რომან ფიფია: ყველაფერი გავაკეთე ევროპა ლიგის ჯგუფში მოსახვედრად...

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" პრეზიდენტმა და მფლობელმა რომან ფიფიამ ტელეკომპანია იმედის პირდაპირ ეთერში, გადაცემაში "სპორტი იმედზე" ფარერის კუნძულებზე განცდილი მარცხის შესახებ ისაუბრა.

"ნამდვილად, მე ვერც წარმომედგინა, რომ ფარერების გუნდი მოგვიგებდა. სამწუხაროდ, ასე მოხდა და ძალიან მტკივნეული მარცხი განვიცადეთ. ამას რა ახსნა უნდა ქონდეს? რა და შეხვედრა მოგვიგეს, ჩვენ წავაგეთ. შეიძლება ბევრი ვილაპარაკოთ, მაგრამ წაგებას გამართლება არ აქვს. მეც ჩვენი გულშემატკივრების მსგავსი განცდა მქონდა - როგორ წავაგეთ ასე ფარერების კლუბთან? მართალია, ამ კუნძულებზე ფეხბურთი ბოლო წლებში ძალიან განვითარდა, თუმცა მაინც... რა სიტყვებით ვანუგეშო
ფანები? მე ყველაზე მეტად მინდოდა ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა და ამ მიზნის მისაღწევად ყველაფერს ვაკეთებდი და მომავალშიც გავაკეთებ.

სპეციალურად ჩავედით 2 დღით ადრე, რათა ბიჭებს კარგად დაესვენათ, ჩარტერული რეისით და ა.შ. მატჩის წინ განწყობა გუნდში მშვენიერი იყო, ასეთ წაგებას ვერაფერი მოასწავებდა. წინ ბიჭებს ვუთხარი, რომ მათგან მხოლოდ მოგებას ველოდებოდი. ისიც ავუხსენი, რომ წაგებას არავინ გვაპატიებდა. ვფიქრობ, მეტოქე სათანადადოდ ვერ დააფასეს.

პასუხისმგებლობის აღება და გადაწყვეტილებების მიღება შემიძლია. დღეს მიმდინარეობს შიდა ჩემპიონატი და ბიჭებს დასამტკიცებელი აქვთ, რომ ღირსეული მოთამაშეები არიან და ფარერებზე მომხდარ ფაქტს პასუხი უნდა გასცენ. ცხადია, ჩვენ წილ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ, თუმცა ყველაფერს სეზონის ბოლოს შევაფასებთ.

იცით რა, საქართველოში კარგი ლეგიონერის ჩამოყვანა ადვილი ნამდვილად არ არის. გნებავთ, ციფრებით ვილაპარაკოთ? ჩისკო ხელფასის სახით 25 000 ევროს იღებდა, გიორგი ლორია - 20 000 დოლარს. ასეთი პერიოდიც გვქონდა, თუმცა ჯგუფურ ეტაპზე მაინც ვერ გავედით. ამ გუნდს მე ვაფინანსებ და რისი საშუალებაც არის, ისე ვაფინანსებ. პირდაპირ ვაცხადებ, რომ საკმარისი ბიუჯეტი არ გაგვაჩნია.

ქართველ ნიჭიერ ბიჭებს რაც შეეხებათ, ყველას წასვლა უნდა,  იქნება ეს რუსეთი თუ ევროპა - ყველას საქართველოდან წასვლის სურვილი გააჩნია.  ვერ ვაჩერებთ, არ ჩერდებიან, როგორც კი გამოჩნდებიან, მაშინვე წასვლისკენ აქვთ თვალყური მომართული - უკეთეს ჩემპიონატში, უკეთესი ხელფასის გამო. ამაზე ფეხბურთელებთანაც გვისაუბრია. არ არის მოთამაშე, ვისაც ეტყვი კიდევ ერთი წელი დარჩეს - შეიძლება უთხრა 3 თვე, 6 თვე, მაგრამ ერთი წელი გამორიცხულია. ჩვენი აკადემიის აღზრდილი ბიჭები ძირითად გუნდში თამაშობენ, ახლა გიორგი მამარდაშვილის დაბრუნებასაც ვაპირებთ.

ჩვენს ფანებს მინდა მივმართო, ჩისკო არსად მას 2 წელს ვაძლევთ. იქნება პროგრესი? გუნდში 5 წლით დარჩება!

ბოლოს მინდა ვთქვა, თუ გამოჩნდება ვინმე, ვინც ჩემს საქმეს გადაიბარებს, თანხებს დახარჯავს და საქმეს განაგრძობს, მოვიდეს, მე წინააღმდეგი არ ვიქნები,"- განაცხადა ფიფიამ.

მკითხველის კომენტარები / 83 /
ამას არ უნდა ამდენი ფილოსოფია.ძაან მარტივია.რამდენი ხანია დინამოს პრეზიდენტია და ყოველ წელს უფრო და უფრო ცუდი შედეგი აქვს.ე ი.არ გამოსდის ხომ ეგ საქმე შედეგის მხრივ,მაგრამ არ მიდის,იმიტომ რომ მაყუთის ამბავ ში კი რაღაც,რაღაც კი არა კარგი ვიგოდააქვს.დანარჩენი თქვენთვის მომინდვია....და კიდევ ეხლა რომ იძახის--კარგი ლეგიონერის ჩამოყვანა ვერ ხერხდებაო,მაშინ ყოველი სეზონის წინ რატომ იძახის,აი ნახეთ როგორ ლეგიონერს ჩამოვიყვან,ყველა გაკვირვებული და კმაყოფილი იქნებითო.აი ესე გვატყუებს ყოველ წელს,ჩვენ კი უთმენთ და არც არავინაა მომკითხავი.ჟურნალისტები კიდე,ლიშბი რამე ჭორი დააწერინე(ჩაკვეტაძე უკვე ბარსაში იყო) ან ძველი ამბავი(როგორ იზარმაცა ქინქლაძემ, თორე პელე იქნებოდა).მოკლედ კატასტროფაა,ამის იქით აღარაფერი აღარაა.პ ს.ფედერაციის პრეზიდენტი კიდე ორ ფრონტზეა,გეგონება ერთი ისეთი დალაგებული და აწყობილი ქონდეს რომ.....როცა ფეხბურთელი იყო ხალხს უყვარდა,იმიტომ რომ თავის საქმეს აკეთებდა,ეხლა კიდე უკვირს რა უნდათ რატო აღარ უყვარვართო
კახა ქ.
28 სექტემბერი 2020 00:22
0
ამ საუბრიდან ისე გამოდის რო ამასაც ფეღბურთელებსაც და მწვრთნელსაც მადლობა უნდა გადავუხადოთ! მგონი ჯერ კიდევ ვერ მიხვდნენ რა მოხდა ან არ უნდათ რო მიხვდნენ!!!
ნკ
28 სექტემბერი 2020 00:20
0
დინამო მწყემსების ბულკი , ეს ფიფია მევახშე მატყუარა , და ამ იმედის ტელევიზიას უყურებს კიდე ვინმე ქოცხროვის გარდა? ტფუი თქ....ნი
სიმართლე
28 სექტემბერი 2020 00:19
12
იმედი რა შუაშია მეგობარო, ფიფია არის ნაციონალი. მისი ძმა ერთ-ერთ რეგიონში ნაციონალების მაჟორიტარია - რონალდ ფიფია. შეგიძლია გადაამოწმო ))
რომა
28 სექტემბერი 2020 01:09
6
რაის ჯგუფი ბატონო რომან? თქვენს ნახევარმცველებს შეხედეთ, საყრდენ ზონას, პაპავა, ქარდავა, მაინც ჯგუფი? გვატყუებთ თუ თავს იტყუებთ?? ათეული წლებია საქართველოს ჩემპიონატს ვადევნებ თვალს, საკმაოდ დეტალებში ვიცი თითოეული ფეხბურთელის შესაძლებლობა. პირდაპირ ვაცხადებ, თუ ეს დინამო წელს ჩემპიონი გახდება, თავს ვანებებ ქართული ფეხბურთისთვის თვალის დევნებას. ბატონო რომან, თქვენ ისეთი ხარბი ხართ, დინამო 2 იმიტომ შექმენით, რომ დაბალ ლიგებში არსებული სახელმწიფო დაფინანსებაც კი ჯიბეში ჩაიდოთ და სხვა გუნდებს განვითარების შესაძლებლობა მოუსპოთ, რეგიონალურ ლიგასაც კი ძირითადი დინამოს ნახევარი შემადგენლობით თამაშობთ. ეს ბოდიში და სიღორეა, მეტი არაფერი!!!
რომელუ
28 სექტემბერი 2020 00:07
0
