"საარსებო წყარო არ გაგვაჩნია" - "დინამოს" ვეტერანები დახმარებას ითხოვენ

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" ვეტერანი ფეხბურთელები გიორგი ჭილაია და გიორგი თავაძე დახმარებას ითხოვენ.

სოციალურ ქსელში ვეტერანი ქართველი ფეხბურთელების გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში ნათქვამია, რომ მათ საკუთარი საარსებო წყარო არ გააჩნიათ.

"საქართველოს ვეტერან ფეხბურთელთა ასოციაციის წევრები, ჩვენ - გიორგი (გია) თავაძე და გიორგი (გია) ჭილაია ვიყავით თბილისის დინამოს ფეხბურთელები.

ვართ 1981 წლის 13 მაისის ევროპის თასების მფლობელთა თასის ფინალის გამარჯვებულები, ვართ საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატები, გვაქვს სახელმწიფოსგან მინიჭებული სპორტის რაინდის წოდება. დღეისთვის ვართ პენსიონერები, არ გაგვაჩნია საკუთარი საარსებო წყარო, ვართ უმუშევრები ათეული წლებია, არ
მიგვიღია საცხოვრებელი ბინა და დღემდე ვცხოვრობთ ქირით.

ძალიან გაგვიჭირდა. გთხოვთ ბიზნესმენებს, სპორტსმენებს, გულშემატკივრებს და უბრალოდ კეთილ ხალხს გულთან მიიტანოთ ჩვენი გასაჭირი.
თითოეული გადმორიცხული ლარი გაგვიხანგრძლივებს სიცოცხლეს.

მადლობას გიხდით თანადგომისა და სოლიდარობისთვის.

მიმღები: გიორგი თავაძე
საქ ბანკი GE63BG0000000498533795
თიბისი GE24TB7845245064300028
მკითხველის კომენტარები / 20 /
საქართველოში დღეს და კარგი ხანია, ანტი,რაღაც საზიზღარ ფეხბურთს თამაშობენ და ამაში მილიონები იყრება,ამ ხალხს მაინც მიეხმარეთ მართლა რომ იმსახურებენ პატივსცემას და ყურადღებას...
პპპ123
19:23 23-01-2021
0
რეებს წერს ხალხლი გავგიჟდი! საქართველოში მართლა ცუდათა საქმე , არამარტო ფინანსურად, არამედ აზროვნების მხრიდანაც, ოღონდ გული მოიფხანოს ზოგიერთმა და თავის გესლი გადმოაფრქვიოს მეტი სხვა არ აინტერესებს არაფერი. / ადამიანმა დახმარება ითხოვა, თუ არ შეგიძლია დახმარება, მოკეტე მაინც, არავინ გავალდებულებს! პენსია კიდე უნდა იყოს რათქმაუნდა განსხვავებული, დამსახურების მიხედვით! აქ ყველა სპორცმენმა გინდა თუ არა უნდა აიღოს სხვაზე მეტი პენსია თქო , მაგაზე კი არაა ლაპარაკი, აქ ამ ადამიანებზეა ლაპარაკი, იმ ერთეულებზე ვინც ასახალე მსოფლიოს წინაშე თავის ქვეყანა, რამდენი გვყავს ფეხბურთში , ისეთი ვინც მსოფლიო დონეზე რამე წარმატებას მიახწია? ერთხელ მოხდა ეს ხო? მეტჯერ არა, იმ გუნდიდან საპენსიო ასაკამდე ნახევარმაც ვერც მიახწია, დარჩა სულ რამოდენიმე ადამიანი, და რა გახდა ამ ბიუჯეტი ჭამია პოლიტიკოსებმა რო შეიმუშაონ კანონი, რო უზრუნველყონ ეს ხალხი, სამათხოვროდ რო არ ქონდეთ საქმე./ და რაც შეეხება იმ გლეხს მთელი ცხოვრება რო მუშაობს რაჭაში და რა ქნას რო დაბერდება, აი ამ ხალხს პირდაპირი ვალდებულება აქ სახელმწიფოს რო შეიმუშაოს კანონი და დაარეგულიროს ეს საპენსიო სისტემა, ისე როგორც ევროპაშია, სულ ევროპას ედრებიან და რაღა ერთი ადგილის თამაშში ახსენდებათ ეს ევროპა ცოტა მიმოიხედონ, მთელი ცხოვრება რო მუშაობს იქ ადამიანი, მისი შემოსავლიდან 20 % უხდის სახელმწიფოს და რო დაბერდება და არაფრის კეთების თავი არ აქ, სრულიად საკმარისია მერე ის თავის გადახდილი 20% , პლიუს შეღავათი სამგზავრო ბილეთზე, სადაც ცხოვრობს იმ ქალაქში უფასო მგზავრობა , დენზე, გაზზე, წყალზე შეღავათი გადასახადი, პროდუქტზე ვაუჩერები 200 ევრომდე (ფუნტამდე). ხოდა ცხოვრობენ ბედნიერად! აბა ჩვენთან ზოგ მინისტრა ბასეინში წყალი არა მაქო, ზოგი პარლამენტში არ შედის, გინდა თუ არა მე უნდა აგერჩიეთ პირველიო, თუ არადა არ მინდაო, ეს მინისტრები კიდე ისეთი გამძღარი სახეებით დადიან, აღარც კი ვუსმენ მაგათ , და ამ დროს გადის დრო ამ შიმშლში და ამ დეგენერატების ყურებაში, შედი არ შევალ, ნუ შემოხვალ, და მიდის იწილო ბიწილო.
Vasili
12:11 23-01-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული