თბილისის "დინამო" ფარერებზეა - ჩისკო ამბობს, რომ სპეციფიკურ პირობებში მოუწევთ თამაში

AutoSharing Option
თბილისის "დინამო" ტორსჰავნში ჩაფრინდა და სასტუმრო "ფოროიარში" დაბინავდა. თბილისელები ხვალ მატჩისწინა ვარჯიშს გამართავენ, ზეგ კი უეფას ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის შეხვედრაში ადგილობრივ "კლაკსვიკს" დაუპირისპირდებიან. მომავალი მატჩის წინ "დინამოს" მწვრთნელმა ჩისკო მუნიოსმა ისაუბრა.

"გათამაშების ამ ეტაპზე სუსტი მეტოქე, რა თქმა უნდა, არ არსებობს, ჩვენ საკმაოდ რთული შეხვედრა გვექნება. კარგ გუნდს ვხვდებით. ვნახეთ და შევაფასეთ მოწინააღმდეგის თამაში. ჰყავთ გამორჩეული ფეხბურთელები, განსაკუთრებით, შეტევის ხაზში. არ იქნება იოლი თამაში.

ჩემს ფეხბურთელებს გაცნობიერებული აქვთ, რომ მატჩი ხელოვნურ მოედანზე სპეციფიკური ბურთით ჩატარდება. ეს ყველაფერი გათვალისწინებული
იქნება, მაგრამ მე მჯერა ჩემი გუნდის და გამარჯვების მოსაპოვებლად ყველაფერს ვიღონებთ.

ჩვენს წინა და მომავალ მეტოქეს შორის ძალიან დიდი განსხვავებაა. უელსური გუნდი ფიზიკურად გაცილებით ძლიერი იყო, ტაქტიკაც განსხვავებული ჰქონდა, ფარერული გუნდი კი მოედნის ცენტრში უპირატესობის მოპოვებაზე აკეთებს აქცენტს, უფრო ტექნიკურია, გამოკვეთილი ცენტრფორვარდი ჰყავთ. აქედან გამომდინარე, განსხვავებული თამაში იქნება. ჩვენი მეტოქე 100%-ით დაიხარჯება, ჩვენც ასევე სრულად დავიხარჯებით. ვფიქრობ, ასეთ შემთხვევაში სასურველ შედეგს მივაღწევთ. პლეი-ოფში გასვლის დიდი სურვილი გვაქვს.

ბოლო წლებში ფარერებზე საფეხბურთო დონემ ძალიან მოიმატა. ეს ეხება როგორც საკლუბო, ასევე სანაკრებო ფეხბურთს. თანაც, ამ ეტაპზე გამარჯვებული 1 მატჩში გამოვლინდება, რაც განსაკუთრებულ მობილიზაციას მოითხოვს", - განუცხადა ჩისკომ კლუბის საიტს.

მკითხველის კომენტარები / 20 /
ამ შემადგენლობით და უელსურ გუნდთან თამაშის მიხედვით ცოტა უიმედობა მიპყრობს მაგრამ იმედია არ შეირცხვენენ თავს და გამარჯვებულები დაბრუნდებიან ფარერებიდან ...მერე კი მართლა ერთი ნაბიჯია ჯგუფამდე. აი ჩისკო და ესპანელები როცა თამაშობნენ დინამოში გარსიას თავკაცობით, ის დინამო რომ იყოს ეჭვიც არ შემეპარებიდა რომ ჯგუფში მოვხვდებოდით ისეთი მარტივი ბადე შეგვხვდა...მაგრამ ვიყოთ ობიექტურები და ვაღიაროთ რომ ეს შემადგენლობა ყველაზე სუსტია ბოლო წლების დინამოს შემადგენლობებიდან... წარმატებები დინამოს და ქართულ ფეხბურთს!
recondite
24 სექტემბერი 2020 14:35
0
მეგობრებო ,აბა ერთი თქვენც დააკვირდით,თვითმფრინავის ტრაპზე,გარედან, მზისგან დენის მიმღები ბატარეები არ აქვს მიმაგრებული?
სოსო
24 სექტემბერი 2020 12:42
0
ეგ თვითმფრინავი არ არის,ტრაპია და ტრაპს აქვს.
ვახო
24 სექტემბერი 2020 17:49
0
გთხოვთ მითხარით იუთუბიზე იქნება დღევანდელი თამაშების ლაივი ?
ლევანი
24 სექტემბერი 2020 18:20
0
მეგობრებო, სად შეიძლება ყურება ვერავინ დამაკვალიანებს?
შაკო
24 სექტემბერი 2020 18:06
0
დინამო ფავორიტია და აუცილებლად მოიგებს. მაგრამ ამ მოგებამ არ უნდა გაადიდგულოს ჩიკო და არ უნდა ჩათვალოს რომ უკვე ოპტიმალურ შემადგენლობას მიაგნო და პლეიოფშიც აუცილებლად მოიგებს. პირველ რიგში მან უნდა განსაჯოს ცივი გონებით და დაკვირვებით შეარჩიოს სასტავი. არავითარ შემთხვევაში არ აჰყვეს სოცქსელების რეკომენდაციებს. საშინელებაა, როცა უმეტესობა შეკვეთილი ეკაუნთებით პოსტავს და ძირითადად აინტერესებს თავისი ფავორიტების გასასტავება. ზოგიერთს შექმნილი აქვს 9 ექაუნთი და იმდენი ტვინიც არ აქვს, რომ ყველგან ერთიდაიგივე ტექსტით პოსტავს - ფორუმზეც და ფბ-ზეც.
დინამოს ფანი
24 სექტემბერი 2020 17:34
2

სიახლეები პოპულარული