თბილისის "დინამო" ბოდიშს იხდის და ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს

AutoSharing Option
თბილისის "დინამომ" კლუბის ხელმძღვანელობის მიმართ გამოთქმული ზოგიერთი მოსაზრების გამო ოფიციალური განცხადება გაავრცელა.

"გვსურს გამოვეხმაუროთ გუშინ სკ "დინამო თბილისის" ხელმძღვანელობის მიმართ გამოთქმულ ზოგიერთ მოსაზრებას.

რომან ფიფია არის კლუბის მფლობელი და პრეზიდენტი. დღეისათვის კლუბის მართვას ახორციელებენ მაღალკვალიფიციური მენეჯერები, რომლებიც უზრუნველყოფენ კლუბისა და "დინამოს" ბავშვთა საფეხბურთო აკადემიის გამართულ მუშაობას. ფარერებზე უეფას ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩში ასეთი დიდი ანგარიშით დამარცხება ძალიან მტკივნეული იყო "დინამოსთვის" და გულშემატკივრებისთვის, რისთვისაც ბოდიშს ვიხდით. ჩვენ ვაცნობიერებთ და ვიღებთ ნებისმიერ ობიექტურ და ჯანსაღ კრიტიკას. ამასთანავე, ამ მტკივნეული მარცხის
განზოგადება კლუბის მთელ საქმიანობაზე არასწორად მიგვაჩნია", - ნათქვამია განცხადებაში.

ფოტო: fcdinamo.ge
მკითხველის კომენტარები / 57 /
სხვაგანაც დავწერე და აქაც იყოს, პირობა დავდე, ყველაზე საყვარელი გუნდი დინამო იყო, ეხლა სანამ ფიფია იქნება მანდ, არც ერთ თამაშს არც დავესწრები და არც ვუყურებ. ეს განცხადება კიდევ მთლად სამარცხვინოა ნამდვილად
გადასარევი გიორგი
29 სექტემბერი 2020 03:26
2
მე დინამოს გულშემატკივარი ვარ 1965 წლიდან და მას სხვა გუნდით ვერ შევცლი, თუმცა ყველა ქართული გუნდი მიყვარს და მათ ყველას დიდ წარმატებებს ვუსრვებ. აი დინამოს მესაკუთრეზე და მენეჯმენტში დასაქმებულ პერსონალის შეცვლაზე ორივე ხელს ავწევ. ამის ყველაზე კარგი გამოსავალი მხოლოდ კლუბის გადაკეთებაა სააქციო საზოგადოებად და გულშემატკივრების მიერ აქციათა თუნდაც 40%-ის შესყიდვაა თავიდან.
გიზოგ
29 სექტემბერი 2020 11:16
0
ყველამ ასე უნდა გააკეთოს.მე პირადად ვგულშემატკივრობ ნებისმიერს, ვინც დინამოს წინააღმდეგ ითამაშებს.
ელდარი
29 სექტემბერი 2020 14:45
0
ხმას მაინც ნუღა იღებთ. მოსიარულე მკვდრები ხარ მინდორზე და მასეთებად დარჩებით ..
დათო
29 სექტემბერი 2020 01:38
1
რა არის ეს განცხადება რაში წერია ან რას მივაწეროთ საერთოდ რა შინაარსია რა გზავნილი როგორცთამაშობთ ის ბოდიალობთ გეტყობათ რა მენეჯმენტიც გყავთ მართლაც რომ მოჯმენტებო
კახა
28 სექტემბერი 2020 21:33
0
კაით რა... აბა თქვენ რო მიგიყვანეს დინამოში ასეთ სახელოვან კლუბში და გათამაშებენ ეგ ვისი ბრალია??? თუ არავის მიუყვანიხართ თქვენით თუ შეიკრიბეთ ბიჭები და ყომარობთ ეგეც თქვით... ეს უფრო გასაგები იქნება ვიდრე რაც იბოდიალეთ.
di ma
28 სექტემბერი 2020 21:33
1
თვითონ იძახიან მაღალკვალიფიციურები ვართო? რეებს ბოდავთ? რომელ კვალიფიკაციაზეა ლაპარაკი თვეში 8 ვარჯიშის ატარებს მწყემსი და მეთევზე. მოდის და 6 გოლს გიტანს. ხომ არ გგონიათ რომ ლოკომოტივში მუშაობთ?
ირაკლი
28 სექტემბერი 2020 22:53
0
თქვენც ფიფიასნსირი სამარცხვინოები ხართ და რაც ჩაგძახეს, იგივე ამოსძახეთ.განა რას გაჭმევთ ასეთს, ყველაფერზე კვერს რომ უკრავთ? თქვენ რომ დინამოს სახელს არცხვენთ თქვენი თამაშით ეს გასაგებია, მაგრამ ვინც თქვენი იმედით აპირებს და გვაბოლებს (უფრო სწორად საკუთარ თავს აბოლებს), რომ ყველაფერი გააკეთა ჯგუფურ ეტაპზე გასასვლელად, იმას თაღლითის გარდა სხვა სიტყვა არ ეკუთვნის!!!
: )))))))
28 სექტემბერი 2020 22:33
0
უტიფრები !
100%
28 სექტემბერი 2020 23:20
0
ბოდიშს ვაჟკაცები იხდიან და არა ქათმები დადეთ ჩემი კომენტარი
გიორგი
28 სექტემბერი 2020 22:25
0
ეს განცხადება ფარერებთან 6:1 წაგებაზე მეტად სამარცხვინოა!!!
ნკ
28 სექტემბერი 2020 21:45
0
რა ხემძღვანელობაც ყავს დინამოს იმ ფეხბურთს თამაშობენ და მაგიტომაც, ახოხა ფარერების გუნდმა. აბა ამის დამწერს ეხლა ჭკუა აქვს თავში?
გოგა
28 სექტემბერი 2020 22:15
0

სიახლეები პოპულარული