მკვდრები, საზიზღრები, რაში დაიხარჯა 60 მილიონი? ვისთან წავაგეთ? - რუსები შოკში არიან

AutoSharing Option
ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "ლოკომოტივთან" მოსკოვის "დინამოს" 1:2 წაგება რუსებმა შეურაცხყოფად აღიქვეს. ისინი აღნიშნავენ, რომ ტურნირზე დარჩენილ ყველაზე დაბალრეიტინგიან გუნდთან დამარცხდნენ (1.150), მაშინ, როდესაც მათი რეიტინგი გაცილებით მაღალია (9.109).

მწვრთნელ კირილ ნოვიკოვს უკვე გადაყენებას უპირებენ და მის შემცვლელს ეძებენ.

აი, რა განცხადებები გააკეთეს რუსებმა:

იოვან ტანასიევიჩი ("დინამოს" ყოფილი მცველი): "ვერ ვიტყვი, რომ არ იბრძოლეს. უბრალოდ, მომენტები ვერ გამოიყენეს. სულ სხვა საკითხია, რატომ მოხდა ეს. შესაძლოა, ფავორიტის სტატუსი მათზე დიდ ზეწოლას ახდენდა".

ვასილი უტკინი (ჟურნალისტი): "ასეთი მატჩების ყურება აუცილებელი
სულაც არაა. "დინამოს" გულშემატკივრობა მძიმე ტვირთია. ამ შემთხვევაში ირონიული არ ვარ. ყველაფერ დანარჩენზე ანგარიში მეტყველებს. მოგება ნორმალურია, წაგება - კატასტროფა.

გინება გვიანია. არადა, გინდა. ადრე უნდა მოესმინათ ჭკვიანი ხალხისთვის.

- ავადმყოფმა გარდაცვალების წინ ოფლი მოიდინა?
- მოიდინა.
- ეს ძალიან, ძალიან კარგია!

მე ხომ ვამბობ, "დინამო" მუდამ ძველი ანეკდოტია".

სერგეი კირიაკოვი ("დინამოს" ყოფილი თავდამსხმელი): "სირცხვილი? ეს ყველაზე რბილი სიტყვაა. ქართული ფეხბურთისადმი ჩემი პატივისცემის მიუხედავად, ეს რუსეთის პირველი ლიგის დონის გუნდია".

იგორ ლებედევი (გოსდუმის დეპუტატი): "იმის შესახებ, თუ რა მოხდა, უამრავი არგუმენტი შეიძლება მოიყვანო. დაწყებული პოლიტიკური მომენტებიდან, რაც იმასთანაა დაკავშირებული, რომ ქართულ გუნდებთან პოლიტიკის გამო მრავალი წელია არ გვითამაშია და დასრულებული საშინელი ხარისხის მოედნით. ვერ წარმომიდგენია, ღმერთმა არ ქნას და "ლოკომოტივი" ჯგუფურ ეტაპზე გავიდეს, მატჩებს ასეთ გაზონზე ჩაატარებენ? სად იყურება უეფა?

"დინამომ" "ზენიტს" მოუგო და "ლოკომოტივთან" წააგო, რომელსაც 90 წუთის განმავლობაში არაფერი არ უჩვენებია. ეს ყველაფერი ჩვენი ფეხბურთელების მოუმზადებლობასა და ქართველების მაღალ ოსტოტობაზე მეტყველებს".

ალექსანდრ მოსტოვოი (რუსეთის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი): "გაოგნებული ვარ. გუნდი მრავალი წლის შემდეგ გადის ევროტურნირებზე. უკანასკნელ ხანს 60 მილიონამდე დაიხარჯა და თბილისის "ლოკომოტივი"... ვფიქრობ, ბევრმა არ იცის ამ გუნდის არსებობა. ყველამ იცის თბილისის "დინამო".

სტატისტიკაში "ლოკომოტივის" შემადგენლობა უნდა ვნახო, იქ ვინ თამაშობს. მათთვის ეს გმირობაა, "დინამოსთვის" - საზიზღრობა".

მკითხველის კომენტარები / 51 /
მოედნის ხარისხზე ისე წუწუნებენ, თითქოს ძაან ტეხნარი გუნდი იყოს, კომბინაციური და სწრაფი ფეხბურთის მიმდევარი....
მადლობა თქვით ასეთი მოედანი რო იყო (ტელევიზორიდან მოედნის საფარს მაინცდამაინც ცუდი შთაბეჭდილება არ დაუტოვებია), თორე 2 გოლს არ დავჯერდებოდით :))

კიდევ ერთხელ მადლბა ლოკოს.
ჟორჟ სამპაიო
18 სექტემბერი 2020 08:15
1
დასკვნა ერთია: ცუდ ფეხბურთს თამაშობს ქართული გუნდები.
წიტიანი მოსკოვის დინამო და მისი მესვ ეურები რომ ასე ყვიტყვიტებენ წაგების მერე, ესე იგი რაღაც უუზარმაზარი გაქვს გასასწორებელი.
მხოლოდ რუსებთან მოგება დიდი არაფერი შვილია. ფეხბურთი ითამაშეთ, ბურთს პატარა ბიჭებიც აგორავებენ მაგრამ არ იჩემებენ ფეხბურთელები ვართო
მომენატრა ლამაზი ფეხბურთი
ღმერთმა ქნას აწი რამე შევცალოN
კახა
19 სექტემბერი 2020 09:19
5
დიდებულია! ვაშა ამ ახალ გამარჯვება, რწმენა მომავალს!
aburjga
18 სექტემბერი 2020 16:40
0
ლოკომოტივმა ქართულ ფეხბურთს სინდისი მოწმინდა.წარმოიდგინეთ,რომ ჩვენს გუნდს იგივე დაფინანსება ქონდეს რაც მოსკოვის დინამოს.ახლა მაინც დაეხმაროს ფედერაცია გუნდს.მარტო კობიაშვილ-მუჯირის მიერ ბიუჯეტის თქვეფით შორს ვერ წავალთ.მადლობა ლოკომოტივის ყველა თანამშრომელს და ფეხბურთელებს.
888
18 სექტემბერი 2020 10:13
8
დუმის დეპუტატს უნდა შევახსენო ერთი გამონათქვამი, плохому артисту яйца мешают, ეს წაგება მინდვრის ხარისხის დაბრალებისთვის.
მერაბ 1970
18 სექტემბერი 2020 07:59
1
სამწუხაროდ ეს რეალობას დიდად არ ცვლის რადგან ისევ ფსკერთან ვართ. ქართული გუნდები ძირითადად კერძო მმართველობაში არ არიან და შესაბამისად ძალიან გაჭირვებულები არიან და ვისაც დამფინანსებელი ყავს ძალიან ცოტა ფულს აბანდებენ ამიტომაა რომ არასოდეს არ გვქონდა და არ გვაქვს ჯგუფში მოხვედრის შანსი. ახლა ლოკოს რამდენიმე ძლიერი ლეგიონერის საშუალება რომ ქონდეს ახლა გრანადასან კაი შანსი გვექნებოდა მაგრამ სულ ხომ საკუარი იმედის იმედზე ხომ ვერ იქნები... წარმატებები ბიჭებო ყველა შემთხვევაში ღმერთი თქვენკენ
Haaland
18 სექტემბერი 2020 15:55
4
გამოიღეთ!!!
ლევან
18 სექტემბერი 2020 11:42
1
რუსებოოო გამოიღეეეთ!!! :))
ოთო
18 სექტემბერი 2020 08:25
1
ლოკომოტივს გრანადასთან დასაკარგი არაფერი აღარ აქვს. ბიჭებმა იციან,რომც წააგონ მათ არავინ არ დაძრახავს,რადგან ჩვენთვის პრინციპულ მატჩში რუსები დაამარცხეს! ასე რომ უფრო ლაღად და გახსნილად ითამაშებენ,ესპანელებს კი პირიქით მოსკოვის დინამოს მააგლითი თვალწინ აქვთ და ფავორიტის სტატუსი გასამართლებელი ექნებათ ყველა ვარიანტში გულშემატკივრების წინაშე( ტელევიზორთან ვინც იქნება :დ:დ ) ასევე ეს ჩვენებისთვის კარგი შანსია,კარიერული წინსვლისთვის. თუ რამდენიმემ შეძლო და დადებითად წარმოაჩინა შესაძლებლობები გრანადასთან,არაა გამორიცხული მათი კარიერის გაგრძელება სწორედ ამ კლუბში სამომავლოდ.. მაგალითად კირკიტაძე, სამურკასოვი, მამარდაშვილი და ა.შ. აქვე ვიტყვი,რომ დროა მამარდაშვილი მესამე მეკარედ განიხილოს ვაისმა კუპატაძის ნაცვლად! უფრო ძლიერი კლუბი და ლიგა ჭირდება ამ ბიჭს რომ განვიტარდეს და იმედია ამ ევრო სეზონის შემდეგ შეძლებს ამას! არის კიდევ 2-3 კაცი,ვინც შეიძლება ნაკრების კანდიდატად განიხილოს ვაისმა,დინამოს და საბურთალოს "კამანდის ნაცვლად". წარმატებები ბიჭებო ესპანეთშიც!!
გიორგი
18 სექტემბერი 2020 15:15
0
რატო არ ითამაშეს მიხეილ მესხზე? რა არის ეს სათადარიგო მოედანის ამოჩემება? რა ქცევაა არ მესმის. სტადიონები გვაქვს ამ ქვეყანაში როგორც იქნა და რას დავაცინიეთ თავი?
გენა
18 სექტემბერი 2020 09:28
12
ესეც ერთგვარი ტაქტიკაა!მთავაია უეფამ თანმობა მოგვცა!
bokinio
18 სექტემბერი 2020 11:54
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული