შოთამ უზბეკები გადარია - არველაძეს ჩემპიონობას "რეინჯერსიდანაც" ულოცავენ, "ფახთაქორის" დირექტორმა კი პირობა მისცა, რომ...

AutoSharing Option
შოთა არველაძის "ფახთაქორი" ზედიზედ მეორედ გახდა უზბეკეთის ჩემპიონი.

რა თქმა უნდა, ამ ფაქტს ყველა ადგილობრივი სპორტული მედია საშუალება გამოეხმაურა, სადაც წერია, რომ ჩვენებურმა ტაშკენტურ გუნდში დიდი სამუშაო გასწია.

უზბეკები თვლიან, რომ დღეს მათ ჩემპიონატში შოთა საუკეთესო მწვრთნელია და ამაზე შედეგებიც მოწმობს. ის ორჯერ დაასახელეს მიმდინარე სეზონში თვის საუკეთესო დამრიგებლად.

თავის მხრივ, არველაძეს, "ფახთაქორის" სპორტულმა დირექტორმა ჯაფარ ისისმეტოვმა პირობა მისცა, რომ გუნდის ლიდერ ჯალოდინ მაშარიპოვს არ გაყიდის.

როგორც ირკვევა, ამ 27 წლის ფორვარდს ბევრი მთხოვნელი ჰყოლია, თუმცა შოთას სურვილი მისი შენარჩუნებააა
და ისისმეტოვმა განაცხადა, რომ მწვრთნელს ამ სურვილს შეუსრულებს.

შოთა დღემდე არ ავიწყდებათ "რეინჯერსშიც". Followfollow.com გლაზგოელთა ფანების ფორუმია, სადაც ამ გუნდის გარშემო განვითარებულ მოვლენებს განიხილავენ.

20 ნოემბერს კი გაიხსნა თემა, სადაც არველაძის წარმატება აღნიშნეს და შოტლანდიელი გულშემატკივრები შოთას გამარჯვებას ულოცავენ და დიდ წარმატებას უსურვებენ.

აქვე გეტყვით, რომ "ფახთაქორი" ზედიზედ მეორედ, ჯამში კი მეცამეტედ გახდა უზბეკეთის ჩემპიონი. კლუბს ჩემპიონატში კიდევ 3 თამაში დარჩა ჩასატარებელი და არველაძემ თქვა, რომ მიუხედავად უკვე მოპოვებული ჩემპიონობისა, გუნდის ყველა ფეხბურთელი მაქსიმალურად დაიხარჯება.

"ფახთაქორი" უზბეკეთის თასის 1/8-ფინალშია გასული, აზიის ჩემპიონთა ლიგაზე კი მეოთხედფინალს უწია, სადაც ირანის წარმომადგენელ "პერსეპოლისთან" დამარცხდა.

მკითხველის კომენტარები / 9 /
კობაციძე დავნიშნოთ კაი პროგნოზები აქვს
ან კალაძე ნაძვის ხეებში მაგარია
ან მელია მიმწოლია
ან საერთოდ ეს ვიგინდარა პოლიტიკოსები შევყაროთ ფეხბურთში იქნებ თავი დაგვანებონ
ნაც-ქოცურმა ხროვამ
ბურთი ვუყიდოთ და შემოვღობოთ რო ვეღარ დაბრუნდნენ პოლიტიკაში
გოგი
28 დეკემბერი 2020 09:48
0
კალაძე და კობიაშვილი არველაძეებთან ვერ არიან კარგ ურთიერთობაში, ამიტო, ზღაპარია შოთისთვის ნაკრების ჩაბარებაზე საუბარი.

და ისედაც, არგვინდა მწვრთნელითქო ვამბობ და არ მიჯერებთ. აზრი არააქ ძმაო, რამდენი მწვრთნელი იყო და რამე შედეგი გვინახავს? არა.
სულ ინდივიდუალისტების ხარჯზე ვშვებოდით თუ რამეს ვშვებოდით. კვარა და ჩაკვერო გამოჯანმრთელდებიან გააკეთებენ ხოლმე მომენტებს და გაიტანს ოქრი ან ვაკო. და ვიქნებით ერთ დონეზე რა. რად უდნა ამას მწვრთნელი
ირაკლი
23 ნოემბერი 2020 12:53
2
კი იქნება საუკეთესო საქ.ნაკრებისთვის, მარა ვინ გააკარებს, თან თბილისელს.
ჯაბა
23 ნოემბერი 2020 10:34
3
იქნებ აქაურ ფეხბურთსაც უშველოს როგორმე..
არაგველი
23 ნოემბერი 2020 07:46
0
მეგონა დაპირდა მესის თუ არა კავანის გიყიდიო, ეს თურმე მაშარიპოვს))) არ გაუყიდის...)))))))))))))))
zaza
22 ნოემბერი 2020 23:35
3
ჯაფარ ირისმეტოვი, საკმაოდ ცნობილი ფეხბურთელი იყო უზბეკეთის კვალობაზე, თავის დროზე მოსკოვის სპარტაკშიც თამაშობდა ცოტა ხნით, თუმცა მასზე გაცემული ავანსები ვერ გაამართლა, ისე მახსოვს ლამაზი მაკრატელა გოლები გაიტანა თავიდან. დირექტორი გამხდარა ფახთაქორის..
Baxt
22 ნოემბერი 2020 21:20
1
ხედავ შენა?
ლევან
23 ნოემბერი 2020 03:21
1
ვუსურვებ აზიის ჩემპიონთა ლიგაც მოეგოს.
ლევანი
22 ნოემბერი 2020 17:38
0
დამარცხდაო უკვე დამარცხდაო
maroko
22 ნოემბერი 2020 20:35
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული