"გრანადამ" კაცნაკლული "ლოკომოტივი" დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "ლოკომოტივი" სტუმრად "გრანადასთან" 0:2 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

ორი ეტაპის სენსაციურად გადალახვის შემდეგ „ლოკომოტივის“ „გრანადასთან“ მატჩმა, რა გასაკვირია, რომ ქართველი გულშემატკივრების უდიდესი ინტერესი გამოიწვია. მასპინძლები თავიდანვე უპირატესობას დაეუფლნენ, თუმცა სტუმრები მშვიდად ეთამაშებოდნენ, ზონებს უკეტავდნენ და სახიფათო მომენტები არ იქმნებოდა. მეტოქე თავადაც თამაშობდა და „ლოკოსაც“ აძლევდა თამაშის საშუალებას.

პირველი მომენტი 30-ე წუთზე შეიქმნა, როდესაც მარცხენა ფლანგიდან ჩაწოდებული ბურთი მილამ დაუმუშავებლად დაარტყა და მამარდაშვილის ადვილი ნადავლი შეიქნა. 42-ე წუთზე მაჩისი გავიდა მამარდაშვილთან პირისპირ და მეკარე კვლავ
მოწოდების სიმაღლეზე იდგა.

პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. თბილისური გუნდი კარგად ირჯებოდა, მაგრამ ტურნირზე ჩატარებული წინა ორი შეხვედრისგან განსხვავებით, კონტრიერიშებს ვერ ახორციელებდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში აქტიურმა მაჩისმა შორიდან დარტყმით დააწინაურა „გრანადა“. შემდეგ გაბაძემ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო. ჩვენი გუნდი რიცხობრივ უმცირესობასა და მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდა. დარჩენილ დროში ანდალუსიელები გამუდმებით უტევდნენ: შეცვლაზე შესულმა სორომ 67-ე წუთზე თავურით ოდნავ ააცილა ბურთი მიზანს. 76-ეზე მილამ ბურთი ძელს გაარტყა. 85-ე წუთზე მამარდაშვილმა სოროს არ დაანება გატანა, კომპენსირებულ დროში კი მოლინამ გაიტანა.

მოკლედ, კლასმა თავისი გაიტანა, თუმცა ტურნირზე „ლოკომოტივის“ ასპარეზობა მხოლოდ დადებითად შეიძლება შეფასდეს.

გრანადა. „კარმენესი“
გრანადა - ლოკომოტივი 2:0
გოლები: 1:0 მაჩისი (49), 2:0 მოლინა (90+1)
გაძევება: გაბაძე (59)

გრანადა: რუი სილვა, დიასი, სანჩესი, ვალეხო, ნევა, მილა, გონალონსი, კენედი (სორო 62), მონტორო, მაჩისი (პუერტასი 79), სოლდადო (მოლინა 67)

ლოკომოტივი: მამარდაშვილი, უბილავა, გურეშიძე, სანდოხაძე, გაბაძე, დარცმელია, შონია, სამურკასოვი (მჭედლიშვილი 60), იმრანი (კობახიძე 71), კირკიტაძე (გავაშელიშვილი 75), სიხარულიძე

