თბილისის "დინამოს" სამარცხვინო მარცხი ფარერებზე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "დინამო" სტუმრად "კლაკსვიკთან" 1:6 განადგურდა.

თამაშის დაწყებისთანავე ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ თბილისელებს გადაწყვეტილი ჰქონდათ, ბურთზე კონტროლი დაემყარებინათ და პოზიციურად შეეტიათ, მაგრამ მასპინძლებისათვის ეს მოულოდნელი არ გამოდგა. ფარერელები ბევრად ორგანიზებულნი ჩანდნენ, დროულად კეტავდნენ ზონებს, ბურთიანი მეტოქე ხომ მჭიდროდ აჰყავდათ და შეტევის განვითარების მიმართულებებიც არ რჩებოდათ უყურადღებოდ.

ასე რომ, ქართველებმა ვერაფრით შეძლეს რაიმე სახის უპირატესობის მოპოვება. სამაგიეროდ, მასპინძლები გათამამდნენ და რამდენჯერმე კვასხვაძის საჯარიმოს მიუახლოვდნენ, ხოლო საჯარიმოში პირველივე ჩაწოდებისას, ჩვენი მეკარისა და მცველის შეუთანხმებლობა სერბი ლეგიონერის, პავლოვიჩის
გოლით დასრულდა.

ამ გოლს თამაშის სურათი იოტისოდენადაც არ შეუცვლია, მაგრამ ტაიმის ბოლო ხუთ წუთში უკვე თბილისელები დომინირებდნენ. მართალია, კარში ვერც ერთხელ ვერ მოარტყეს, მაგრამ სამჯერ კი დაარტყეს.

შესვენების შემდეგ ისევ „დინამო“ აქტიურობდა, მაგრამ რაიმე სახეირო ვერ შექმნეს. ჩასაფრებული „კლაკსვიკი“ თურმე თავის შანსს ელოდა და მალევე მიეცა, რაშიც მათ პირველი გოლის ჩვენთვის ანტიგმირი ბენიო დაეხმარათ, რომელმაც საჯარიმოში შეგდებულ დიაგონალურ პასზე იოჰანსენს ვერ დაასწრო და ფარერელები ორი ბურთით დაწინაურდნენ.

არ გაუვლია ორიოდ წუთს და ბენიო ბურთის უნახავივით მოიქცა და ანგარიში გამანადგურებელი გახდა.

დანარჩენზე რაღა გითხრათ? „დინამოსა“ და ჩვენი ცოდვით ფარერული ცივი ქვებიც კი დაიწვებოდნენ.

ტორსჰავნი. „ტორსვედლიური“
კლასკვიკი - დინამო (თბ) 6:1
გოლები: 0:1 პავლოვიჩი (22), 0:2 იოჰანსენი (58), 0:3 კლეტსკარო (60), 0:4 კლეტსტკარო (69), 1:4 პერნამბუკო (71), 1:5 კლეტსკარო (73), 1:6 იოჰანსენი (85)

კლაკსვიკი: იონსენი, კლატაკარდი, ფაერო, ვატნსდალი, ბრინჩი, ანდრეასენი, დანიელსენი, პავლოვიჩი (სკრბეცი 75), ბიარტალიო, პ. იოჰანსენი (დოშლიაკი 89), კლეტსკარო (ი. იოჰანსენი 85)

დინამო (თბ): კვასხვაძე, ქიმაძე, კობოური (კუხიანიძე 74), ბენიო, იაშვილი, ქარდავა, პაპავა, ქავთარაძე, ზარია (კუცია 61), ორშულა (პერნამბუკო 52), გაბედავა

მკითხველის კომენტარები / 228 /
ვიწყებ ხელმოწერების შეგროვებას რა თა გაუქმდეს ეროვნული ლიგა ყველა სტადიონი გადა კეთდეს რეკრიაციულ ზონად და ბოლოს ვინც იტყვის ფეხბურთელივარო უნდა ისჯებოდეს ჯარიმით 5000 ლარით ან ადმინისტრაციული სასჯელიდ 6 თვის ვადით
დათო
25 სექტემბერი 2020 11:22
3
გააგრძელეთ ფიფიას ქება-დიდება!))))
ელდარი
25 სექტემბერი 2020 11:17
1
ნუ ამ მუქთახორა და უნამუსო ხალხისგან რომ გასაკვირი აღარაფერია ეს გასაგებია, მაგრამ ჟურნალისტებსაც როდემდე უნდა გყავდეთ ასეთ კომფორტში ეს უნამუსოები ვერ ვხვდები... მოითხოვეთ პრესკონფერენცია, მოითხოვეთ ფიფიასგან კითხევბზე პასუხი, როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე??? ტიპები წავლენ ევროპაში დინამოს სახელს წაბილწავენ ჩამოვლენ და ვითომც არაფერი, მეორე დღეს აგრძელებენ ცხოვრებას ისე ვითომც არაფერი მომხდარა. ობსტრუქცია უნდა მოუწყოთ ამათ ყველამ, განსაკუთრებით მაფიოზ ვიგინდარა ფიფიას, რომ იძულებული გავხადოთ და წავიდეს თორემ ამათი ნამუსის იმედზე თუ ვინმეა დარჩენილი ღმერთმა გაუმარჯოს...
ტაო
25 სექტემბერი 2020 11:16
0
ტორპედო რა შუაშია?! ყოფილი ტორპედოელები დინამოს ოქროს ხანაშიც თამაშობდნენ დინამოს რიგებში. ეს შიდა დაპირისპირება მარაზმია!! ისედაც გასაცოდავებულია ქართული ფეხბურთი და რა დროს კინკლაობა და გადაბრალებაა?? მთავარი პრობლემა უსისხლოდ თამაშია, მოტივაცია არ აქვთ, მოვალეობის მოხდის მიზნით გადიან სტადიონზე. ასევე რაიმე მექანიზმი უნდა იყოს რომელიც პასუხისმგებლობის გრძნობას აუმაღლებს კერძო მფლობელს(მხოლოდ კომერციული ინტერესი რომ არ ამოძრავებდეს), რადგან ქართული გუნდის განადგურება პირდაპირ ურტყავს საქართველოს!
გიორგი
25 სექტემბერი 2020 11:14
2
SPORTALL.GE დილის 10 საათამდე გამოგზავნილ კომენტარებს არ აქვეყნებთ, გძინავთ მანამდე?! მაშინ სამუშაო საათების გრაფიკი მაინც გამოაქვეყნეთ რომ ტყუილად არ ვაგზავნოთ კომენტარები!!!!
?!
25 სექტემბერი 2020 11:13
1
რატომ გწყინთ მაინც ვერ გავიგე. პროფესიონალმა ფეხბურთელებმა 6:1 მოუგეს მეთევზეებს.
რეალისტი
25 სექტემბერი 2020 11:06
0
რატომ გწყინთ მაინც ვერ გავიგე პროფესიონალმა ფეხბურთელებმა 6-1 მოუგეს მეთევზეებს.
რეალისტი
25 სექტემბერი 2020 11:03
0
ტოტალიზატორზე ნამაიმუნევს წააგავს. მეკარეს დააკვირდით.
giorgi
25 სექტემბერი 2020 11:00
2
გაგიდენ ფარერებმა
ssssss
25 სექტემბერი 2020 10:59
0
ფეხბურთის თამაში ყველამ ისწავლა და ჩვენებს რა ჭირთ
შოკირებული გულშემატკივარი
25 სექტემბერი 2020 10:59
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული