გიორგი ჯიქია: საქართველოში თამაში პრობლემებს შემიქმნიდა, გადაწყვეტილება თავად მივიღე

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკისა" და რუსეთის ნაკრების კაპიტანმა გიორგი ჯიქიამ ინტერვიუ მისცა youtube არხ Красава-ს და საქართველოს ნაკრებში თამაშის შესაძლებლობაზე ისაუბრა.

- ვიცი, ჯანო ანანიძე ცდილობდა საქართველოს ნაკრებში თამაშზე შენ დარწმუნებას, ხოლო ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი კობიაშვილი პასპორტის 1 დღეში გაკეთებას დაგპირდა. მაგრამ შენ მაინც რუსეთი აირჩიე, რატომ?
- დარწმუნებას ცდილობდაო, ჯანოზე რომ ვთქვათ, არ იქნება სწორი. ვფიქრობ, ჩემი საქართველოს ნაკრებში თამაში ძალიან გაუხარდებოდა, თუმცა გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გამიგო, მხარი დამიჭირა და ჩვენი ურთიერთობები არ შეცვლილა. დიახ, იყო საუბრები, შესაძლებლობები, ვარიანტები. პასპორტის 1
დღეში გაკეთება პრობლემა არაა, ეს ხომ ყველამ იცის, პრეზიდენტის ბრძანებით მარტივად ხდება, მაგრამ მე სხვა გზა ავირჩიე.

- შენ თქვი, რომ საქართველოს ნაკრებს მანამ არ დასჭირდი, სანამ "ამკარში" თამაში არ დაიწყე. ნუთუ, როცა "ლოკომოტივის" მეორე გუნდში თამაშობდი და პირველ გუნდსაც უახლოვდებოდი, საქართველოს ნაკრები შენით არ დაინტერესდა?

- რუსეთში უამრავი ქართველი თამაშობს და როცა მე ახალგაზრდა, გამოუცდელი ბიჭი ვიყავი, მეორე ლიგაში ვთამაშობდი, აბა, ვინ შემამჩნევდა?! თუმცა, როცა უკვე გარკვეული დონე ვაჩვენე და პრემიერლიგაში თამაში დავიწყე, შემდეგ უკვე დაინტერესდნენ ჩემით. თუმცა ეს ის პერიოდი იყო, როცა ნაკრებშიც მიხმეს.

- როგორც "ამკარის" მწვრთნელმა გაჯი გაჯიევმა თქვა, საქართველოს ნაკრები რომ აგერჩია, ქართული პასპორტის გამო პრობლემები შეგექმნებოდა, ლიმიტი ლეგიონერებზე და ა.შ.

- დიახ, მეც ვფიქრობ, რომ საქართველოს ნაკრებში თამაში რომ გადამეწყვიტა, ეს სერიოზულ პრობლემებს შემიქმნიდა.

- მწვრთნელმა რა გირჩია?
- მას არაფერი ურჩევია. გადაწყვეტილების მიღების პროცესში მშობლებიც არ ჩარეულან. ეს ნაბიჯი ჩემით გადავდგი, მე თვითონ გადავწყვიტე.

მკითხველის კომენტარები / 21 /
,ძაან მაგრად გამოვიდა რუსეთის ნაკრები, ცოტა დააკლდა ჯიქიას მედალი რომ წამოეღო ევროპიდან
გულშემატკივარი
15:54 20-07-2021
1
მეც აფხაზეთიდან ვარ და დღემდე უდიერად მეპყრობიან თბილისში. მუდმივი დაცინვა მეგრელებზე უკვე ყელში ამომივიდა.
Irma
22:13 27-05-2021
11
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული