თბილისის "დინამოს" სამარცხვინო მარცხი ფარერებზე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "დინამო" სტუმრად "კლაკსვიკთან" 1:6 განადგურდა.

თამაშის დაწყებისთანავე ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ თბილისელებს გადაწყვეტილი ჰქონდათ, ბურთზე კონტროლი დაემყარებინათ და პოზიციურად შეეტიათ, მაგრამ მასპინძლებისათვის ეს მოულოდნელი არ გამოდგა. ფარერელები ბევრად ორგანიზებულნი ჩანდნენ, დროულად კეტავდნენ ზონებს, ბურთიანი მეტოქე ხომ მჭიდროდ აჰყავდათ და შეტევის განვითარების მიმართულებებიც არ რჩებოდათ უყურადღებოდ.

ასე რომ, ქართველებმა ვერაფრით შეძლეს რაიმე სახის უპირატესობის მოპოვება. სამაგიეროდ, მასპინძლები გათამამდნენ და რამდენჯერმე კვასხვაძის საჯარიმოს მიუახლოვდნენ, ხოლო საჯარიმოში პირველივე ჩაწოდებისას, ჩვენი მეკარისა და მცველის შეუთანხმებლობა სერბი ლეგიონერის, პავლოვიჩის
გოლით დასრულდა.

ამ გოლს თამაშის სურათი იოტისოდენადაც არ შეუცვლია, მაგრამ ტაიმის ბოლო ხუთ წუთში უკვე თბილისელები დომინირებდნენ. მართალია, კარში ვერც ერთხელ ვერ მოარტყეს, მაგრამ სამჯერ კი დაარტყეს.

შესვენების შემდეგ ისევ „დინამო“ აქტიურობდა, მაგრამ რაიმე სახეირო ვერ შექმნეს. ჩასაფრებული „კლაკსვიკი“ თურმე თავის შანსს ელოდა და მალევე მიეცა, რაშიც მათ პირველი გოლის ჩვენთვის ანტიგმირი ბენიო დაეხმარათ, რომელმაც საჯარიმოში შეგდებულ დიაგონალურ პასზე იოჰანსენს ვერ დაასწრო და ფარერელები ორი ბურთით დაწინაურდნენ.

არ გაუვლია ორიოდ წუთს და ბენიო ბურთის უნახავივით მოიქცა და ანგარიში გამანადგურებელი გახდა.

დანარჩენზე რაღა გითხრათ? „დინამოსა“ და ჩვენი ცოდვით ფარერული ცივი ქვებიც კი დაიწვებოდნენ.

ტორსჰავნი. „ტორსვედლიური“
კლასკვიკი - დინამო (თბ) 6:1
გოლები: 0:1 პავლოვიჩი (22), 0:2 იოჰანსენი (58), 0:3 კლეტსკარო (60), 0:4 კლეტსტკარო (69), 1:4 პერნამბუკო (71), 1:5 კლეტსკარო (73), 1:6 იოჰანსენი (85)

კლაკსვიკი: იონსენი, კლატაკარდი, ფაერო, ვატნსდალი, ბრინჩი, ანდრეასენი, დანიელსენი, პავლოვიჩი (სკრბეცი 75), ბიარტალიო, პ. იოჰანსენი (დოშლიაკი 89), კლეტსკარო (ი. იოჰანსენი 85)

დინამო (თბ): კვასხვაძე, ქიმაძე, კობოური (კუხიანიძე 74), ბენიო, იაშვილი, ქარდავა, პაპავა, ქავთარაძე, ზარია (კუცია 61), ორშულა (პერნამბუკო 52), გაბედავა

მკითხველის კომენტარები / 228 /
საერთოდ აზრზე არ არიან ფეხბურთის არც ფეხბურთელები, არც მწვრთნელი, არც ჟურნალისტები. საერთოდ არ ესმით. კიროვის ბაღის და მუშტაიდის ბაღის სტაჟიანი გულშემატკივრები ათი თავით უფრო ჩახედულები და გარკვეულები იყვნენ.ძალიან მაგარ გაუგებრობაშია დინამო მოხვედრილი.ფანტასტიკის სფეროა ეს ანგარიში.სასწრაფოდ რაღაც უნდა იღონონ, მაგრამ კლუბი კერძოა და ზემოქმედების ბერკეტები ცოტაა.ამ გაჭირვებულ ქვეყანაში ისეთი ხელფასები ფეხბურთელებს რომ აქვთ, ბევრს ვერც კი დაესიზმრება.ასე უჯიგროდ და უკბილოდ თამაში უკვე ჩვეულებაში გადაუვიდათ. ეს პატარა ბღენძია ქონდრისკაცები, რომლებსაც თავი მართლა ფეხბურთელები ჰგონიათ,სულ პანღურებით გასაყრელები არიან თავისი მწვრთნელიანად. ისე ბატონო ფიფია, არ არის ფეხბურთი თქვენი საქმე!
gigo
25 სექტემბერი 2020 13:33
1
ისევ ჟურნალისტები თუ შეაწუხებთ ამ შედეგის შემოქმედს თორე მაყურებელი რო ერთ ადგილას კიდიათ კი ეტყობათ. ამიტო აკრიტიკეთ ყველაფერზე, იქნებ მერე მაინც გაცოცხლდნენ ზომბებივით რო მოძრაობენ!
))
25 სექტემბერი 2020 13:32
0
ღადაობა რა იქნება იცი? როგორც ეს მეზღვაურები და მწყემსები აკეთებენ ისე უნდა გავაკეთოთ საზოგადოებამ ერთი გუნდი რომლებსაც ფეხბურთი ასე თუ ისე გამოგვდის და ვითამაშოთ ჩემპიონატში.. დინამოს ამ მოთამაშეებს რომ კითხო რას საქმიანობო გეტყვის ფეხბურთელი ვარო... ამათ ეხლა ფეხბურთელები უნდა ერქვათ? წადით ბიძია რამე საქმე მონახეთ
ვავავა
25 სექტემბერი 2020 13:27
0
ეს ჩვენი ბრალიცაა გულშემატკივარის ამდენს რომ ვაბედინებთ ფიფიას და პირად კანტორად გადააქცია ჩვენი ( და არა ფიფიასი) თბილისის დონამო!!!
pirlo
25 სექტემბერი 2020 13:13
1
ასეთი შეურაწყოფილი დიდი ხანია არ ვყოფილვარ. ნუთუ მართლა სამხრეთული მენტალიტეტია დამნაშევე 1-6-ში? წაგების მიზეზები გასაგებია: ზოგადად ქვეყნის პრობლემები, ფეხბურთის ზოგადი დონის დაცემა, ფიფია(!), უთავმოყვარეო ფეხბურთელები, რომლებმაც ფეხბურთის თამაში ნამდვილად არ იციან, უაზროდ ოპტიმისტი საზოგადოება. ჟურნალისტები - თუ ჯგუფში ვერ გავალთ, უდიდესი სირცხვილი იქნება. თურმე სად ხარ, სირცხვილი უფრო ადრე გვემართება. ფეხბურთის ვითომ სპეციალისტები - ძალიან გაგვიმართლა კენჭისყრაში, ასეთი შანსი შეიძლება დიდხანს არ გვექნეს. ჩვენ, გულშემატკივრები - ყოველ წელიწადს რაღაცის იმედით რომ ვართ... მაგრამ 1-6... ეს რაღაა? ვერ დავიჯერებ, რომ ტოტალიზატორზე ითამაშეს, თუმცა ბევრი ამას წერს.როგორ, იმდენი რა უნდა აეღოთ, რომ საშვილიშვილოდ შეირცხვინეს თავი. 1 აზრი მომეწონა. გადავაქციოთ დინამო სააქციო საზოგადოებათ, ყველამ ვიყიდოთ აქციები. და ხალხმა მართოს დინამო. შევაგროვოთ ფული და გამოვისყიდოთ ფიფიასგან. გასაგებია, რომ ხალხის შემოსავალი სხვადასხვაა აქ და, ვთქვათ, ესპანეთში. მაგრამ შეიძლება კონსულტაციები, გამოცდილების გაზიარება და ა.შ.. თუმცა, ვითომ ამის შემდეგ გვეშველება რამე?
რატომ არ მიბეჭდავთ? რატომ ბლოკავთ?!
alexandre
25 სექტემბერი 2020 13:09
2
