თბილისის "დინამო" ფარერებზეა - ჩისკო ამბობს, რომ სპეციფიკურ პირობებში მოუწევთ თამაში

AutoSharing Option
თბილისის "დინამო" ტორსჰავნში ჩაფრინდა და სასტუმრო "ფოროიარში" დაბინავდა. თბილისელები ხვალ მატჩისწინა ვარჯიშს გამართავენ, ზეგ კი უეფას ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის შეხვედრაში ადგილობრივ "კლაკსვიკს" დაუპირისპირდებიან. მომავალი მატჩის წინ "დინამოს" მწვრთნელმა ჩისკო მუნიოსმა ისაუბრა.

"გათამაშების ამ ეტაპზე სუსტი მეტოქე, რა თქმა უნდა, არ არსებობს, ჩვენ საკმაოდ რთული შეხვედრა გვექნება. კარგ გუნდს ვხვდებით. ვნახეთ და შევაფასეთ მოწინააღმდეგის თამაში. ჰყავთ გამორჩეული ფეხბურთელები, განსაკუთრებით, შეტევის ხაზში. არ იქნება იოლი თამაში.

ჩემს ფეხბურთელებს გაცნობიერებული აქვთ, რომ მატჩი ხელოვნურ მოედანზე სპეციფიკური ბურთით ჩატარდება. ეს ყველაფერი გათვალისწინებული
იქნება, მაგრამ მე მჯერა ჩემი გუნდის და გამარჯვების მოსაპოვებლად ყველაფერს ვიღონებთ.

ჩვენს წინა და მომავალ მეტოქეს შორის ძალიან დიდი განსხვავებაა. უელსური გუნდი ფიზიკურად გაცილებით ძლიერი იყო, ტაქტიკაც განსხვავებული ჰქონდა, ფარერული გუნდი კი მოედნის ცენტრში უპირატესობის მოპოვებაზე აკეთებს აქცენტს, უფრო ტექნიკურია, გამოკვეთილი ცენტრფორვარდი ჰყავთ. აქედან გამომდინარე, განსხვავებული თამაში იქნება. ჩვენი მეტოქე 100%-ით დაიხარჯება, ჩვენც ასევე სრულად დავიხარჯებით. ვფიქრობ, ასეთ შემთხვევაში სასურველ შედეგს მივაღწევთ. პლეი-ოფში გასვლის დიდი სურვილი გვაქვს.

ბოლო წლებში ფარერებზე საფეხბურთო დონემ ძალიან მოიმატა. ეს ეხება როგორც საკლუბო, ასევე სანაკრებო ფეხბურთს. თანაც, ამ ეტაპზე გამარჯვებული 1 მატჩში გამოვლინდება, რაც განსაკუთრებულ მობილიზაციას მოითხოვს", - განუცხადა ჩისკომ კლუბის საიტს.

მკითხველის კომენტარები / 20 /
ეს სისულელე თუ ჩისკომ იბოდიალა გასაგდები ყოფილა, ფარერების გუნდს კი არა ნაკრებს უნდა უგებდეს ოზურგეთის მერცხალიც და რომელიმე ეზოს გუნდი თბილისდან, თუმცა ეზოში ფეხბურთს ვინღა თამაშობს. ეეეჰ
niko
24 სექტემბერი 2020 04:03
36
აბა რა გინდათ? მოსკოვის დინამოს შეფებივით ილაპარაკოს?
არდილეს
24 სექტემბერი 2020 12:11
1
მეც მგონია კლაკსვიკი გამოკვეთილი ლიდერია, სამწუხაროდ. 4:1 ან 4:0-ს წავაგებთ ((
რომულუსი
24 სექტემბერი 2020 00:26
66
Yochag shen dzmao... nayurebi gqonda tamashi ? :D
Beka
25 სექტემბერი 2020 11:52
0
ასეთი ნეგატიურები როგორ ხართ ვერ ვიგებ.
უსურვეთ წარმატება დინამოს თქვე კაი ხალხო, რას იბოღმებით.
ჩისკოზე უკეთესი ლეგიონერი ვინ იყო საქართველოში. დიდი შანსია მოგების, ყველა ბუკმეიკერულ კომპანიაში დინამოსკენ არის პროგნოზი
იკა
23 სექტემბერი 2020 23:32
5
ბუკმეკერების პროგნოზი მოსკოვის დინამოს რომ ქონდა, ისეთი უნდოდა, მაგრამ კი ამოაყირავა ლოკომ. ამათ ჩვეულებრივი ბურთით უჭირთ თამაშსი და სპეციფიკურით ხო დაბდღვნიან ხელოვნურ გაზონს.
რაულ გონსალეს ბლანკო
24 სექტემბერი 2020 00:02
15
თუ ჩისკო მართლა ფიქრობს, რომ ესპანეთიდან იმიტომ ჩამოიყვანეს რომ კეფლავიკებთან წაგება გააპრავოს, მართლა ჯობია ეხლავე ჩაალაგოს ჩანთა და დაუბრუნდეს ექსტრემადურას საკლუბო აკადემიას.
უყურე შენ.

დიდგორელი
23 სექტემბერი 2020 23:09
16
სამწუხაროდ გამოკვეთილი ფავორიტია ფარერული გუნდი. რა საწყენი და შეურაცჰმყოფელი არ უნდა იყოს. ნუ მომდგებით ეხლა...
ზურა
23 სექტემბერი 2020 22:45
50
ზურა,დინამო რომ ვერ არის დონეზე,ყველა ვხედავთ,მაგრამ ფარერელების თამაში,ამ სეზონზე გინახავს?მე არა.ასე რომ ვერაფერს ვიტყვი,გარდა ზოგადი შეფასებისა.ზოგადად კი,.ქართულმა გუნდმა,წესით უნდა დაამარცხოს ფარერის კუნძულების ნებისმიერი გუნდი.ასე ჩვენი შანსების დამარხვა,მაინც არ მგონია სწორი
სოსო
24 სექტემბერი 2020 11:48
1

სიახლეები პოპულარული