დე დეკერმა "გენტი" გამოაცოცხლა - დღეს ჩაკვეტაძის გარეშე გაიმარჯვეს

AutoSharing Option
"გენტმა" ტრავმირებული გიორგი ჩაკვეტაძის გარეშე ბელგიის ჩემპიონატის მეექვსე ტურში გასვლაზე 1:0 მოუგო "მუსკრონს".

გამარჯვების გოლი მე-14 წუთზე გუნდის გერმანელმა ახალწვეულმა ნილას დორშმა გაიტანა, რომელმაც ოთხიოდ დღის წინ "რაპიდის" კარიც დალაშქრა.

აღსანიშნავია, რომ "გენტის" თავდამსხმელმა რომან იარემჩუკმა 22-ე წუთზე პენალტი ვერ გამოიყენა.

ახალი მწვრთნელის, ვიმ დე დეკერის ხელმძღვანელობით "გენტმა" ზედიზედ მეორე გამარჯვება იზეიმა და 23 სექტემბერს ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის პირველ მატჩში კიევის "დინამოს" უმასპინძლებს. ამ გუნდების განმეორებითი შეხვედრა 29 სექტემბერს უკრაინის დედაქალაქში გაიმართება და შესაძლოა, იქამდე ჩაკვეტაძე მწყობრში ჩადგეს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ჩემი აზრით გიომ ამოწურა საკუთარი თავი ამ "გენტში",საჭიროა ცვლილებები, თავი რომ დააღწიოს სტაგნაციას,
kaxi
19:40 20-09-2020
0
დავიდის წასვლა ძალიან დაეტყო გუნდს. ის და იარემჩუკი წინა სეზონში საუკეთესო დუეტი იყვნენ. ახლა არც დავიდია და იარემჩუკიც სავარაუდოდ მაგიტომ არაა ფორმაში. ყიდი ლიდერს და შემცვლელიც არ მოგყავს, ეს ცოტა რთულია. ჩაკვეც ტრავმებისზეა მიდრეკილი. იმედია გიო მალე ჩადგება ფორმაში და გენტიც გამოცოცხლდება
Haaland
16:04 20-09-2020
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული