თბილისის "დინამო" ისევ დამარცხდა - ამჯერად "სოჭისთან" 0:3 [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თურქულ შეკრებზე ჩატარებულ მორიგ ამხანაგურ მატჩში თბილისის "დინამო" "სოჭისთან" 0:3 დამარცხდა.

"სოჭი", რომელიც ადრე "ჟემჩუჟინას" სახელით ასპარეზობდა, არასოდეს განეკუთვნებოდა რუსული ფეხბურთის გრანდებს, ამ სეზონში კი პრემიერლიგაზე მე-4 ადგილზეა და საქართველოს ჩემპიონს დამაჯერებლად სძლია.

პირველ ტაიმში გოლები ნობოამ და ჟოაზინიომ გაიტანეს, მეორეში კი - ტერეხოვმა.

"დინამო" (თბ) (სასტარტო): კვასხვაძე, მონხილი, კობოური, პაპავა, მექვაბიშვილი, რადინი, იაშვილი, სპორსკლედი, გაბედავა, კასტრო, მარუშიჩი

თბილისის "დინამომ" შეკრებაზე ზედიზედ მეოთხე მარცხი განიცადა და 11 თებერვალს, უკანასკნელ საკონტროლო შეხვედრაში უკრაინის "ვერესს" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 24 /
მე მგონი ახალი გუნდი უნდა შექმნა. ამ უჯიგრო ხალხით საშუალო გუნდსაც ვერ დააყენებ.ეს იმას გავს ხელფასს იღებენ იმიტომ რომ ფორმით მოედანზე გადიან.არავითარი აზარტი არავითარი თავმოყვარეობა, აიღეთ მაგალითი რაგბისტებისგან, წაგებული გუნდი გაღიმებულიც კი არ უნდა გამოდიოდეს მოედნიდან,
0
ესენი იმდენს იზავენ გორს დაუწყებთ ბალერშიკობას..გადმოიყვანეთ ღუდუშაური!!!!!
თაზიკა
16:34 09-02-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული