"ნოუ კამპისა" და "სან სიროს" მსგავსი საფარი ბათუმის სტადიონზე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბათუმის სტადიონი ამიერკავკასიაში ერთ-ერთი პირველი სტადიონი იქნება, ბაქოს ახალ ოლიმპიურ სტადიონთან ერთად, რომელსაც პრემიუმ-კლასის ჰიბრიდული მინდვრის საფარი ექნება.

ჰიბრიდული მინდვრის საფარის მოწყობას ბათუმის სტადიონზე მსოფლიოს წამყვანი ბრიტანული კომპანია SISPITCHES-ი განახორციელებს.

სტადიონის მშენებელი კომპანია "ანაგი" საფარის მოდერნიზებას საკუთარი სახსრებით განახორციელებს.

საერთაშორისო ბრენდ SISPITCHES-ს ჰიბრიდული საფარით მსოფლიოში 100-ზე მეტი სტადიონი აქვს მოწყობილი, მათ შორის, ბარსელონას "კამპ ნოუს" და მილანის "სან სიროს" სტადიონები. აღსანიშნავია, რომ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე 6 სტადიონის მინდორი ჰიბრიდული საფარით სწორედ SISPITCHES-მა მოაწყო.

მინდვრის ჰიბრიდული ზედაპირი ულტრათანამედროვე, მაღალტექნოლოგიური პროდუქტია,
რომელიც მოედანზე ბუნებრივ ბალახთან ერთად ეწყობა და მის სიმტკიცეს, რამდენჯერმე გაზრდილ ცვეთამედეგობას და სეზონურობის მიმართ სტადიონის მდგრადობას უზრუნველყოფს.

სტადიონის მოედნის ჰიბრიდული ზედაპირი არის საკმაოდ ძვირად ღირებული ტექნოლოგიური გადაწყვეტა და წარმოდგენილია ისეთი მაღალი დონის სტადიონებზე, როგორებიცაა მილანის "სან სირო", ბარსელონას "კამპ ნოუ", ასევე ბრიტანეთის, იტალიის, ესპანეთის და ევროპის სხვა ქვეყნების A კლასის სტადიონები.

გაზაფხულზე სტადიონი საქართველოს ეროვნული ლიგის თამაშებს უმასპინძლებს. 2023 წელს კი სტადიონზე 21 წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატი გაიმართება.


მკითხველის კომენტარები / 8 /
კი კი აბა რა, კაია, აბა რა
ეგრე გააგრძელეთ, მერე იტყვით განათება არ ვარგა, ბერნაბეუსი უნდა დავაყენოთო
ზორბეგი
20 იანვარი 2021 01:09
0
1986 წელს ლანჩხუთის გურია გადავიდა სსრკ ჩემპიონარტის უმაღლეს ლიგაში და საღაც თვენახევარში აშენდა იმ დროისათვის ჩინებული სტადიონი და დაიგო მოედანზე ბუნებრივი საფაი, რომელმაც 20 წელზე მეტი გაძლო საუკეთესო ფორმაში,თან ყოველგვარი მოვლის გვარეშე 90-იანებში სტადინს ვინ მოუვლიდა ყველა ხვდებით, დავიჯერო მაშინდელი სპეციალისტებიდან აღარავინაა ცოცხალი, რომ მილიონები არ ვყაროთ სადღაც?
jjj
19 იანვარი 2021 17:59
4
ხოდა მაგ ბრიტანეთში ყველგან ეგეთი საფარაია სადაც მაგარი სტადიონები და გუნდები ყავთ თორე ბრიტებს მწვანე საფარის მოვლა არ ეშლებათ.ჩვენთან კიდე აგრონომები გაქრა და მათ ფუნქცია პოლიტ ელიტა მ შეითავსა აგერ უკვე 20 წელია. დდ
Zaza
19 იანვარი 2021 16:58
2
გახსნის შემდეგ მეორე თამაშზე მოედანი უკვე ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო. საკმაოდ დიდი დრო იყო გასული ბალახის დაგებიდან გახსნამდე და გაზონი წესით უკვე გამაგრებული და თამაშებისთვის უკვე მზად უნდა ყოფილიყო, მაგრამ მოხდა პირიქით. ისმის კითხვა ვინ დააგო გაზონი, ვისთან დადეს ხელშეკრულება. ეს საკითხი სახელმწიფო აუდიტის გამოსაძიებელია, რადგან სტადიონი სახელმწიფო ფულით აშენდა. აღარ შეიძლება ამდენი უკონტროლობა და განუკითხაობა. დიდ ბრიტანეთში სულ წვიმს, და უფრო მეტი ნალექია ვიდრე ბათუში მაგრამ სტადონებზე გაზონს ორ-სამჯერ არ აგებენ. სირცხვილი აჭარის ხელისუფლებას.
mvx
19 იანვარი 2021 15:20
6
რამოდენაა ის ძაღლი და მისი თავი, რომელიც ამ სტადიონის საძირკველშია ჩამალული? თავიდან ამბობდნენ რომ ეს მშენებლობა მიდის ძალიან დაბალი მოგების მარჟით მხოლოდ 5%-ითო მაგრამ ყველაფერი ხარისხში გადაიტანა მშენებელმა კამპანიამო.
ჰოდა ჩემო კარგებო ის 5%-იანი მარჟა მოგების რომ ვერ ფარავს ამ უძვირესი მოედნის დაგებას, რა ასეთი ქველმოქმედები ხართ რომ ამოდენა ფულს ხარჯავთ?
ანაგი მანამდის დიდად არ გამოირჩეოდა მასშტაბური ქველმოქმედებობით და ახლა რა აგიტყდათ? ვინ გაქველმოქმედებთ და ვინ შეგაწერათ? რატომ შეგაწერათ?
თქვენ ხომ პრეცედენტს უშვებთ რომ არასწორი პროექტის და მოთხოვნის წარმომდგენები არ ისჯებიან და სჯით საკუთარ კომპანიას?
ხვალ და ზეგ რომ ასე სხვაგანაც მოხდეს?
კაკო
19 იანვარი 2021 15:07
7
საფარის ხარისხი სტადიონის ხარისხთან არაფერ შუაშია ეგ პრობლემა აჭარას სულ ქონდა უბრალოდ თავიდანვე ეგ საფარი უნდა დაეგოთ მიუხედავათ იმისა რო საკმაოდ ძვირია
Zaza
19 იანვარი 2021 14:48
2
ფაქტობრივად ჯერ არ გახსნილ სტადიონს,უკვე მესამე საფარი ეგება.ახლა მითხარით,უშუალოდ სტადიონის მშენებლობის ხარისხზე,რისი იმედი უნდა გვქონდეს?ან მასაც მეორედ და მესამედ ააშენებენ?
სოსო
19 იანვარი 2021 13:10
14
მე რომ ჩამოვალ დაგება მერე ნახეთ
მიშა
19 იანვარი 2021 14:53
3

სიახლეები პოპულარული