,რომ თავისი ფეხბურთელებით ქართველებთან გამკლავება არ შეუძლიათ.ეს ადასტურებს,რომ ტექნიკით და საფეხბურთო აზროვნებით მაგათზე მაღლა ვიდექით და ვდგავართ.საჭირო იყო მონდომება, თავდადება და ბოლომდე ბრძოლა,რაც ბიჭებმა სრულად გამოავლინეს.ბრავო!გრანადა ბევრი არაფრით ჯობია მოსკოვის დინამოს,იგივე ძალისმიერ,"ბეი-ბეგი"ფეხბურთს თამაშობენ და სწორად და იგივე შემართებით თამაშით მათთანაც შეიძლება წარმატების მიღწევა.დიდი მადლობა ამ გამარჯვებისთვის.წარმატებები!!!
ნუკრი
18 სექტემბერი 2020 08:25
1
ბიჭებს მადლობა, მაგრამ ჭიაბრიშვილის წვლილიც ძალიან დიდია ამ გამარჯვებაში.
უცნობი
18 სექტემბერი 2020 13:39
0
ჩვენი დროც მოვიდა
ავთო
18 სექტემბერი 2020 12:56
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული