თბილისის "დინამო" ბოდიშს იხდის და ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს

AutoSharing Option
თბილისის "დინამომ" კლუბის ხელმძღვანელობის მიმართ გამოთქმული ზოგიერთი მოსაზრების გამო ოფიციალური განცხადება გაავრცელა.

"გვსურს გამოვეხმაუროთ გუშინ სკ "დინამო თბილისის" ხელმძღვანელობის მიმართ გამოთქმულ ზოგიერთ მოსაზრებას.

რომან ფიფია არის კლუბის მფლობელი და პრეზიდენტი. დღეისათვის კლუბის მართვას ახორციელებენ მაღალკვალიფიციური მენეჯერები, რომლებიც უზრუნველყოფენ კლუბისა და "დინამოს" ბავშვთა საფეხბურთო აკადემიის გამართულ მუშაობას. ფარერებზე უეფას ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩში ასეთი დიდი ანგარიშით დამარცხება ძალიან მტკივნეული იყო "დინამოსთვის" და გულშემატკივრებისთვის, რისთვისაც ბოდიშს ვიხდით. ჩვენ ვაცნობიერებთ და ვიღებთ ნებისმიერ ობიექტურ და ჯანსაღ კრიტიკას. ამასთანავე, ამ მტკივნეული მარცხის
განზოგადება კლუბის მთელ საქმიანობაზე არასწორად მიგვაჩნია", - ნათქვამია განცხადებაში.

ფოტო: fcdinamo.ge
მკითხველის კომენტარები / 57 /
ეს ბოდიშის მოხდა კი არა, თავის მართლებაა და ნუ გვლანძღავთო
ვანო
29 სექტემბერი 2020 12:17
0
...უფრო დიდი ანგარიშით წაგეგოთ და ეს ამაზრზენი განცხადება არ გაგეკეთებინათ,...
zaza tbilisi
29 სექტემბერი 2020 12:12
0
2014 წელს იყო თბილისის დინამოს ტაშკენტის ისტორიული მოგების 50 წლისთავი. როგორც უზბეკეთში საქართველოს ელჩი ამ თარიღის ღირსეულად აღსანიშნავად ფიფიასთანაც მივედი. ვიღაც პატარა ბიჭი გამომიგზავნა რომელმაც მომახსენა "ჩვენ ეგ თარიღი ისაერთოდ არ გვაინტერესებსო"!!!?????მე ის ზეიმი მაინც გავაკეთე და უმაღლეს დონეზე მაგრამ დავიფიცე სანამ ფიფიასის დინამო ჩემთვის არ არსებობს!
კონსტანტინე ჟღენტი
29 სექტემბერი 2020 12:00
0
2014 წელს იყო თბილისის დინამოს ტაშკენტის ისტორიული მოგების 50 წლისთავი. როგორც უზბეკეთში საქართველოს ელჩი ამ თარიღის ღირსეულად აღსანიშნავად ფიფიასთანაც მივედი. ვიღაც პატარა ბიჭი გამომიგზავნა რომელმაც მომახსენა "ჩვენ ეგ თარიღი ისაერთოდ არ გვაინტერესებსო"!!!?????მე ის ზეიმი მაინც გავაკეთე და უმაღლეს დონეზე მაგრამ დავიფიცე სანამ ფიფიასის დინამო ჩემთვის არ არსებობს!
კონსტანტინე ჟღენტი
29 სექტემბერი 2020 12:00
0
ეს ბოდიში, შესაძლოა მისაღები ყოფილიყო ასეთი სამარცხვინო ამბავი, რომ პირველად მომხდარიყო. რა დაგვავიწყდა ალბანელებთა საკუტარ მოედანზე წაგება, მე თუ მკითხავთ არ ის იყო ფარერელებთან წაგებაზე ნაკლები სამარცხვინო, მაგრამ ერთმა კაცმა შეგვაჩვია ამ სირცხვილს, თორემ გავიხსენოთ წინა ევროპის სეზონები, რომელ წელს დატოვეს გათამაშება თავაწეულებმა. ბატონო პრეზიდენტო გვაქვს ქართველებს ასეთი ბრძნული გამოთქმა „ტანსაცმელს ნუ იცვლი შვილი, ზნე გამოიცვალეო ზნე“
გიზოგ
29 სექტემბერი 2020 11:11
0
მოიცა და, ეჭვები რომ არის ტოტალიზატორზე მაიმუნობაში, ამაზე კომენტარი აგ გსურთ გააკეთოთ? მხოლოდ მეკარის საქციელიც კი ბადებს დიდ ეჭვს.
giorgi
29 სექტემბერი 2020 11:07
0
დინამოს წაგებას გამართლება და ახსნა არა აქვს,მაგრამ ერთი რამ მინდა ვთქვა:ფიფია კლუბის მეპატრონეა და აფინანსებს როგორც შეუძლია.თუ აკადემიაში არაკვალიფიციური კადრებია,ის ბიჭები,ვისი იმედიც ბელორუსთან გვაქვს,ჩაკვეტაძე,დავითაშვილი,კვარაცხელია,შენგელია და სხვები,საიდან მოდიან?წაგება მთლიანად ფეხბურთელების ბრალია.რა ფიფიამ აუკრძალა ვარჯიში,ბურთი დაუმალა,ფიფიამ უთხრა მოედანზე არ იაზროვნოთ,არ ირბინოთო.თუ თავმოყვარე ხარ,შენ თვითონ უნდა გრცხვენოდეს საკუთარი თავის,როცა მეთევზესთან და მეცხვარესთან 1:6 აგებ.მართალია ძოძუაშვილი:ადრე დინამოში არწივები დაფრინავდნენ,ეხლა ინდაურები დაბაჯბაჯებენ მინდორზე.და გამოცდილი მწვრთნელი უნდათ,რომელიც ყველაფერზე იქნება პასუხისმგებელი,სელექციაზეც,ტაქტიკაზეც და შედეგზეც.
ნუკრი
29 სექტემბერი 2020 11:03
0
ჰმ, შეხედე, თურმე არასწორს ვბაზრობთ ამდენი ხალხი. უნამუსოები ესენი.
გიგლია
29 სექტემბერი 2020 10:54
0
რატომ გადაგვაყოლეთ აკადემიას?? რა მანამდე არ იზრდებოდნენ დინამოში ფეხბურთელები? რა ნაკრების ბირთვს არ წარმოადგენდნენ თუ უკეთესი ხარისხი არ ქონდათ??? ჩამოვთვალო???
wbc
29 სექტემბერი 2020 10:39
0
ეს ფიფია და კიდევ რომელიღაც მენეჯერი ობოლაძის გადაცემაში იყვნენ. ეს უკანასკნელი ზედმეტ კითხვას ვერ უბედავდა. "ვიცი საოცრად მაღალკვალიფიცური მენეჯერები გყავთ და ეს როგორ დაგემართათო, ჩისკო საერთოდ არაფერ შუაშიაო" კარგი რა, ვინ არის მაღალკვალიფიციური? 9 წელი გუნდს ევროტურნირების ჯგუფურ ეტაპზე რომ ვერ შეიყვან ვისი ბრალია?! გუნდის 6:1 წაგებაში მწვრთნელს არავითარი ბრალი არ მიუძღვის? ტაქტიკა, მოტივაცია, დავალებები და ა.შ. რომელიმე ჩანდა იმ თამაშში? ამ დროს ჩვენს სამეზობლოშიც კი უკვე იციან ევროპა ლიგის და ჩემპიონთა ლიგის გემოც კი! ფიფია გეყო რაც ფულები აკეთე. წადი! შენი საქმე არაა სპორტი. აკეთე ბიზნესი. ფეხბურთელებს ისე უყურებ როგორც ძროხებს, შეიძენ ხბოს და ცდილობ მალე გამოზარდო ძროხად, რომ უფრო სარფიანად გაყიდო!წადი ისევ რუსეთში და აკეთე შენი საყვარელი საქმე. შეეშვი ქართულ ფეხბურთს!!!
ჰიუგო
29 სექტემბერი 2020 10:32
0

სიახლეები პოპულარული