თბილისის "დინამო" წლის პირველ მატჩში დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თურქულ შეკრებაზე თბილისის "დინამო" პირველ საკონტროლო მატჩში სერბეთის ქალაქ სურდულიცას "რადნიკთან" 0:1 დამარცხდა, რომელიც ქვეყნის ჩემპიონატზე მეცხრე ადგილზე იმყოფება. გოლი პირველ ტაიმში ჩრდილოეთმაკედონიელმა ნახევარმცველმა ზორან დანოსკიმ გაიტანა.

ეს საქართველოს ჩემპიონის ამ წელში ჩატარებული პირველი მატჩი იყო და გუნდს პირველად უხელმძღვანელა გიორგი ნემსაძემ.

"დინამო" უპირატესობას კი ფლობდა, მაგრამ მომენტებს იშვიათად ქმნიდა და მარცხი განიცადა.

დინამო (სასტარტო): კვასხვაძე, კობოური, ბენიო, მონხილი, მექვაბიშვილი, პაპავა, იაშვილი, კუცია, სპორსკლედი, გაბედავა, მარუშიჩი

მეორე ტაიმში ნემსაძემ შემადგენლობა სრულად შეცვალა.

26 იანვარს "დინამო" სერბეთის "ნაპრედაკს" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 11 /
ფარერები გვიგებს,მაკეონია გვიგებს,გაჭირვება გვიგებს და კორონა გვიგებს......წაგებებში მაინც ვართ პირველები,მაგის ქოქიც არ იქნა:))
optimist:)))
24 იანვარი 2021 10:21
1
ყოველი დინამოს მოგება - ფიფიას უტიფრობის გაგრძელებაა
გადასარევი გიორგი
24 იანვარი 2021 01:27
0
აგრძელებენ წარმატებულ სვლას!
სოსო
23 იანვარი 2021 23:58
0
რაო ალი სისოკომ,არაო?
ჰაჰაჰაჰაააა
23 იანვარი 2021 23:30
2
მსაჯმა წააგებინა დინამოს და კიდევბალახის ბრალი იყო, ქარი ცუდად უბერავდა, ვარსკვლავებიც ცუდად დაჯდა... ისე უპირატესობა ჰქონია, მომენტებს კი ვერ ქმნიდნენ თურმე, მაგრამ უპირატესობა ქონიათ... W T F?
ზორბეგი
23 იანვარი 2021 23:13
2
სად ნახეს ეს მარუშიჩი და კასტრო? არაფერს არ წარმოადგენენ.
გენა
23 იანვარი 2021 22:31
1
დაძლიერება რო უნდოდეთ იპოვიდენ შესაბამის მწვრთნელს
შოკირებული გულშემატკივარი
23 იანვარი 2021 20:07
1
უი! რას ამბობთ! ვინ იფიქრებდა! ფუфф! სოფ.ბანძა.
kaxi
23 იანვარი 2021 19:59
1
ნეტა რატომ არ გამიკვირდა:)
გოგა
23 იანვარი 2021 19:54
0
და რატომ გიკვირთ რომ წააგო?ნემსაძე თავისი შემოულაწუნეთი მწვრთნელი გონია ფიფიას..ჯერ სად ხართ..წელს სამეულშიც ვერ მოხვდება დინამო..ახიც იქნება ფიფიზეც
ბოკერია
23 იანვარი 2021 19:15
3
ჰო,მაგრამ ჩვენ რა დავაშავეთ?
არდილეს
23 იანვარი 2021 21:12
0

სიახლეები პოპულარული