მკითხველის კომენტარები / 76 /
ყოჩაღ ლოკომოტივს, ნამდვილად ბიჭებმა ითამაშეს ფეხბურთი და წააგეს, მაგრამ რეალობაც ეგეთია. გრანადა მთელი სეზონი რა გუნდებს ეთამაშება, შედარებაც არ ღირს. ძალიან ღირსეული გამოსვლა ევრო თასებზე. ნამდვილად დასაფასებებლია. შედარება გააკეთეთ გრანადასთან ღირსეულად 2:0 და დინამო ფარერების გუნდთან 6:1. ყოჩაღ ჭიაბრიშვილი, შარშანდელი საბურთალოს ამბავი არ დამვიწყებია, მაგრამ მაინც ყოჩაღ.
ქართველი
25 სექტემბერი 2020 11:59
4
90 წუთი გუნდს კარში არ დაურტყავს რომელ ღირსეულ წაგებაზე ლაპარაკობთ. მხოლოდ მეკარის დამსახურებაა საერთოდ რომ არ გავფარჩაკდით
??????
25 სექტემბერი 2020 11:51
4
ესპანელი ჟურნალისტები პრესკონფერენციაზე არცი მოვიდნენ,ნახეთ ესპანური პრესა რას წერს?გაუგებარ გუნდს უწოდებს,სამარცხვინო ხემძღვანელობა გუნდის,გაპიარებულ ერევანის არარატთან დასმულ მწვრთნელზე საერთოდ რა უნდა თქვა,
კაკო
25 სექტემბერი 2020 11:39
8
ორი კაცით მეტი რომ ჰყოლოდათ ვერ მოუგებდნენ როგორ ფიქრობთ?...ძლიერ გუნდთან ჩნდება ჩვენი მინუსები..ეს უკვე წლებია ვაკვრიდებით მაგარმ არც არაფერი კეთდება არც ფიზიკური არც მენტალური ხარვეზების აღმოსაფხვრელად....არავინ ფიქრობს რომ ქარტველი ფეხბურთელი..გახდეს უკეთესი....ეგაა უბედურება..რაც არ უნდა მწვრთნელი მოუყვანო ამათ მეტს ვერ გაქაჩავენ არა აქვთ მაღალი დონის კონდიციები...ვიქნებით მუდამ ასე მაჩანჩალა ქვეყანა....დინამომ ხომ საერთოდ..აუხდენელი აგვიხდინა ოცნება....
bujanga
25 სექტემბერი 2020 11:06
1
ლოკომოტივის გაპიარებულ მწვრთნელს დაანახეს თავის ადგილი,კარში დარტყმა ნული.ცენტრს აქეთ გადმოსვლა -3,ატაროს ეხლა პრესკონფერეციები,ან ფეხბურთელები თუ ქვიათ ამათ ფეხბურთელები,გადახედეთ ერთი ესპანურ პრესას რას წერენ ამათზე,გაურკვეველ გუნდს ისე მოიხსენიებენ,ამ მწვრთნელის ხელში რომელიც სომხეთის ერევანმა ჩარეცხა ვერასდროს ვერ ნახავან ევროთამაშებს
ჯიჯი
25 სექტემბერი 2020 11:04
7
მამარდაშვილი ცალკე თემაა, ამ ახალგაზრდა მეკარის თამაშით ნასიამოვნები ვარ,საერთოდ ლოკომოტივის ყველა წევრს მინდა მადლობა მოუხადო და ვუსურვო კიდევ ბევრი გამარჯვებები!
dato jibuti
25 სექტემბერი 2020 10:55
3
დინამოს უსამარცხვინოესი მარცხის შემდეგ, თქვენ გენაცვალეთ ბიჭებო,ა გუნდი, ა ფეხბურთელები 9 კაცმა შეძლო ლა ლიგის პირველადგილოსანთან 2-0 მეტი არ წაეგო...ამ გუნდსგან გამოვა კარგი ქართული გუნდი, აი დინამო კი დასაშლელია და 6 წლით უნდა აუკრძალო თამაში,ფიფია და მისიბანდა საერთოდ უნდა მოაცილო ქართულ ფეხბურთს...მადლობა ლოკომოტივს და მადლობა ჭიაბრიშვილს და დიდი მადლობა ლოკოს ფეხბურთელებს
ნიკა
25 სექტემბერი 2020 10:52
4
ერთადერთი გუნდი საქართველოში რომელიც ფეხბურთს თამაშობს, როგორმე შემადგენლობა შეინარჩუნეთ და გააძლიერეთ და შემდეგ ევროსეზონზე აუცილებლად იქნება შედეგი
ალეკო
25 სექტემბერი 2020 10:16
5
ნამდვილად თავს ზემოთ ძალა არ არის, მაგრამ ერთი კითხვა დამებადა: გრანადას ყველა ფეხბურთელი რატომ დარბოდა უფორ სწრაფად ყველა ლოკომოტივის ფეხბურთელთან შედარებით, თუ მე მომეჩვენა ასე?:)(ერთადერთი კირკიტაძე უწევდა ამ კომპონენტში კონკურენციას). ეს ხომ კლასთან არაფერ შუაშია.
გულშემატკივარი
25 სექტემბერი 2020 10:08
0
რაც ფეხბურთის თამაშში მონაწილეობს,ყველაფერი კლასის ნაწილია.ესპანეთის პირველობაზე რომ ჩვენზე უკეთესი მონაცემების ფეხბურთელები ითამაშებენ,ამას კითხვა უნდა?საქართველოში სააკაშვილმა რომ სპორტის აკადემია დაშალა და გაყიდა,ფიზმომზადების სპეციალისტების გარეშე,მძლეოსნურ უნარებს ვინ განავითარებს?რუსი კომენტატორი,გენადი ორლოვი,გაგიჟებული იყო,ლოკომოტივის ფეხბურთელებმა,სწორად სირბილიც კი არ იციან,ფეხს სწორად არ ადგავენ და ამათთან როგორ წავაგეთო.ქვეყანაში მძლეოსნობის მწვრთნელები რომ აღარ გვყავს,იმიტომ ვეღარ დარბიან სწრაფად ქართველი ფეხბურთელები.ნაცებს გადაუხადეთ ამის გამო მადლობა.კარგ მომზადებას,კიდევ კარგი სამედიცინო მომსახურება,ფიზიოთერაპევტი,სწორი კვება და ვარჯიშის მეთოდიკა სჭირდება.გვაქვს ეს ყველაფერი?პასუხიც ეს არის.რამდენი ხანი,ფიფიამ ჩისკო ისე ამუშავა,რომ მუშაობის უფლება არ ჰქონდა და სხვა ჰყავდა გაფორმებული,მერე იძულებით გაუშვეს,ახლა ისევ ჩამოიყვანეს და აღმოჩნდა,რომ ის სერტიფიკატი,ისევ არა აქვს აღებული.ჩისკოსთან პრეტენზია არა მაქვს,ერთ კვირაში ვერაფერს შეცვლიდა გუნდში,დიდოსტატიც რომ ყოფილიყო,მაგრამ ფიფიას საქმისადმი მიდგომაა ,მნიშვნელოვანი და საგულისხმო.სიყალბე,მისთვის მიუღებელი არ არის.სხვა უამრავი ცრუ დაპირებაც გვიმტკიცებს,რომ მისი დამახასიათებელი თვისებაა სიყალბე.წელიწადში სულ ცოტა ორჯერ,ცვლის მწვრთნელს,ნახევარ გუნდს და საზეიმოდ გვპირდება,ხვალიდან ყველაფერი სხვანაირად იქნებაო.ჩვენც ვიცით,რომ ყველაფერი სხვანაირად და სულ უფრო უარესად იქნება.ასეთი მიდგომით,სხვა რამე გამორიცხულია.თვითონ ფიფიაც დარწმუნებული ვარ,რომ ამას ხვდება,მაგრამ რატომღაც ასე რჩეულობს და ჩვენ არაფრის შეცვლა არ შეგვიძლია.გუნდი მისია.ვერც ბოიკოტით ან აქციებით ვიზავთ რამეს,მაყურებელი არასდროს დადიოდა მისი დინამოს თამაშებზე და ხალხის ბოიკოტით,ის არაფერს ჰკარგავს.ის სულ სხვა წყაროებიდან საზრდოობს და ინახავს დინამოს.ამიტომ ხალხის განწყობა,არაფერში ენაღვლება.ეგ კი არა,სულ რომ წავიდეს ფეხბურთიდან,დინამოც ტორპედოს დღეში ჩავარდება და აკადემიაც გაჩერდება,ეს კი მართლაც უარესია,დღევანდელ მდგომარეობასთან შედარებით.ჩემი ერთადერთი სურვილია,დინამოს სახელი შეუცვალოს და ნუღარ გვირცხვენს მის სახელს.დაარქვას რაიმე სხვა სახელი და ღმერთმა ხელი მოუმართოს,გაზარდოს ფეხბურთელები,გაყიდოს,გააკეთოს ბიზნესი,თუნდაც იზარალოს,მაგრამ ჩვენ სიამაყეს შეეშვას და ავი თუ კარგი,ყველაფერი მისი იყოს.
სოსო
25 სექტემბერი 2020 20:38
0
რომ არა ის პირველი გოლი მაგარი დაძაბულობა იქნებოდა
kico
25 სექტემბერი 2020 10:03
4

სიახლეები პოპულარული