"ლანჩხუთი" საქართველოში ვერ ითამაშებს?! - მეტოქე თბილისში ჩამოსვლის წინააღმდეგია

AutoSharing Option
შვედური გამოცემა svt.se წერს, რომ ქალთა ჩემპიონთა ლიგის "ნოკ-აუტის" პირველ ეტაპზე საქართველოს ჩემპიონ "ლანჩხუთის" მეტოქე "როსენგარს" 8 დეკემბერს გასამართი მატჩის ნეიტრალურ სტადიონზე ჩატარება სურს.

შვედეთის მთავრობის მითითების მიხედვით, 31 იანვრამდე საქართველოში ჩამოსვლა რეკომენდებული არაა. სწორედ ამიტომ, შვედურ მხარეს ნეიტრალური ადგილი ერთადერთ რეალურად ალტერნატივად მიაჩნია.

"არ ვიცი, საუკეთესო გზა რა შეიძლება იყოს. ჩვეულებრივ, საქართველოში თამაში კარგი იქნებოდა, თუმცა, დღევანდელი შეზღუვების გათვალისწინებით, ნეიტრალური გეგმა ერთადერთი ალტერნატივაა", - განაცხადა "როსენგარის" სპორტულმა დირექტორმა ტერესა სერგანმა.

მისივე სიტყვით, მატჩის ჩატარების ალტერნატიულ ადგილებად პოლონეთი, საბერძნეთი და
კვიპროსი განიხილება.

აღსანიშნავია, რომ გუნდის კაპიტანი კეროლაინ სეგერი უეფას აკრიტიკებს და ამბობს, ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო ქალთა გუნდებს ისეთივე დახმარებას რომ უწევდეს, როგორც კაცთა კლუბებს ეხმარება, პრობლემა არ იქნებოდა. მოგეხსენებათ, კაცთა ჩემპიონთა ლიგაზე მატჩის ადგილას ჩარტერული რეისით ჩაფრენა სავალდებულოა და ფინანსების ნაწილს უეფა გამოჰყოფს ხოლმე.

ქალთა შემთხვევაში კი პირიქითაა, უეფა ტრანსპორტის ხარჯებს კლუბებს არ უნაზღაურებს და შესაბამისად, ვერც "როსენგარს" ექნება ორგანიზაციის იმედი.

ასეა თუ ისე, შვედური მხარე ნეიტრალურ მოედანზე თამაშს ითხოვს და ჯერ გაურკვეველია, თუ ზუსტად სად გაიმართება მატჩი.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 16 /
შვედები რას ითხოვენ არ ვიცი და თუ არ ჩამოვლენ წაგება ჩაეთვლებათ. იმედია სსფ უცხოელი ბიძია დეიდებოს წინაშე მორცხვობას არ გამოიჩენს და საქართველოში მატჩის გამართვას არ დათმობს
ივან
19:09 25-11-2020
0
უუნარო ფედერაციის შემხედვარე აღარაფერია გასაკვირი, ისტორიული შანსი წაგვართვეს.
შენი კეთილის მსურველი
20:21 25-11-2020
15

სიახლეები პოპულარული