"რატომ უნდა ითამაშოს საქართველოს ნაკრებმა შემტევი ფეხბურთი?!" - რევაზ არველაძე

AutoSharing Option
"პირველ არხზე" გადაცემა "ტაიმაუტის" სტუმარი სფფ-ის ყოფილი გენერალური მდივანი გახლდათ, რომელმაც France Football-ის მიერ გამოქვეყნებულ "ოცნების გუნდზე" ისაუბრა.

ყოფილმა ფეხბურთელმა საუბარში საქართველოს ნაკრებიც ახსენა.

"თანამედროვე ფეხბურთი ყოველდღიურად იცვლება. გუშინ სხვა რაღაც ხდებოდა, დღეს უკვე სხვა არის და ამაზე ყველა თანხმდება.

არ მესმის, როდესაც ამბობენ, რომ საქართველოს ნაკრებმა აუცილებლად შემტევი ფეხბურთი უნდა ითამაშოსო...

რატომ? - ეჭიროს მეტოქეს ბურთი 60% და ჩვენ ვიყოთ მეორე ნომრები. ჩამოაწოდოს იმან 15 კუთხური და შენ გაცილებით ნაკლები.

შეხედეთ მოურინიოს, რას აკეთებს დღეს ის და ინგლისში ყველაზე
ტიტულოვანი მწვრთნელია. მან 300 მილიონი გამოიმუშავა და ყველა შესაძლო ტიტული მოიგო.

ლა ლიგას ჩახედეთ და ნახავთ, რომ 38 გოლის გამტანი "ბარსელონა" მესამეზეა, 31 გოლის შემგდები "ატლეტიკო" კი - პირველზე. ამიტომ, ჩემთვის გაუგებარია, რატომ უნდა ვითამაშოთ აუცილებლად შემტევი ფეხბურთი", - ამბობს არველაძე.

მკითხველის კომენტარები / 33 /
Makedoniastan ragac mtlad suftad ar iyo yvelaferi- anu..imat ro bardi gamoakldat(naxevari gundia) darchat beberi pandevi da koronasgan naavadmyofebi elmasi,aseve 2 flangis mcveli-ristovski da alioski,centrshi zagrebis kapitani ademic nemsebit atamashes..da aset situaciashi erti negatiuri komentari ar gauketebiat..daje tamashis wina dges roca xvichaze ar vicodti idzaxodnen mogigebt,mogigebto da magat xodze iyvnen..
Tamashis dges chvenebi vabshe chasvrilebi iyvnen-titqos ukve waages...ra vici,ra vici..
Da am opoziciis yvelaferic ro maincdamainc 30 wliani istoriis mandzilze yveöaze mnishvnelovani matchisas moundat saqartvelos gauketeseba..
Levani
15:31 16-01-2021
1
ხო ასე რომ აპრავებენ ჩვენი ნაკრების უნიათობას შეტევაში, იმიტომ მოხდა მაკედონიასთან ის "კოლაპსი" როცა მოწინაამდეგე დაწინაურდა და ჩვენ უკვე იძულებულნი ვიყავთ პირველ ნომრად გვეთამაშა, ბურთი გადაგვეტანა მაინც მეტოქის ნახევარზე, მაგრამ ეს ვერ შევძელით. დღევანდელ ფეხბურთში ისე არ ხდება რომ რაღაც ერთი მოდელი გქონდეს თამაშის და იმან შედეგი მოგიტანოს. ერთი კონკრეტული თამაშის მსვლელობისას შეიძლება რამდენჯერმე შეიცვალოს მდგომარეობა და შენ გარკვეული დროის მანძილზე დაცვაში ზიხარ,მაგრამ უეცრად მოგიწიოს გადაწყობა და თუნდაც პოზიციური შეტევების განვითარება. თუ შენ ამისთვის წინასწარ არ ხარ მზად ფსიქოლოგიურად, ტაქტიკურად და ფიზიკურად მაშინ ხდება ის რაც ჩვენ დაგვემართა
დუდუ
15:04 16-01-2021
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული