ცნობილია, ვის შეხვდება თბილისის "დინამო" ევროპა ლიგის პლეი-ოფში გასვლის შემთხვევაში

AutoSharing Option
შვეიცარიის ქალაქ ნიონში, უეფას შტაბბინაში, დღეს, 18 სექტემბერს გამართულ კენჭისყრაზე ცნობილი გახდა, თუ ვის შეხვდება თბილისის "დინამო" "კლაკსვიკარის" დამარცხების შემთხვევაში.

თუ თბილისელები ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპს დაძლევენ, მათი მეტოქე ირლანდიურ "დანდალკსა" და მოლდოვურ "შერიფს" შორის გამარჯვებული იქნება.

თბილისელები "კლაკსვიკართან" გასვლაზე 24 სექტემბერს ითამაშებენ. კუნძულზე მოგების შემთხვევაში "დინამო" პლეი-ოფის მატჩსაც სტუმრად გამართავს.