რა ტოტალიზატორი,მანადეც რას თამაშობდნენ,არ ჩანდა?რა ლეგიონერები მოჰყავს,გუნდში რა ატმოსფეროა,არ ეტყობა?ეტყობა აღარც ფული აქვს და არც გუნდი ეთმობა,თან რა და როგორ უნდა გააკეთოს,არც ის იცის.აწყდება ასე აქეთ იქით,თავდაჭრილი ქათამივით და გვაწყვეტავს ნერვებს.
სოსო
25 სექტემბერი 2020 14:37
1
"კლაკსვიკის" ფეხბურთელები უფრო სწრაფები იყვნენ და ერთი შეხებით უფრო კარგად თამაშობდნენ.
მენტალური მომზადების ცენტრი
25 სექტემბერი 2020 12:58
0
ოეეეეეე SPORTALL.GE ჯერ გაგიღვიძიათ?! 15 კომენტარი გამოვგზავნე (არაფერი უხამსი და უცენზურო) და რატომ არ დებთ ?!
?????
25 სექტემბერი 2020 12:49
1
მე ნამდვილად არ გამკვირვებია ასეთი მარცხი იმიტომ, რომ ლოგიკურია ყველაფერი. ნერვების მოშლას აზრი არა აქვს, როცა დინამო გეგმაზომიერად მიდის განადგურებამდე. მისი მეპატრონე არის ტიპიური სოვდაგარი, რომელიც ფულის გათეთრებით არის დაკავებული. მას არავითარი სპორტული ინტერესი არა აქვს და არ გაგიკვირდეთ თუ მალე საფეხბურთო კლუბის ნაცვლად დინამო სავაჭრო ცენტრად ან სხვა მსგავს ორგანიზაციად გადაკეთდა. აქ ბევრი რეაგირებას ითხოვს სახელმწიფოსგან და სამართალდამცავი ორგანოებისაგან, მაგრამ ეს გამორიცხულია ვინაიდან, დინამო კერძო საკუთრებაა და რეაგირება მხოლოდ დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მოხდება. ყველაზე სამარცხვინო და შეურაცხმყოფელი ფიფიასგან გუნდის ძველი დიდების დაბრუნების შესახებ ზღაპრებია, რომლისაც სამწუხაროდ კიდევ ბევრს სჯერა, მაგრამ სულ ტყუილად
: )))))))
25 სექტემბერი 2020 12:47
1
ეს ფსკერია.ამის ქვევით აღარაფერია.ბავშვობიდან ვგულშემატკივრობდი ამ გუნდს და წელს გულისრევის შეგრძნება მაქვს ამათზე.პრეზიდენტი,მწვრთნელები,ფეხბურთელები,ყველა დამნაშავეა.ამას ყველაზე საშინელ კოშმარშიც ვერ წარმოვიდგენდი.ამათ იმხელა ანგარიშით წააგეს,ტოტალიზატორებიც გამოყ...ოდნენ.უსარგებლო და ამაზრზენი არსებები ხართ ყველა.სან მარინოს დონეზეც კი აღარ ხართ მგონი.მეცხვარეებმა,მეთევზეებმა და მასწავლებლებმა თქვენს სამარცხვინო თავს ჩაუტარეს ფეხბურთის გაკვეთილი.დაწერეს თავისთვის საამაყო და ჩვენთვის სამარცხვინო ათასწლეულის ისტორია.მერე იტყვით საზოგადოებამ დაგვაბულინგაო.რას ელით აბა ამის შემდეგ?ფიფია,კომენტარს ველოდებით ამ შემზარავი სანახაობის მერე
ალექსი
25 სექტემბერი 2020 12:32
0
ბატონო ლევან, თქვენი საფეხბურთო კარიერის მიმართ უდიდესი პატივისცემის მიუხედავად, სამი კითხვა უნდა დაგისვათ : 1. გუშინ რაც მოახდინა ყოფილმა დინამომ, თუ რაც ჰქვია, მაგის გამო თვლით თუ არა რომ გარკვეული პასუხისმგებლობა თქვენც გეკისრებათ?! 2. თვლით თუ არა, რომ ფეხბურთში ისე კარგად არის ყველაფერი დალაგებული, რომ დეპუტატობისთვის საკმარის დრო გექნებათ?! 3. ყოფილი დინამოს გუშინდელი შედეგის, ამასწინანდელი შედეგის (ტირანასთან) იმ კლუბის შედეგის არარატ-არმენიასთან, ასეთი განვითარებისთვის იხარჯება ხალხის (ბიუჯეტის ფული)?! ზემო ჩამოთვლილ კლუბებსაც ააქვთ ასეთი მხარდაჭერა სახელმწიფოსგან?!
ჩვეულებრივი აპოლიტიკური გულშემატკივარი!!!
25 სექტემბერი 2020 12:32
5

სიახლეები პოპულარული