"ჩააბარეთ არველაძეს ნიდერლანდური კლუბი!" - ყოფილი ასისტენტი შოთას რეკომენდაციას უწევს

AutoSharing Option
წარსულში ცნობილმა ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა და ახლა უკვე მწვრთნელმა პიტერ ჰიუსტრამ შოთა არველაძის შესახებ ისაუბრა.

როგორც იცით, ჰუისტრა "ფახთაქორში" არველაძის ასისტენტი გახლდათ, ტაშკენტური გუნდიდან შოთას წასვლის შემდეგ კი მან მთავარი მწვრთნელის პოსტი დაიკავა.

"ხშირად ვხედავ, რომ ნიდერლანდელებს, რომლებსაც არასოდეს უმუშავიათ საზღვარგარეთ, ვიწრო მსოფლმხედველობა აქვთ.

შესაბამისად, კარგი იქნება თუ შოთა არველაძე ერედივიზიონში დაინიშნება რომელიმე გუნდის მწვრთნელად.

ეს მხოლოდ გაამდიდრებს ჩემპიონატს. მან კარგად იცის ნიდერლანდების ჩემპიონატი და ასევე თავის ინდივიდუალურ ნაწილსაც შემატებს კლუბებს.

ქართველები ოჯახის ადამიანები არიან და თქვენ ეს შეგიძლიათ დაინახოთ მის
სამწვრთნელო სტილშიც", - თქვა ჰიუსტრამ.

მკითხველის კომენტარები / 1 /
კარგი და გამოცდილი მწვრთნელი და ადამიანია. აქ ვერაა ჩაბმული " სამეფო კარის თამაშებში" და ოფსაიტშია, ჭკვიანია რო არც კი ეკარება ქართულ ე.წ. ფეხბურთს.
რატი
15 თებერვალი 2021 12:56
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული