რომან ფიფია: ყველაფერი გავაკეთე ევროპა ლიგის ჯგუფში მოსახვედრად...

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" პრეზიდენტმა და მფლობელმა რომან ფიფიამ ტელეკომპანია იმედის პირდაპირ ეთერში, გადაცემაში "სპორტი იმედზე" ფარერის კუნძულებზე განცდილი მარცხის შესახებ ისაუბრა.

"ნამდვილად, მე ვერც წარმომედგინა, რომ ფარერების გუნდი მოგვიგებდა. სამწუხაროდ, ასე მოხდა და ძალიან მტკივნეული მარცხი განვიცადეთ. ამას რა ახსნა უნდა ქონდეს? რა და შეხვედრა მოგვიგეს, ჩვენ წავაგეთ. შეიძლება ბევრი ვილაპარაკოთ, მაგრამ წაგებას გამართლება არ აქვს. მეც ჩვენი გულშემატკივრების მსგავსი განცდა მქონდა - როგორ წავაგეთ ასე ფარერების კლუბთან? მართალია, ამ კუნძულებზე ფეხბურთი ბოლო წლებში ძალიან განვითარდა, თუმცა მაინც... რა სიტყვებით ვანუგეშო
ფანები? მე ყველაზე მეტად მინდოდა ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა და ამ მიზნის მისაღწევად ყველაფერს ვაკეთებდი და მომავალშიც გავაკეთებ.

სპეციალურად ჩავედით 2 დღით ადრე, რათა ბიჭებს კარგად დაესვენათ, ჩარტერული რეისით და ა.შ. მატჩის წინ განწყობა გუნდში მშვენიერი იყო, ასეთ წაგებას ვერაფერი მოასწავებდა. წინ ბიჭებს ვუთხარი, რომ მათგან მხოლოდ მოგებას ველოდებოდი. ისიც ავუხსენი, რომ წაგებას არავინ გვაპატიებდა. ვფიქრობ, მეტოქე სათანადადოდ ვერ დააფასეს.

პასუხისმგებლობის აღება და გადაწყვეტილებების მიღება შემიძლია. დღეს მიმდინარეობს შიდა ჩემპიონატი და ბიჭებს დასამტკიცებელი აქვთ, რომ ღირსეული მოთამაშეები არიან და ფარერებზე მომხდარ ფაქტს პასუხი უნდა გასცენ. ცხადია, ჩვენ წილ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ, თუმცა ყველაფერს სეზონის ბოლოს შევაფასებთ.

იცით რა, საქართველოში კარგი ლეგიონერის ჩამოყვანა ადვილი ნამდვილად არ არის. გნებავთ, ციფრებით ვილაპარაკოთ? ჩისკო ხელფასის სახით 25 000 ევროს იღებდა, გიორგი ლორია - 20 000 დოლარს. ასეთი პერიოდიც გვქონდა, თუმცა ჯგუფურ ეტაპზე მაინც ვერ გავედით. ამ გუნდს მე ვაფინანსებ და რისი საშუალებაც არის, ისე ვაფინანსებ. პირდაპირ ვაცხადებ, რომ საკმარისი ბიუჯეტი არ გაგვაჩნია.

ქართველ ნიჭიერ ბიჭებს რაც შეეხებათ, ყველას წასვლა უნდა,  იქნება ეს რუსეთი თუ ევროპა - ყველას საქართველოდან წასვლის სურვილი გააჩნია.  ვერ ვაჩერებთ, არ ჩერდებიან, როგორც კი გამოჩნდებიან, მაშინვე წასვლისკენ აქვთ თვალყური მომართული - უკეთეს ჩემპიონატში, უკეთესი ხელფასის გამო. ამაზე ფეხბურთელებთანაც გვისაუბრია. არ არის მოთამაშე, ვისაც ეტყვი კიდევ ერთი წელი დარჩეს - შეიძლება უთხრა 3 თვე, 6 თვე, მაგრამ ერთი წელი გამორიცხულია. ჩვენი აკადემიის აღზრდილი ბიჭები ძირითად გუნდში თამაშობენ, ახლა გიორგი მამარდაშვილის დაბრუნებასაც ვაპირებთ.

ჩვენს ფანებს მინდა მივმართო, ჩისკო არსად მას 2 წელს ვაძლევთ. იქნება პროგრესი? გუნდში 5 წლით დარჩება!

ბოლოს მინდა ვთქვა, თუ გამოჩნდება ვინმე, ვინც ჩემს საქმეს გადაიბარებს, თანხებს დახარჯავს და საქმეს განაგრძობს, მოვიდეს, მე წინააღმდეგი არ ვიქნები,"- განაცხადა ფიფიამ.

