ჩისკო: ტირილი არ მიყვარს - გულშემატკივრებს ბოდიშს ვუხდი

AutoSharing Option
ფარერების "კლაკსვიკთან" ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე 1:6 განადგურების შემდეგ თბილისის "დინამოს" მწვრთნელმა ჩისკო მუნიოსმა პირველი კომენტარი თავის "ინსტაგრამზე" გააკეთა.

"ბოლო თამაშისთვის გულშემატკივრებს ბოდიშს ვუხდი, მაგრამ მე ტირილი არ მიყვარს. ახალი კვირა და ახალი შანსი, ილუზიებით სავსე. ახლა ისე, როგორც არასდროს, ერთად დგომა გვჭირდება. ეროვნული ლიგა ბრუნდება".