ამან ხომ არ მოწია რამე? ან მოგებული გონია თამში? რომან ბატონო ხელფასი უნდა გადაუხადო იქედან როცა ჯგუფში მოხვდები და შემოსავალს მიიღებს გუნდი. მაგრამ შენ ბიზნესიც არ გესმის, შენ რაც ბიზნესი გგონია ისაა ქორვაჭრობა. სირცხვილი ის კი არ არის მართო რაც დინამომ გააკეთა! სირცხვილი ისაა რასაც შენ ახლა გვაბოლებ. შენნაირმა ვაიპატრიოტებმა და დილეტანტებმა დაღუპეს ქვეყანა. იქნებ გაგვაგეთ ხმა ბატონო ვეტერანებო. ნუთუ მართლა "თესიაში" ვცხოვრობთ?
ქომაგი
27 სექტემბერი 2020 23:29
1
ეს კაცი დიდი თაღლითი ვინმე ჩანს, გასაგებია რომ ჰარი კეინი და ჩირო იმობილე აქ არ ჩამოვა სათამაშოდ მაგრამ ფარერების გუნდი რომ 6 - 1 გიგებს ნიშნავს რომ შენზე ათჯერ უკეთესი ფეხბურთელებია, ადექი და მაგ ფარერის ჩემპიონატიდან მოძებნე ფეხბურთელი, ისლანდიის ჩემპიონატიდან მოძებნე ფეხბურთელი რომლის ნაკრებიც ევროპის მაშტაბით უკვე ანგარიშ გასაწევი გუნდია, ვინ ითხოვს ლიგის მოგებას და ბავარიას თავზე ბურთი დაახიეთო უბრალოდ ამ ეტაპზე იმის გაკეთება როგორ არ შეიძლება რომ ისეთი გუნდი შექმნა რომ როცა ღმერთი წილისყრით ფარერების, უელსის, და ირლანდიის დონის კლუბებს შეგახვედრებს ეს შანსი გამოიყენო და ჯგუფში მაინც მოხვდე.
გიო
27 სექტემბერი 2020 22:46
0
....სპეციალურად ჩავედით 2 დღით ადრე რათა ბიჭებს კარგად დაესვენათ...))) ეს საფეხბურთო კლუბის პრეზიდენტია თუ ტურიზმის სააგენტოს ხელმძღვანელი?))
dinamo
27 სექტემბერი 2020 22:35
1
ხალხმა უნდა დაიბრუნოს დინამო,10 000-მა დინამოს ბალეშიკმა უნდა იაროს სტადიონზე 5 ლარი გადაიხადოს ბილეთში და გაჩნდაა მშვენიერი ბიუჯეტი! 2 თამაშში თვეში 100 000 ლარია.
თეოფა
27 სექტემბერი 2020 21:38
10
ჰოდა იარეთ მერე... ნელ-ნელა სხვაც დაიწყებს სიარულს
დავითი
27 სექტემბერი 2020 22:40
1
ამდენ ფულს რომ ხარჯავ კაცი და შედეგი არ გაქვს, ხომ უნდა მიხვდე, რომ მართვა შენი საქმე არ არის და დაიქირავო ვინმე, ვინც მართვას წარმატებით განახორციელებს. მფლობელობა ერთია, მართვა მეორე. უფრო რთულ ამბებს რომ თავი დავანებოთ, უმარტივეს რამეს გიკარნახებ - ნიჭიერ ბიჭებს აკადემიიდან, დინამოს ძარითადში მოხვდრამდე, ეგრევე ისეთი კონტრაქტი გაუფორმე, მინიმუმ ორი წელი რომ ვერსად წავიდნენ. ამას რა უდგას წინ?
ზოგადად კი, იმისათვის, რომ სერიოზული წინსვლა იყოს, საქართველოს ჩემპიონატი უნდა გაძლიერდეს, ამისთვის სერიოზული კონცეპციაა დასამუშავებელი, რისი ნიშანწყალიც არ ჩანს და ამ ფედერაციას ამის უნარი არანაირად არ გააჩნია. სახელმწიფოს გამოყოფილი ფული წყალში გადაყრილია.
არტ
27 სექტემბერი 2020 21:26
1
"კლაკსვიკის" ფეხბურთელები უფრო სწრაფები იყვნენ და ერთი შეხებით უფრო კარგად თამაშობდნენ. მოიწვიეთ მწვრთნელი, რომელსაც ამის სწავლება შეუძლია და შედეგიც გაუმჯობესდება, ფეხბურთელების ფასიც გაიზრდება და უკეთეს ჩემპიონატებშიც გადავლენ!
მენტალური მომზადების ცენტრი
27 სექტემბერი 2020 21:11
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული