თბილისის "დინამო" შეკრებაზე ზედიზედ მესამედ დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თურქულ შეკრებაზე თბილისის "დინამო" "ზორიასთან" 1:2 დამარცხდა.

მე-16 წუთზე ანგარიში ზორან მარუშიჩმა გახსნა, რომელმაც სპარინგებში მესამე გოლი გაიტანა. ამის შემდეგ თბილისურმა გუნდმა ისევე როგორც წინა შეხვედრებში, დაცვაში შეცდომები დაუშვა, რითაც ლუგანსკელებმა ისარგებლეს და გაიმარჯვეს.

თბილისის "დინამომ" კიევის "დინამოსა" (0:1) და "ლუდოგორეცის" (1:3) შემდეგ მორიგი მარცხი იწვნია და 8 თებერვალს "სოჭის" დაუპირისპირდება.

"დინამო" (თბ) (სასტარტო): კვასხვაძე, კობოური, ბენიო, მონხილი, მექვაბიშვილი, ქარდავა, იაშვილი, რადინი, სპორსკლედი, გაბედავა, მარუშიჩი

მკითხველის კომენტარები / 4 /
დღევანდელ ფთხბურთს მოძრაობის გარეშე ვერ მოიგეფ,ზარია კარგად მოძრაობდა და დინამოს ბევრ შეცდომებს აშვებინებდა,დინამოს ლეგიონერებზე კარგი ფეხბურთელები საქართველოშიც თამაშობენ მაგრამ ამას დანახვა უნდა,მონხილი დინამოს დაცვაში შედი გამოდი არის, რაში ჭირდებათ ასეთი ლეგიონერი.
ziko
07 თებერვალი 2021 19:07
0
გთხოვთ შეკრება მაქსიმალურად კარგად გამოიყენეთ და ძველი "დინამო" დაგვიბრუნეთ!
Guja Kakhadze
07 თებერვალი 2021 15:15
3
პანიკას ნუ ავყვებით მეგობრებო. რაც მთავარია ყველაფერი რიგზეა. ვიმეორებ: "ბატონი" რომანისკენ ყველაფერი რიგზეა
დინამოელი
07 თებერვალი 2021 10:58
1
"დაცვას მიხედე ხცედელიძე! დაცვას"! სასაცილო ნაღდათ არაა,მაგრამ იმასხარავებენ თავს და რა ვქნათ
რატი
07 თებერვალი 2021 10:48
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული