დავით მუჯირი: ქომაგებს ბოდიშს ვუხდი - სფფ-ის შენობასთან იდგნენ პოლიტიკურად ანგაჟირებული პირები

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივამა დავით მუჯირმა TV პირველის ეთერში საქართველოს ნაკრების წარუმატებლობაში გულშემატკივრები დაადანაშაულა. ამის გამო მათ მისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვეს. მუჯირმა თავის "ფეისბუქის" გვერდზე განმარტება გააკეთა:

"მინდა განმარტება გავაკეთო ფეხბურთის გულშემატკივრისთვის, რომლის შეცდომაში შეყვანასაც მიზანმიმართულად ცდილობენ. სამწუხაროა, რომ ასეთი ფორმით ხდება ჩემი გუშინდელი კომენტარით აპელირება.

პირველ რიგში, ჩვენ ქომაგებს ვუხდი ბოდიშს, იმ შემთხვევაში, თუ არასწორად გაიგეს ჩემი ნათქვამი. გულშემატკივარი, ფეხბურთის მე-12 მოთამაშე, არის ის ძალა, რომლითაც პირადად მე და თითოეული ჩვენი გუნდის წევრი ყოველთვის ვამაყობთ და ჩვენი დამოკიდებულება
მათ მიმართ არაერთხელ დაგვიფიქსირებია. მათი უდიდესი დამსახურებაა იმაში, რომ ეროვნული ნაკრები ასე ახლოს იყო სანატრელ მიზანთან.

არასოდეს დავიღლები მათთვის მადლობის გადახდით. გუშინაც აღვნიშნე და დღესაც გავიმეორებ, ჩრდილოეთ მაკედონიასთან მარცხი ყველაზე დიდი ტრაგედია იყო სწორედ ქართული ფეხბურთის ნამდვილი გულშემატკივარისთვის.

თუმცა, აქვე მათთვის განვმარტავ, რომ ის მოვლენები, რომელიც საქართველო - ჩრდილოეთ მაკედონიის მატჩის მეორე დღეს ფეხბურთის ფედერაციასთან ხდებოდა, არანაირ კავშირში არ იყო ქართულ ფეხბურთთან. 13 ნოემბერს ფედერაციის შენობასთან არც ერთი ნამდვილი გულშემატკივარი არ იდგა. იქ იდგნენ პოლიტიკურად ანგაჟირებული პირები, რომლებიც ყველანაირი ხერხებით ცდილობდნენ პროვოკაციების მოწყობას. სწორედ მათი მისამართით იქნა ნათქვამი ის ფრაზები, რომლით აპელირებასაც ახლა ცდილობენ.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ქართულ ფეხბურთს ყავს გამორჩეული ქომაგი, რომელიც ყოველთვის გვერდით უდგას თავის საყვარელ გუნდს.

აღვნიშნავ, რომ ქართველი ქომაგის უდიდესი დამსახურებაა, რომ ეროვნული ნაკრები ასე ახლოს იყო სანატრელ მიზანთან.

ბოლოს, მინდა წარმატება ვუსურვო საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს ხვალინდელ მატჩზე, რომელსაც სომხეთის წინააღმდეგ გამართავს. ჩვენ ბიჭებს სწორედ ახლა, ყველაზე მეტად ჭირდებათ ჩვენი მხარდაჭერა".

მკითხველის კომენტარები / 19 /
ჩამოეფარეთ ლეღვის ფოთლებად. იმხელა პოსტი დავწერე და ეტყობა ქოც-მოდერატორის მაღალი სტანდარტი ვერ დააკმაყოფილა.
1234
15 ნოემბერი 2020 21:31
0
amnairi gaunatlebeli xalxia, rom dagupes ara marto fexburti aramed sakartvelos ganvitareba, shenairebs evropashi fostalionobas tu andobdnen)))
CAMEL
15 ნოემბერი 2020 20:06
0
ცხადაძე დააბრუნეთ და თქვენ თქვენი ადგილები მოძებნეთ ამოუვიდა ხალხს ყელში თქვენი უნიათობა. საკლუბუ გინდა თუ სანაკრებო დონეზე 0 თქვენი დამსახურება!
koba
15 ნოემბერი 2020 18:39
0
ცხადაძეს ვინ დააბრუნებს, ამათი გაგდებულია იმიტომ რომ კალაძის საძმოში არ ირიცხება. ხო გვითხრა კალაძემ რატომ არიან ფედერაციაში ყოფილი ფეხბურთელები, თურმე ზოგი მის გვერდით თამაშობდა, ზოგიც მისი მეგობარია და მორჩა!!! თანაც დაამატა: ხო მიხვდით-ო. აი ამაზე დიდი ცინიზმი მე არ გამიგია ჩინოვნიკისგან და ამას დაამატეთ "მთაწმინდიდან გამოქანება", შუა თითი მანქანიდან, საახალწლო ნაძვის ხეზე: სიგრძეც და სიგანეც გეყოფათო, და საერთოდ "რა გჭირთ ტოოო"!!! თქვენ ასწავლით კალაძეს ვინ უნდა "მართოს და როგორ" ფედერაცია.
koba-ს
16 ნოემბერი 2020 14:53
0
რა უნდა ამ სუბიექტს? 11500-ლარი აქ ხელფასი,შეირგე ის და იყავი მშვიდად, თუ არადა სიჭინავას დაუძახებთ და დანარჩენი იცი
jiji
15 ნოემბერი 2020 17:01
0
რა დამსახურებითაა გენმდივანი, ფეხბურთელი დიდი არაფერი, განათლებით ხომ საერთოდ, ცირკია.DDDD
hhh
15 ნოემბერი 2020 15:19
0
რომც ყოფილიყვნენ ანგაჟირებულნი არ გაქვთ უფლება ცემოთ და ნუ ბლატაობთ-ფეხბურთს მიხედეთ. ცქიტიშვილი არ გრცხვენია ბავშვს ხელს ურტყამ, თან მისაღები ქონდაო იძახი ქუჩურად?-მიდი ერთი ქუჩის ბიჭს ებლატავე თუ მაგარი ხარ და ფედერაციას მოშორდი და მიუშვით პატიოსანი ხალხი
ჯაბა
15 ნოემბერი 2020 14:14
1
ყველა სფეროში ნეპოტიზმი!!! რა დამსახურებით ხარ ფეხბურთის ფედერაციაში?
beqa
15 ნოემბერი 2020 13:44
1
Აქ პოლიტიკური ანგაჟირებულობა მხოლოდ თქვენგან ჩანს, ხელისუფლებას მონურად რომ გაუგორეთ კოჭი და უაპელაციოდ წაგვართვით თამაშზე დასწრების შესაძლებლობა და ნაკრებს გულშემატკივარი, თან რა თამაშში!
Irakli
15 ნოემბერი 2020 12:48
2
Ეს ბოდიში კი არა ცეცხლზე ნავთის დასხმაა და მაგასაც ვერ ხვდებით. თქვენი ინტელექტი და განათლება მეტის საშუალებას არ იძლევა, Ასეთი ბოდიშის მერე კი ნამდვილად უნდა წახვიდეთ სახლში! Არა არის თქვენი ადგილი ასეთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე!
Irakli
15 ნოემბერი 2020 12:46
1
მოვითხოვთ გამოაქყვეყნეთ ფედერაციის ხელმძღვანელი პირების ხელფასების რაოდენობა საჯაროდ.
Mg
15 ნოემბერი 2020 12:32
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული