"დგება მომენტი, როდესაც მხოლოდ ბრძოლის ჟინი და მონდომება არ არის საკმარისი. გაცილებით მეტია საჭირო. ჩვენთვის თავიდანვე ცნობილი იყო, თუ რა მეტოქესთან გვიწევდა ჭიდილი. გვინდა ეს ინფორმაცია თქვენც გაგიზიაროთ. სურათზე ასახულია ყველა იმ სპონსორის სახელი და ლოგო, რომლებიც ფინანსური თუ ტექნიკური მხარდაჭერით უზრუნველყოფენ ქალთა საფეხბურთო კლუბ "როსენგარდს". სპონსორების რაოდენობა თავად დათვალეთ, ხოლო სხვა მნიშვნელოვანი ფაქტები ქვემოთ არის მოყვანილი:
"როსენგარდის" წლიური ბიუჯეტი 3
მილიონ ევროს აღწევს. შედარებისთვის, ქსკ "ლანჩხუთის" წლიური ბიუჯეტი 2020 წელს დაახლოებით 32 000 ევროს შეადგენს.
კლუბში, გარდა შვედეთის ეროვნული ნაკრების 6 წევრისა, ასევე თამაშობს დანიის ნაკრების 4 ფეხბურთელი. ცნობისათვის, დანიის ქალთა საფეხბურთო ნაკრები ევროპის ვიცე-ჩემპიონია.
კლუბში მოასპარეზე სხვა ლეგიონერები ახალი ზელანდიის, ისლანდიის და სერბეთის ნაკრებების ძირითადი შემადგენლობის წევრები არიან.
კლუბი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის მონაწილეა. ბრაზილიელი მარტა, რომელიც სამართლიანად მიიჩნევა მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელ ქალად, 2017 წლამდე "როსენგარდის" ღირსებას იცავდა.
ყველასთვის ცხადია, რომ მეტოქე სპორტული და ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით ცალსახად აღემატებოდა ჩვენს კლუბს და შესაძლებლობებს. თუმცა აქვე გვინდა აღვნიშნოთ, ზუსტად ვიცით, რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ, რათა სამომავლოდ არა მხოლოდ მოვხვდეთ ჩემპიონთა ლიგის მეთექვსმეტედფინალში, არამედ იქაც დავტოვოთ ჩვენი კვალი, ისევე, როგორც ეს ყაზახურ და რუმინულ კლუბებთან გასვლითი შეხვედრების დროს მოვახერხეთ!
დიდი მადლობა ყველა ჭეშმარიტ გულშემატკივარს!".
...რომელმა კაცთა გუნდმა უწია ამას დაწერეთ....ალბათ ავტორს 32 ათასი ლარი უნდა დაეწერა დაფინანსება....არა მგონია ამ გუნდს 120000 ლარი ქონდეს დაფინანსება....სამარცხვინოა ამ პატარა გუნდისთვის შეურაცყოფა,ეს ქალთა ფეხბურთია 0-7 იც იქნება და ნელ-ნელა გახდება 2-0,4-0,7-0 ჩვენს სასარგებლოდ
...გოგონებო გული არ გაიტეხოთ,იმაზე მაგარი შედეგი დადეთ ვიდრე დინამომ 39 წლის განმავლობაში