საქართველოს ჩემპიონატზე, ნაკრებზე, ვაისზე, მაკედონიასთან მაყურებლის დასწრებაზე - ინტერვიუ ლევან კობიაშვილთან

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ვრცელი ინტერვიუ მისცა სპორტულ გაზეთ "ლელოს" და ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრა.

-ჩემპიონატის ახალ ფორმატზე გადასვლით, კლუბებს მივეცით წარმატების მეტი შესაძლებლობა, მაგრამ მხოლოდ ფორმატი ვერ იქნება შედეგის გარანტი. საღად მოაზროვნე ადამიანისთვის, ეს აშკარად უმჯობესი ფორმატია, თუმცა, ამ ყველაფერს სწორად გამოყენება სჭირდება.

თუკი კლუბებმა სწორად არ დაგეგმეს პროცესი, არაფერი გამოვა. სასურველია, გუნდის დაკომპლექტება, ახალი ტრანსფერების განხორციელება, ევრომატჩებამდე რამდენიმე თვით ადრე დასრულდეს, ეს პროცესი უშუალოდ თამაშის წინ არ უნდა ხდებოდეს. ზოგიერთმა გუნდმა სწორად გამოიყენა ეს ვითარება. მაგალითად,
მახსენდება საჩხერის "ჩიხურა", რომელმაც ისრაელის გუნდი დაამარცხა, სადაც მაშინ არ იყო დაწყებული ახალი სეზონი. თუკი ვინმე იტყვის, რომ წარმატების მიღწევაში მხოლოდ ამ ფორმატმა შეუშალა ხელი, კი, ბატონო, ხმას არ ამოვღებ... ჩვენ მიერ განხორციელებული ყველა ცვლილება გააზრებული იყო...

კლუბებს ისეთი რაღაცებით ვეხმარებით, რაც ჩვენი მოვალეობა საერთოდ არ არის, სამწუხაროდ, უნდა ვთქვა, რომ ბევრმა გადაცემული მოედნის მოვლაც კი არ იცის. შიდა ჩემპიონატი მხოლოდ ფედერაციის ძალისხმევით ვერ გაძლიერდება.

-როცა პრეზიდენტობის კანდიდატი იყავით, განაცხადეთ რომ ყველაფერს გააკეთებდით, "ზესტაფონის" ელიტაში დასაბრუნებლად. კლუბი ფუნქციონერებს, მაგრამ ეროვნული ლიგიდან ძალიან შორსაა. რა გაკეთდა თქვენი მხრიდან დანაპირების შესასრულებლად და გაირკვა თუ არა, რა მოხდა მაშინ, რამდენად სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღეთ?

- კლუბის მხრიდან სულ გვესმოდა, რომ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებდნენ, თუმცა ეს არ გვინახავს. დღესაც იმავე აზრის ვარ, რომ "ზესტაფონი", თავისი ისტორიით, უნდა იყოს ეროვნულ ლიგაში. გულახდილად გეტყვით, ამ საკითხთან დაკავშირებით იმაზე მეტი გავაკეთე, რისი გაკეთებაც შეიძლებოდა. აღმასკომი იყო შეკრებილი ერთადერთი საკითხის განსახილველად - "ზესტაფონის" მონაწილეობაზე ეროვნულ ლიგა 2-ში, მაგრამ... სამწუხაროდ, ისინი ამ შეკრებაზე არ მოვიდნენ.

კლუბის ხელმძღვანელობას უნდა ჰკითხონ, არიან თუ არა ისინი იმ აზრზე, რაც გულშემატკივრებს სურთ. "ზესტაფონის" მესვეურებს სურვილი რომ ჰქონოდათ, თუნდაც მხოლოდ სპორტული პრინციპებით, უკვე ეროვნულ ლიგაშიც იქნებოდნენ.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ LELO.ge

მკითხველის კომენტარები / 14 /
Rogorc zestafonelebi gadaagdo, ise apirebs axla gldanelebis gadagdebas.
Urcxvi!
Kale
02 ნოემბერი 2020 10:29
6
პირველი რაც გააკეთა თავისი თანაგუნდელი, ნაკრებში რომ ერთად იყვნენ მწვრთნელობიდან გადააყენა ვითომ მაღალი ხელფასის გამო. მიზეზი კი მხოლოდ ის რომ ხელფასის ატკატზე უთხრა უარი ცხადაძემ.
ეს უწიგნური რომ მელიას არჩევნებს მოუგებს იქ დამთავრდა დემოკრატიაც, ქვეყანაც და ხალხის ღირსებაც.
max
02 ნოემბერი 2020 05:51
13
კობი არის უწიგნური და მელია განათლებული? შენ მართლა ჩრდ. კორეაში ხომ არ ცხოვრობ?! კაცი ფეხბურთს თამაშობდა ევროპის ყველაზე მაგარ ქვეყანაში,სადაც ყველაზე მაღალი დონის განათლების სისტემაა და პლიუს სწავლობდა პარალელურად სხვადასხვა კურსზე,მაშინ როდესაც მელია გლდანის ეკლესიას და რუსთაველზე შეკრებილ ხალხს არბევდა. პირდაპირ ფაქტები არის ამის,თავის ფოტოებით. თეთრი და შავი ვეღარ გაგირჩევიათ,რას დაგამგვანათ გვარამიამ
:-)
02 ნოემბერი 2020 10:39
1
ლევან, სამწუხაროდ, არა მარტო ჩემს თვალში, არამედ მრავალ ადამიანშიც სრულად დაკარგეთ პატივისცემა ის, რაც არჩევნების დღეს გლდანში თქვენმა მომხრეებმა ჩაიდინეს...
ჩალის ფასი აქვს ასეთ მანდატს და თქვენც ჩალის ფასამდე ჩამოქვეითდით
თამაზი
02 ნოემბერი 2020 01:24
7
აბა კარგად დააკვირდით,იქ სადაც მელიაა გაწევ-გამოწევა, საქმის გარჩევა და თავპირის მტვრევაა. რატომ სხვა რაიონებში არ იყო ანალოგიური სიტუაცია? იმენა ესე მგონია ჩრდ. კორეაში ვცხოვრობთ. მთავარმა არხმა და იმედმა სულ გამოურეცხა ამ ხალხს ტვინები.
სამწუხაროდ
02 ნოემბერი 2020 07:12
8
რატომ არ დებთ ჩემს კომენტარს? რატომ?????
სპირიდონი
01 ნოემბერი 2020 21:23
0
Kai ra kai ra politika tore ar aayvavo kveyana ert sakmes mixede tavi shen ar giskdeba da ar myavxar geniosi shen
Dato
01 ნოემბერი 2020 21:17
7
ბიძინას მონა ხარ
გიგა
01 ნოემბერი 2020 20:26
13
ძალიან არ მომწონს რომ პოლიტიკაშია, თუმცა მიიღო ასეთი გადაწყვეტილება და იყრის კენჭს,მაგრამ მე იმ ადამიანის ტვინში ჩამახედა, ამ პატიოსან კაცს და ნიკანორ ზონდერ მელიას შორის არჩევანში,რომ მეორეს მხარეს დაიჭერს.სულ დაკარგეს გლდანელებმა თავმოყვარეობა? ერთი 2007 წლის ნოემბერში ბუნდესლიგაში თამაშობდა,მეორე კიდევ ქუჩაში ხალხს ხელკეტს ურტყამდა და ამ ორს შორის არჩევანი მეორეზე გააკეთეთ, შუბლის ძარღვი რომ გაგიწყდება მარტივია ცხოვრებაო ესე უთხრა დუმბაძეს ერთმა ჭკვიანმა კაცმა,ხოდა ესე ყოფილა გლდანში ბევრის საქმე. რაც შეეხება კობის, კობი კაცურად შეეშვი მაგ ბინძურ ადამიანებს და აკეთე შენი ალალი გულით ქართული ფეხბურთის საქმე.არ გაახარებენ პოლიტიკაში პატიოსან ხალხს.
სამწუხაროდ
01 ნოემბერი 2020 20:10
39
გენაცვალე სიმართლეში,თუმცა ნახე რამდენი დისლაიქი აქვს ჩემს კომენტარს, სავარაუდოდ 18-20 წლის გლდანელებისგან,რადგან არ ახსოვთ ის პერიოდი,აბა საღ გონზე მყოფმა ადამიანმა,რომელიც ამ ყველაფერს შეესწრო,მელიას როგორ უნდა მისცე ხმა.არც გლდანელი ვარ და მითუმეტეს არც რომელიმე პარტიის წევრი არ მყავს მეზობელიც კი.უბრალოდ მაგრად ტეხავს ეს ყველაფერი.
გაოცება-ს
01 ნოემბერი 2020 21:43
20
100% გეთანხმები. როდესაც ნაწილი ქართველებისა საქართველოს არცხვენდა ევროპაში, ამ დროს კობიზე და იაშკაზე მთელი ფრაიბურგი აფანატებდა და ამასთან მელია ვინაა ვერ ვხვდები. გლდანში არ იყო ეკლესიას რომ დაესხა თავისძმაკაცებთან ერთად და თავის მრელიანად დალეწეს ყველაფერი. მოგენატრათ გლდანელებო თუ რა ხდება?
გაოცება
01 ნოემბერი 2020 21:32
22
წადი ლევან შენს სიტყვას ფასი უკვე არა აქვს. პატივს გცემდი, როგორც ფეხბურთელს. მაგრამ უკვე დაკარგე ფასი ვაიპოლიტიკოსად გახდომის შემდეგ. რატომ აზარალებ ისედაც დაჩაჩანაკებულ ქართულ ფეხბურთს გააკეთე არჩევანი მაინც?
ქომაგი
01 ნოემბერი 2020 19:33
17
სირცხვილი ის არის, ორ სკამზე რომ უნდა ჯდომა.
თენგო
01 ნოემბერი 2020 22:59
6
მელიამ როგორ მოგიგო სირცხვილია
irakli
01 ნოემბერი 2020 19:12
22

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული