"გრანადას" ნახევარმცველი: "ლოკომოტივი" სახიფათოა - ისტორიული დღე გველის

AutoSharing Option
თბილისის "ლოკომოტივთან" ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის წინ კომენტარი "გრანადას" 32 წლის ნახევარმცველმა ანხელ მონტორომ გააკეთა:

"ეს ძალიან კარგი, რაღაც ისტორიული დღე იქნება, რომელსაც დიდი ენთუზიაზმით ვხვდებით. სამწუხაროდ, თამაშს გულშემატკივრები ვერ დაესწრებიან.

ევროტურნირებზე ასპარეზობა ჩემთვის ოცნებაზე მეტია. როდესაც ამ გუნდში გადმოვედი, ქვედა დივიზიონში ვიყავით და ევროსარბიელზე გასვლას ვერ წარმოვიდგენდით.

ჩვენი მეტოქე სახიფათოა. ძალიან კარგად შეწყობილი გუნდია, სწრაფი და ხარისხიანი ფეხბურთელები ჰყავს.

თავს კომფორტულად ვგრძნობ და იმედია, ეს დიდხანს გაგრძელდება. რაც მეტია კონკურენცია, მით უკეთესი ყველასათვის", - განუცხადა მონტორომ კლუბის
საიტს.

"გრანადასა" და "ლოკომოტივის" მატჩი 24 სექტემბერს, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 10 /
აბა რას იტყოდა, დიპლომატიური და თავმდაბლური პოზიცია, თუ დააცდიან კლუბის ვიღაც ტიპები ჭიას, არაა გამორიცხული მორიგი წარმატება, მარა ვინ დააცდის, შაკლებივით დასუნსულებენ საფეხბურთო გვარები((.
ჯაბა
24 სექტემბერი 2020 17:21
0
ვაღიაროთ, აქამდე არ ველოდით მოსვლას და მოვედით. მადლობის მეტი რა გვეთქმის, მით უმეტეს რუსებთან მოგება ხომ ამ მომენტისთვის შეუფასებელია. დღესაც ველი ღირსეულ თამაშს. ეს ბევრს ნიშნავს. ეს ესპანეთია... ეს ლა ლიგაა თავის დონით და თავისი ბიუჯეტით...წარმატებები ქართველ ფეხბურთელებს. რაც შეეხება დინამოს. უბრალოდ ვერ ვხვდები, რა დაბალი დონის მენეჯმენტი (თუ რაც ჰქვია) უნდა გვქონდეს, რომ დინამოს შანსები რეალური არაა, როცა ასეთი შანსი არსებობს ჯგუფში გასვლის...ფარერები და მოლდოვა ნამდვილად არ უნდა გვჯობდეს...
merabi-1960
24 სექტემბერი 2020 16:59
0
უეჰველი ვიგებტ მოემზადეტ მორიგი სიხარულისტვის ჰიაბრიჰვილი საკარტველოს ნაკრებს უნდა ჰაუდგეს სატავეჰი ასეტი ჰინაარსიანი პეხბურტი რასაც ის ატამაჰებს ლოკომოტივს ნოდარ ახალკაცის ჰემდეგ არავის კარტულ კლუბს არ უტამაჰია მიდიტ ბიჰებო ლომებო ერტიც მოიკნიეტ ხმალი მაგრად უპალი იკოს ტკვენი მპარველი
lekso kutaisi
24 სექტემბერი 2020 11:10
0
აჩვენებს რომელიმე არხი?
asasas
24 სექტემბერი 2020 10:13
0
მთავარია ღირსეულად ჩავამთავროთ, არ მიყვარს ღირსეულად წაგებაზე ლაპარაკი მაგრამ ამ შემთხვევაში ფაქტს და მოცემულობას ვერსად წაუხვალ,წინ ლოკო, ბიჭებს სერიოზული წინსვლა ძლიერ გუნდებში ვინც დაიმსახურებს,ბოლომდე იბრძოლონ მთავარია, იქნებ გოლსაც გამოვკრათ ხელი!!!
Z.g.
24 სექტემბერი 2020 08:09
0
ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ესპანეთს რო მოვუგეთ მაშინ ლარი მედო საქართველოზე 31 ქონდა კუში ან 33 ზუსტად არ მახსოვს და მოვიგე:) ეხლა 26 აქვს მგონი ლოკომოტივს. ეხლა 2 ლარს დაიუდებ:) წარმატებები ჩვენ გმირებს. ნამდვილად გმირები არიან.
ჯიმა
24 სექტემბერი 2020 00:48
0
100 ლარი დადე გრანადაზე , მინიმუმ 3-0 ლოკომოტივი წააგებს ...
!!!
24 სექტემბერი 2020 13:52
4
მოგეგოს ბრატ. წარმატებები
ვანჩოპე
24 სექტემბერი 2020 09:20
1
ნამდვილი პროფესიონალები არიან და მეტი დონე აქვთ რუსებს არ გვანან შოვინისტებს ზეამპარტავნებს იმიტომაც დაისაჯენ.
beqnuma
23 სექტემბერი 2020 21:35
2
საეჭვოდ გვაქებენ. სხვა დონეა, მაგათ ტემპში ჩვენ ვერ ავყვებით
თამაზი
23 სექტემბერი 2020 20:05
4

სიახლეები პოპულარული