მკითხველის კომენტარები / 83 /
რა გააკეთე რაა, ყოველ წელს რომ ახალ გუნდს აყენებ და 1 წელიც ვერ ინარჩუნებ ფეხბურთელს, მაგას გაკეთებას ეძახი? შეხედე ცოტა სხვა გუნდებს და გაერკვიე კარგად როგორ უნდა ნორმალური გუნდის დაყენება
მირიანი
29 სექტემბერი 2020 22:58
0
ფუი ეშმაკს. გაქრი, გაქრი, გაქრი!!!!!!!!!!!!!!!!!!!
გულშემატკივარი 50-წლიანი სტაჟით
29 სექტემბერი 2020 13:28
1
გუნდი ჩემპიონი გახდა და დაშალე, გარსია რომ გაუშვი 9 წლის წინ მეგონა იმაზე მწარედ ისწავლე და იგივე სისულელეს არ გააკეთებდი! არ ვიცი რა ვთქვა, აწი მაინც მოდი აზრზე და გვერდში რომ გიდგანან წურბელები იმათ ჭკუაზე ნუ ივლი!
ლადო
29 სექტემბერი 2020 11:45
0
ერთი რამ ვერ გამიგია ქართული ბიზნესის. კი ბატონო, იყიდე ფეხბურთის გუნდი და გინდა რაღაცას მიაღწიო, რად არ ვიცით ქართველებმა, რომ საქმე საქმის მცოდნე სპეციალისტმა უნდა აკეთოს? ფეხბურთი არაა ვაჭრობა (თუმცა მასში ვაჭრობის ელემენტებიცაა), თურქეთში იყიდო და თბილისში გაყიდო. აბრამოვიჩმა კი იყიდა ჩელსი, მაგრამ გუნდი სპეციალისტებს ჩააბარა. ის ფულს დებს და შედეგს კითხულობს, მეტს არაფერს. რატომღაც ქართულ ბიზნესში მე ამას ვერ ვხედავ. გუნდს ქართველი ბიზნესმენები იმიტომ კი არ ყიდულობენ ქართული ფეხბურთი ააყვაონ, არამედ პრეზიდენტები და დირექტორები გახდნონ.
ჟორა გაბრიჭიძე
29 სექტემბერი 2020 09:56
0
მადლობა ბატონო რომან, კიდევ კარგი, რომ ყველაფერი გააკეთეთ, თორემ რამე რომ დაგეკლოთ 9:0 დავმარცხდებოდით! ის ერთი გოლი ხომ შემთხვევით არ გაგვიტანია, ჩვენი პროფესიონალიზმის დამსახურება იყო.
ფანი ნეტარი
28 სექტემბერი 2020 21:06
0
10 თვის წინ რომ ჩისკო გაუშვა და ახალი გუნდი შეაკოწიწა ახალი მწვრთნელით ეს ვისი ბრალია?? ზუსტად ერთი და იგივეს რომ იმეორებს ყველა წელს უკვე 10 წელზე მეტია და შედეგი რომ ყოველთვის ცუდია ეს ვისი ბრალია?? ეს ოხერი თუ ფული და ფინანსები არა გაქვს და არც ნიჭი და ცოდნა თუ როგორ იყო წარმატებული ხელმძღვანელი მაშინ დინამოში რა გინდა??? შენ არ გაქვს უფლება იყო დინამოს ხელმძღვანელი!! წადი რაა, წადი შენს საქმეს მიხედე!!
გუჯი
28 სექტემბერი 2020 19:41
1
იქნებ შეეშვათ ფეხბურთს და თქვენც პოლიტიკაში გეცადათ ბედი, ფეხბურთში ხომ უკვე დალაგებულია ყველაფერი!!! ან ფარერებზე თუ არიან მწყემსები საქართველოშიც რომ მოგვეძებნა?! ბოლო-ბოლო ხელფასს მაინც არ მოითხოვენ იმდენს!!!
!
28 სექტემბერი 2020 18:27
0
არსებობს კიდევ მიზეზი რომელიც კლუბის ფიასკოების და კატასტროფების მიზეზად არ დაუსახელებიათ, ფარერებზე ფეხბურთი განვითარდაო?! ანუ ადრე როდესაც (ამ კაცის პრეზიდენტობის პერიოდში) მწყემსებით და მაღაზიის გამყიდველებით დაკომპლექტებულ გუნდებს რომლებსაც დინამოელებთან შედარებით ალბათ სასაცილო ხელფასები აქვთ, გუნდი უგებდა მაშინ დონით ჩვენ მაღლა ვიდექით და მერე ჩვენ გავჩერდით ისინი დაგვეწივნენ თუ რა მოხდა?! მიზეზებსაც ვეღარ პოულობთ უკვე... სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს!!!!
?!
28 სექტემბერი 2020 18:22
0
ბატონო რომან ქართველი გულშემატკივრების ნერვებზე თამაშობთ ალბათ თუ რა არი , თუ არ შეგიძლიათ გუნდის მართვა და ფული არა გაქვთ გაყიდეთ და გადააბარეთ იმას ვინც ნორმალურად წაუძღვება და უხელმძღვანელებს გუნდს ! რაც თქვენს ხელშია გუნდი,სულ იმის დაპირებას იძლევით წელს თუ არა მერმისს გაკეთდება ნორმალური გუნდიო ჩემპიონთა ლიგაზე თუარა ევრო ლიგაზე მოვხვდებითო გადის წლები და შედეგი ყოველთვის სამარცხვინო! წლევანდელი გამოსვლა კი იყოო სრული ფიასკო და წერტილის დასმა და დავინახეთ რომ თქვენ ხართ ძალიან სუსტი გუნდის მენეჯერი !
gocha juve
28 სექტემბერი 2020 18:21
0
ამ იდიოტმა როგორ იშოვა დიდი ფული?
status quo
28 სექტემბერი 2020 17:28
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული