"სასუოლოს" მომავალი ქართულად საუბრობს?.." - იტალიელები ხვიჩას თამაშს კიდევ ერთხელ გამოეხმაურნენ

AutoSharing Option
"სასუოლოს" მომავალი ქართულად საუბრობს?" - ასე დაიწყო sassuolonews-მა სტატია, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიაზეა დაწერილი.

წლების განმავლობაში "ნეროვერდეს" კლუბი ბევრ უცხოელ ფეხბურთელს იფორმებდა და ნელ-ნელა აფართოებდა თვალთახედვის სპექტრს.

"სასუოლომ" გასულ სატრანსფერო ბაზარზე სამი უცხოელი გაიფორმა. ამჟამად კლუბს ქართველი ვუნდერკინდის, ხვიჩა კვარაცხელიას დამატება სურს.

როგორც მისმა აგენტმა მამუკა ჯუღელმა ჟურნალისტ არუსტამიას განუცხადა, ქართველით "სასუოლო", "უდინეზე" და "ტორინო" ინტერესდებიან.

19 წლის ფეხბურთელი უკვე საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერია. რაც შეეხება კონკრეტულად ამ სეზონს, ქართველმა 2 გოლი
და 5 ასისტი შეასრულა.

ამჟამად კვარაცხელია "რუბინში" ასპარეზობს და "სასუოლოს" თვალთახედვაშია მოქცეული.

როგორც ნუმერო დიეზმა განაცხადა:

"19 წლის ქართველი დაბადებულია ფლანგიდან შესატევად. მწვრთნელს მისი დაყენება ორივე ფლანგზე შეუძლია. მისთვის კომფორტული მარცხენა ფრთაა, რათა ითამაშოს მისი საყვარელი ფეხით და ბურთი შორეულ კუთხეში გადაგზავნოს. დავამატებ, რომ ხვიჩას მარცხენა ფეხითაც შესანიშნავად შეუძლია თამაში. გასაოცარი სისწრაფე, შერწყმული ბურთის ფლობის ტექნიკასთან. ამჟამად "რუბინისთვის" კონტრშეტევა მთავარი იარაღია.

გადაჭრით შემიძლია გითხრათ, რომ რუსეთის ჩემპიონატს წარმატებული დრიბლინგებით ის უკვე ლიდერობს (მატჩში საშუალოდ 4). საშუალოდ 7.2 დუელს იგებს მატჩში, რაც 90 წუთში შესანიშნავი შედეგია. ის ერთი-ერთზე შესანიშნავად თამაშობს".

როგორც ჩანს, იტალიურ კლუბს ხვიჩა კვარაცხელიას დამატება ნამდვილად სურს.

წყარო: sassuolonews
ასევე დაგაინტერესებთ