შოთა არველაძეს კორონავირუსი ყატარში დაუდგინდა

AutoSharing Option
tribuna.uz-ის ინფორმაციით, ტაშკენტის "ფახთაქორის" ქართველ დამრიგებელ შოთა არველაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა და გუნდს ჩამოშორდა.

შოთას გაწვრთნილები დღეს, 23 სექტემბერს, აზიის ჩემპიონთა ლიგაზე ირანულ "შახრი ხურდუს" ეთამაშებიან და "ფახთაქორის" ფეხბურთელებს მოედანზე გამოსვლა მთავარი მწვრთნელის გარეშე მოუწევთ.

აზიის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი ყატარში იმართება. შოთას გუნდს მეორე ჯგუფში 5 ტურის შემდეგ 8 ქულა აქვს, მდევარ "ალ აჰლის" - 7. "შახდი ხურდუ" ბოლო ადგილზეა და შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი არ აქვს, "ალ აჰლი" კი ჯგუფის ლიდერ "ალ ჰილალს" ეთამაშება. "ფახთაქორის" წაგების შემთხვევაში, თუ "ალ აჰლი"
ფრედ ითამაშებს, შემდეგ ეტაპზე მაინც ქართველის გუნდი გავა.

sportall.ge შოთა არველაძეს მალე გამოჯანმრთელებასა და გუნდის ჯგუფიდან გასვლას უსურვებს!

მკითხველის კომენტარები / 1 /
სწრაფად გამოჯანმრთელდი, შოთი!
სოსო
23 სექტემბერი 2020 12:57
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული