თბილისის "დინამოს" სამარცხვინო მარცხი ფარერებზე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "დინამო" სტუმრად "კლაკსვიკთან" 1:6 განადგურდა.

თამაშის დაწყებისთანავე ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ თბილისელებს გადაწყვეტილი ჰქონდათ, ბურთზე კონტროლი დაემყარებინათ და პოზიციურად შეეტიათ, მაგრამ მასპინძლებისათვის ეს მოულოდნელი არ გამოდგა. ფარერელები ბევრად ორგანიზებულნი ჩანდნენ, დროულად კეტავდნენ ზონებს, ბურთიანი მეტოქე ხომ მჭიდროდ აჰყავდათ და შეტევის განვითარების მიმართულებებიც არ რჩებოდათ უყურადღებოდ.

ასე რომ, ქართველებმა ვერაფრით შეძლეს რაიმე სახის უპირატესობის მოპოვება. სამაგიეროდ, მასპინძლები გათამამდნენ და რამდენჯერმე კვასხვაძის საჯარიმოს მიუახლოვდნენ, ხოლო საჯარიმოში პირველივე ჩაწოდებისას, ჩვენი მეკარისა და მცველის შეუთანხმებლობა სერბი ლეგიონერის, პავლოვიჩის
გოლით დასრულდა.

ამ გოლს თამაშის სურათი იოტისოდენადაც არ შეუცვლია, მაგრამ ტაიმის ბოლო ხუთ წუთში უკვე თბილისელები დომინირებდნენ. მართალია, კარში ვერც ერთხელ ვერ მოარტყეს, მაგრამ სამჯერ კი დაარტყეს.

შესვენების შემდეგ ისევ „დინამო“ აქტიურობდა, მაგრამ რაიმე სახეირო ვერ შექმნეს. ჩასაფრებული „კლაკსვიკი“ თურმე თავის შანსს ელოდა და მალევე მიეცა, რაშიც მათ პირველი გოლის ჩვენთვის ანტიგმირი ბენიო დაეხმარათ, რომელმაც საჯარიმოში შეგდებულ დიაგონალურ პასზე იოჰანსენს ვერ დაასწრო და ფარერელები ორი ბურთით დაწინაურდნენ.

არ გაუვლია ორიოდ წუთს და ბენიო ბურთის უნახავივით მოიქცა და ანგარიში გამანადგურებელი გახდა.

დანარჩენზე რაღა გითხრათ? „დინამოსა“ და ჩვენი ცოდვით ფარერული ცივი ქვებიც კი დაიწვებოდნენ.

ტორსჰავნი. „ტორსვედლიური“
კლასკვიკი - დინამო (თბ) 6:1
გოლები: 0:1 პავლოვიჩი (22), 0:2 იოჰანსენი (58), 0:3 კლეტსკარო (60), 0:4 კლეტსტკარო (69), 1:4 პერნამბუკო (71), 1:5 კლეტსკარო (73), 1:6 იოჰანსენი (85)

კლაკსვიკი: იონსენი, კლატაკარდი, ფაერო, ვატნსდალი, ბრინჩი, ანდრეასენი, დანიელსენი, პავლოვიჩი (სკრბეცი 75), ბიარტალიო, პ. იოჰანსენი (დოშლიაკი 89), კლეტსკარო (ი. იოჰანსენი 85)

დინამო (თბ): კვასხვაძე, ქიმაძე, კობოური (კუხიანიძე 74), ბენიო, იაშვილი, ქარდავა, პაპავა, ქავთარაძე, ზარია (კუცია 61), ორშულა (პერნამბუკო 52), გაბედავა

მკითხველის კომენტარები / 228 /
"მზეების ჯოგი"
შაკო
25 სექტემბერი 2020 10:50
2
ვეტერანებო, დინამო ჩვენი ოჯახი იყო და იქნებაო ყოველთვის რომ გაიძახოდით, სადა ხართ ერთი ხმა ამოიღეთ. გაგახსენოთ ქეცბო მიყუჩებულები რომ ხართ
beqa
25 სექტემბერი 2020 10:49
0
სირცხვილია თბილისის დინამოს თამაში. მე მათ ადგილზე ფეხბურთს საერთოდ აღარ ვითამაშებდი. მწყემსები რომ ფეხბურთს მოგიგებენ ფეხბურთელებს კატასტროფა კი არა თავის მოჭრაა. ლოკომოტივი რომ შეხვედროდა უეჭველი დიდი ანგარიშით მოიგებდა. ბრავო ლოკომოტივს. სირცხვილი დინამოს.
დათო
25 სექტემბერი 2020 10:48
1
ბატონ ბიძინას უმორჩილესად გთხოვთ, არჩევნებსაც მოიგებთ და მადლბლებიც ვიქნებით, ოღონდ პირად კონტროლზე აიყვანეთ ქართული ფეხბურთი და გამოიყვანეთ ამ სირცხვილისგან! მრავალჯერ მინახავს გაჭირვებული და მშიერი ადამიანი მაგრამ დინამოს სტადიონზე ჩვენი გუნდის გამარჯვებით და წარმატებით უსაზღვროდ ბედნიერი ადამიანი!
ვახო
25 სექტემბერი 2020 10:48
9
საზიზღრები არიან ! ფეხბურთელებიან პრეზიდენტიანად!!/ თბილის ქუჩებში რომ გაიარო ერთ ადამიანსაც ვერ ნახავ ვისაც ამ გუნდის სიყვარული ქონდეს! ყველას ახსოვს ყიფიანის დინამო, ეგ დინამო უყვართ! რომელიც უკვე 25 წელზე მეტია აღარ არსებობს! მე პირადად სანამ ეს ფიფია და მაფიოზა ვაჭრუკანა მეპატრონე ეყოლება, ჩემთვის ეგ გუნდი აღარ არაებობს!!!!
Vasili
25 სექტემბერი 2020 10:46
0
რა შეეცით ხალხნო,ფეხბურთია ბარსელონა რეალი და ბავარიაც აგებს მერე რა მოხდა...სპორტია ხან მოიგებ ხან დამარცხდები, ახლა უნდა ამ ბიჭებს მხარდაჭერა და გვერდით დგომა ,გამხნევება..მალე უნდა დაივიჭყონ ეს კოშმარი ძალები მოიკრიბონ და გააგრძელონ ფეხბურთის ტამაში,მე მესმის გულშემატკივრის გულისწყრომა, მაგრამ კი ნუ ვლაძღავთ პირიქით გავამხნეოთ.
ბეგო
25 სექტემბერი 2020 10:45
15
და წაგებას და პორნოგრაფიას შორის სხვაობას ვეღარ ხედავ შე კაცოოოო?
mirosan
25 სექტემბერი 2020 13:47
1
მინდა მივმართო იმ ვეტერან ფეხბურთელებს ვინც დინამო მწვერვალზე აიყვანა თავის დროზე ამოიღეთ ხმა ვის თუარა თქვენ გეთქმით პირველ რიგში ამ შემთხვევაში ყველაზე მეტი არ გტკივათ რაც ხდება ესაა იმოს ბრალი რომ ამ ქვეყანაში არავინ თავის საქმეს არ აკეთებს ყველა პოლიტიკაში გარბის მიხაროდა კობიაშვილი რო იყრიდა ფედერაცოაში კენჭს ვიფიქრე კაცი ამდენი ხანი გერმანიაში მოღვაწეობს ეგებ დანერგოს რამე იქაური გამოცდილებიდან არა გეტკინოს გაექანა თავით პარლამენტში და ახლა 300000 კაციან რაიონში იყრის კენჭს
beqnuma
25 სექტემბერი 2020 10:38
0
სერიოზული გადაწყვეტილებაა მისაღები. ამაზე ქვემოთ გუნდი ვერ დაეცემა.
ლევან
25 სექტემბერი 2020 10:33
0
სამარცხვინო ,უნამუსო, გარეწარი და ა.შ ეს იმ სიტყვების მცირე ჩამონათვალია რაც ამ გუნდის ეპითეტად უნდა იხმარებოდეს..ეს რომ იქნება ქართული ფეხბურთის ფლაგმანი, გავკარი ასეთ ფეხბურთს
niko
25 სექტემბერი 2020 10:33
0
ფარერელების დასაცინები გავხდით, ვაი ჩვენი ცოდვა!
გია
25 სექტემბერი 2020 10:30
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული