"ბოდიში და ჩისკოს დედა არ ვატირე?! ეს არის ფსკერი და ნაგავი" - მერაბ ჟორდანიამ "დინამოს" გამოსვლა სკანდალურად შეაფასა

AutoSharing Option
საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადაცემა "ტაიმაუტის" სტუმარი სფფ-ის და "დინამო თბილისის" ყოფილი პრეზიდენტი მერაბ ჟორდანია გახლდათ. 

მან "დინამოსა" და "კლაკსვიკის" დაპირისპირებაზე ისაუბრა, სადაც თბილისური გუნდი 1:6 განადგურდა. 

"რაც ქართულ ფეხბურთსა და "დინამო თბილისს" დაემართა იმის იქით უკვე აღარაფერი აღარ არსებობს. ეს არის ყველა იმ ადამიანის შეურაცხყოფა, ვისაც ამ გუნდში უმუშავია, უთამაშია და ა.შ.

ეს არის ფსკერი და კატასტროფა, რომლის იქითაც არაფერი არ არის. რომან ფიფიასთან ნორმალური ურთიერთობა მაქვს და ადეკვატურ ადამიანად მიმაჩნია, მაგრამ აშკარაა, რომ ეს საქმე არ იცის. "დინამოს" გადარჩენის
რაიმე გეგმა, რომ შეიქმნას, არამგონია ეს კაცი ამის წინააღმდეგი წავიდეს. 

იმდღეს დიმა ობოლაძის გადაცემას ვუყურებდი და ზის ერთი ადამიანი და უტიფრად ამბობს (გულისხმობს კლუბის დირექტორ ზაზა დოლიძეს), ჩისკოს კიდევ 3 წლით ვუცხადებთ ნდობასო... ბოდიში და ჩისკოს დედა არ ვატირე?!

არ მინდა ახლა რასიზმში დამადანაშაულონ, მაგრამ ეს ფერადკანიანი მცველი, რომ ჰყავს "დინამოს" (საიმონ ბენინო), იმას საქართველოში ცხოვრება თუ უნდა წავიყვანოთ აჭარაში მანდარინის კრეფა იწყება, ან თხილის კრეფაზე ვამუშავოთ... ან წავიყვანოთ და სადმე მშენებლობაზე ვამუშაოთ. სირცხვილი არ არის, რომ იმას მურთაზის და საშას მაისური აცვია?!

რა არის გამოსავალი? უნდა შევთანხმდეთ, რომ ამის იქით არაფერი არაა. ეს გუნდი "დინამო" ეკლესიასავითაა რა და ხო არ შეიძლება ეკლესია რომელიმე ერთი პიროვნების იყოს?!

ქალაქმა უნდა აიღოს თავის თავზე, კომოსია ან რაიმე ფონდი შეიქმნას და გადაარჩინოს ეს გუნდი. რომანსაც უნდა დაველაპარაკოთ და ის ხარჯები რაც მას აქვს გაწეული, ის 1 ლარად რომ მისცეს გუნდი თუ რაც იყო ყველაფერი გაირკვეს...", - განაცხადა ჟორდანიამ.

მკითხველის კომენტარები / 53 /
ამას ნამდვილად არ აქვს სალაპარაკო! და არც იმათ ვისაც დინამო ქერის ორმო გონია. სალუქვაძე რას ძველბიჭობს ერთი, გამომივიდა აქ კაცი, დაჯდეს და კუშები განიხილოს, მაგაშიც არ უქნია ღმერთს!
dato
05 ოქტომბერი 2020 11:44
5
ამას ნამდვილად არ აქვს სალაპარაკო! და არც იმათ ვისაც დინამო ქერის ორმო გონია. სალუქვაძე რას ძველბიჭობს ერთი, გამომივიდა აქ კაცი, დაჯდეს და კუშები განიხილოს, მაგაშიც არ უქნია ღმერთს!
dato
05 ოქტომბერი 2020 11:43
4
ბენიო ჩისკოს არ მოუყვანია და რა გუნდითაც შარშან ჩემპიონი გახდა, იმ გუნდიდან რამდენი მოთამაშე დაუტოვეს! მიუხედავად იმისა რომ ჩემპინი გუნდი დაუშალეს, უსამართლოდ მოექცენ, კაცს იმდენი ჯიგარი აქვს, კი არ დაიბოღმა მოვიდა და იმედი აქვს ახლა მაინც მისცემენ წესიერად დროს და ამ დროს ამდენი უმადური ნაგავი, რომელსაც თავისი მუცლის და სიღორის გამო თურმე აღარ მოსწონს ფიფია და ჩისკო! (ამაში იმ ბლუყუნა მახინჯს ვგულისხმობ!)
ლადო
05 ოქტომბერი 2020 11:24
2
არასწორო შენ, რატო აგინებ ჩისკოს თუ მაგარი ხარ რომანას აგინე! ნახა აქ დაბალი ღობე!
ვახო
05 ოქტომბერი 2020 11:08
2
დინამოს გულშემატკივრებო, ერთმანეთის გინების, ეჭვების და ძველი ცოდვების გახსენების ნაცვლად წინ გაიხედეთ. არავინ სულელი დინამოს არ იყიდის ახლა და ხალხის საგინებლად არ გაიხდის თავს. თუ 1 პიროვნებას უნდა ეკუთვნოდეს, აგერ არის ფიფია, რომელიც უნდა აიძულოთ და გაყიდოს დინამო. თუ ქალაქის ჩარევა არის საჭირო, მერიას შეუძლია დაიქირავოს მაღალი რანგის აუდიტორული ფირმა და დინამო შეაფასებინოს. შემდეგ უნდა გაკეთდეს საააქციო საზოგადოება დინამო, რომლის აქციების შეძენა უნდა შეეძლოს დინამოს ყველა გულშემატკივარს. არავის არ უნდა ქონდეს 1% ზე მეტიც აქვიების აკუმულირების უფლება აქციების თავისუფალი ყიდვა გაყიდვის დროს. აი მაშინ იქნება ნამდვილი სახალხო გუნდი, რომლის პრეზიდენტი გულშემატკივრების მიერ იქნება არჩეული და მათთან პასუხიმგებელი.
irakli
03 ოქტომბერი 2020 20:33
0
ჰა? ბოლო ბოლო ნაცებმა დაღუპეს "დინამო" თუ მერაბმა?)) "დინამოც" კარგადაა, მერაბი და რომაც და ნაცები . ჩვენ რა გვეშველება ამხელა ბოღმით და შურით,?
ჯაბა
03 ოქტომბერი 2020 17:00
2
ერთი პირში თუ ეტყვით ლომებო?! ნემსაძეხ მაინც არ გააკეთებდა არც...გავაგრძელო?)) მსგავსი ბოროტი და ღვარძლიანი ხალხი, ჩვენ რომ ვართ, "ნეტავ სად არის კიდევ სად"
kaxi
03 ოქტომბერი 2020 16:53
1
ზუსტად ჟორდანია და მისი კლანი იყო დედა რომ უტირეს ქართულ ფეხბურთს, ფულის კეთების მეტს რომ არაფერს აკეთებდნენ, სტადიონები გაყიდეს და რაც უეფას თუ ფიფასგან შემოდიოდა ბურთი თუ ეკიპირება ბავშვებისთვის, დინამოს სტადიონთან მაღაზიებში იყრიდა თავს და იყიდებოდა. ჯერ მარტო დინამოს სტადიონის ინდივიდუალური სკამების დადგმაზე რამდენი ფული ჩაიხსნა, სულ ნაწილ-ნაწილ აკეთეს. ბლატებით და ქრთამებით ნაკრებში თამაშზე აღარ ვლაპარაკობ. აქ ფეხბურთს დედა უტირა და მოპარული ფულით ჰოლანდიაში გუნდს აკეთებდა. ეს ხმას კი არ უნდა იღებდეს, ვირების აბანოს უნდა ხეხავდეს, მაგრამ ვინაა პატრონი
გიორგი
03 ოქტომბერი 2020 15:35
3
ეს ცჰისკოს რო ყველა აგინებს მოდაა თუ რა ხდება ბლუ სალუქვქძემ დაიწყო ახლა ჟორდანია კაი კაცივით გაიჭიმა ფუუუ თქვენი
gio
03 ოქტომბერი 2020 12:56
8
კლაკსვიკმა კიდევ ერთ ნახევრადპროფესიონალურ გუნდთან დანდალკთან წააგო 3-1 და გავარდა. ე.ი რა ვთქვა? არ ვაგინებ, მაგრამ მადლობა გადავუხადო?
ზურა
03 ოქტომბერი 2020 14:29
1
ჩისკო კი არ არის თავი და თავი, ფიფიაა საგინებელი პირველ რიგში. თუმცა ჩისკოს, რომ თავმოყვარეობა ჰქონდეს - გადადგებოდა. ან ფიქრობს ამათი დედა ვატირე, სულ ფეხებზე არ მკიდია, მე ხელფასს ავიგებო და ასეთი თავხედური დამოკიდებულებისთვის არის ზუსტადაც საგინებელი
ზურა
03 ოქტომბერი 2020 14:11
3
მერაბი ამბობს, გვთავაზობს რომ ერზთად ვიმოქმედოთ დინამოსთვის, ჩასაფრებულ პოზიციაში ნაღდათ არაა, თქვენც ბრძანეთ თქვენი, რაც შეეხება "ზანგს", მათ აფრიკელებს უწოდებენ.
რატი
03 ოქტომბერი 2020 11:05
4
აქ ხალხს ის უფრო ადარდებს მგონი ბენიოს რა უწოდა ჟორდანიამ, მიუსიეთ ეხლა არასამთავრობოები...
ზურა
03 ოქტომბერი 2020 14:14
3
შეიძლება მეხსიერება მღალატობს და გთხოვ, გამახსენო მერაბის კრიზისიდან გამოყვანილი გუნდი.ძალიან მინდა ვცდებოდე, მაგრამ მისი ეს დედა ვატირე და ა.შ ლაპარაკი სადღეგრძელოს დონეზე მგონია
: )))))))
03 ოქტომბერი 2020 13:10
4

სიახლეები პოპულარული