საქართველოს ფუტსალის ნაკრები პარიზში საფრანგეთს დაუზავდა - 4:4 [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი მატჩი გამართა. ავთანდილ ასათიანის გუნდი სტუმრად საფრანგეთს დაუპირისპირდა და მატჩი პარიზში ფრედ, 4:4 დასრულდა.

შეხვედრაში ანგარიში მე-2 წუთზე რამირესმა პენალტით გახსნა და საფრანგეთი დააწინაურა. საქართველოს ნაკრებმა მალევე გაათანაბრა, იმავე წუთზე გოლი ბინიოს ანგარიშზეა. წონასწორობის აღდგენის შემდეგ უპირატესობას ჩვენი გუნდი დაეუფლა და ორწუთიან მონაკვეთში წინ გასვლაც მოახერხა. მე-8 წუთზე მეტოქის კარი რონინიომ აიღო, მე-10-ზე კი ეროვნული ნაკრების დებიუტანტმა ელისანდრომ გაიტანა. საქართველოს ნაკრებმა ტაიმის ბოლომდე უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხა, მე-17 წუთზე ალამ პენალტით
სხვაობა შეამცირა, მე-20 წუთზე კი მოჰამედიმ დუბლი შეასრულა და საკუთარი გუნდი დააწინაურა.

მეორე ტაიმი ავთანდილ ასათიანის გუნდის უპირატესობით წარიმართა და მეტოქის კართან რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი შეიქმნა. საბოლოოდ, 33-ე წუთზე სიმი საიოტიმ ანგარიში გაათანაბრა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის მომდევნო შეხვედრას 2 თებერვალს, საკუთარ მოედანზე რუსეთის წინააღმდეგ გამართავს.

შეგახსენებთ, რომ ჩვენი გუნდი საკვალიფიკაციო ეტაპის B ჯგუფში ასპარეზობს. ავთანდილ ასათიანის გუნდის მეტოქეები კი საფრანგეთი და რუსეთი არიან. მესამე გუნდის ვინაობა ბულგარეთი/სომხეთის წყვილში 9 დეკემბერს გაირკვევა. ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპი ექვს ტურად მომავალი წლის აპრილის ჩათვლით გაიმართება.

GFF.GE

მკითხველის კომენტარები / 5 /
მოგება და ტოლსწორი თამაში კარგია ძლიერ გუნდებთან, მაგრამ ჩემთვის როგორც გულშემატკივარისთვის ქართველი მოთამაშეების ნახვა უფრო სასიამოვო იქნება.. არაფერს არ ვუწუნებ უცხოელებს, მაგრამ ჩვენებიც შეუშვით ხოლმე

ახალ-სპორტის სასახლეში იქნებ მცირე გულშემატკივარი მაინც დაუშვათ მომავალ თამაშზე, მოგვენატრა სპორტიი! :)

წარმატებები ჩვენებს
Biankonneri
09 დეკემბერი 2020 20:09
0
ბრაზილიის რიგითი გუნდი ევროპის ჩემპიონატზე.
ჯ.ჩ.
09 დეკემბერი 2020 19:34
0
რმ შეთამაშდებიან უკეთეს შედეგს დადებენ, ამ საფრანგეთს თბილისში გავბრდღვნით, მარა რუსებს რას ვუზამთ ეგაა საქმე.
hhh
09 დეკემბერი 2020 17:10
0
ერთი 3 ბრაზილიელი კიდე დავამატოთ და მერე კი შეიძლება ევროპის ჩემპიონობაზე ფიქრი.
zaza
09 დეკემბერი 2020 11:52
3
ბრაზილიის ნაკრები ჯერ ვერაა ფორმაში, თორემ საფრანგეთს მოუგებდა.
gurami
09 დეკემბერი 2020 10:51
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული