"ლოკომოტივი" მეორე ლიგის დონის გუნდია - რუსეთის ფეხბურთის ფედერაციის ექსპრეზიდენტი

AutoSharing Option
რუსეთის ფეხბურთის ფედერაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა ვიაჩესლავ კოლოსკოვმა ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპიდან რუსული კლუბების ("დინამო" და "როსტოვი") გამოვარდნის შესახებ ისაუბრა.

"თბილისის "ლოკომოტივი" რუსეთის მეორე ლიგის ტიპური გუნდია, აი, "მაკაბი" კი ნამდვილად თამაშობს ფეხბურთს. ებრაული გუნდის ფეხბურთელები ბურთს აკონტროლებდნენ, გახსნა იცოდნენ, პრესინგი და დაცვაში კარგად იდგნენ. ჩვენები კი არც გუნდურად და არც ინდივიდუალურად არ ვარგანან", - თქვა კოლოსკოვმა.

ამ "მეორე ლიგის ტიპურმა გუნდმა" ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან მილიონებით დახუნძლული მოსკოვის "დინამო" გამოთიშა და გასვლაზე ესპანეთში კაცნაკლულმა "გრანადასთან" 0:2 წააგო.