გარდაიცვალა ფეხბურთელი, რომელთანაც ოქრიაშვილს კონფლიქტი მოუვიდა

AutoSharing Option
ქართველ გულშემატკივარს ახსოვს თორნიკე ოქრიაშვილის კონფლიქტის ისტორია, რომელიც 2014 წელს, "გენტში" ყოფნისას გადახდა თავს. დღეს კი ამ უთანხმოების მეორე მონაწილე, ანელე ნგკონგა გარდაიცვალა.

33 წლის სამხრეთაფრიკელი მცველი კარიერის მიწურულს სამშობლოში დაბრუნდა და იქაური "ამაზულუს" რიგებს იცავდა. სამწუხაროდ, ფეხბურთელს ავარია მოუხდა და ინციდენტის შედეგად დაიღუპა.

ანელემ ბელგიის უმაღლეს ლიგაში "გეკის" მაისურით 223 შეხვედრა ჩაატარა და 8 გოლი გაიტანა, სამხრეთ აფრიკის ნაკრების ფორმა კი 53-ჯერ მოირგო.