თბილისის "დინამო" ბოდიშს იხდის და ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს

AutoSharing Option
თბილისის "დინამომ" კლუბის ხელმძღვანელობის მიმართ გამოთქმული ზოგიერთი მოსაზრების გამო ოფიციალური განცხადება გაავრცელა.

"გვსურს გამოვეხმაუროთ გუშინ სკ "დინამო თბილისის" ხელმძღვანელობის მიმართ გამოთქმულ ზოგიერთ მოსაზრებას.

რომან ფიფია არის კლუბის მფლობელი და პრეზიდენტი. დღეისათვის კლუბის მართვას ახორციელებენ მაღალკვალიფიციური მენეჯერები, რომლებიც უზრუნველყოფენ კლუბისა და "დინამოს" ბავშვთა საფეხბურთო აკადემიის გამართულ მუშაობას. ფარერებზე უეფას ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩში ასეთი დიდი ანგარიშით დამარცხება ძალიან მტკივნეული იყო "დინამოსთვის" და გულშემატკივრებისთვის, რისთვისაც ბოდიშს ვიხდით. ჩვენ ვაცნობიერებთ და ვიღებთ ნებისმიერ ობიექტურ და ჯანსაღ კრიტიკას. ამასთანავე, ამ მტკივნეული მარცხის
განზოგადება კლუბის მთელ საქმიანობაზე არასწორად მიგვაჩნია", - ნათქვამია განცხადებაში.

ფოტო: fcdinamo.ge
მკითხველის კომენტარები / 57 /
ამათ ბოდიშზე ლოგინის ამბავი გამახსენდა
*
28 სექტემბერი 2020 21:41
0
კაით რა... აბა თქვენ რო მიგიყვანეს დინამოში ასეთ სახელოვან კლუბში და გათამაშებენ ეგ ვისი ბრალია??? თუ არავის მიუყვანიხართ თქვენით თუ შეიკრიბეთ ბიჭები და ყომარობთ ეგეც თქვით... ეს უფრო გასაგები იქნება ვიდრე რაც იბოდიალეთ.
di ma
28 სექტემბერი 2020 21:33
1
რა არის ეს განცხადება რაში წერია ან რას მივაწეროთ საერთოდ რა შინაარსია რა გზავნილი როგორცთამაშობთ ის ბოდიალობთ გეტყობათ რა მენეჯმენტიც გყავთ მართლაც რომ მოჯმენტებო
კახა
28 სექტემბერი 2020 21:33
0

სიახლეები პოპულარული