თბილისის " ლოკომოტივი" ესპანურ "ლინენსესთან" დამარცხდა

AutoSharing Option
ესპანურ შეკრებაზე "მალაგასთან" თბილისის "ლოკომოტივის" ამხანაგური მატჩი მასპინძელი გუნდის საკადრო პრობლემების გამო არ ჩატარდა. "ლოკო" ადგილობრივ ქვედალიგურ "ლინენსეს" ეთამაშა და 1:4 წააგო. ჩვენი გუნდიდან ერთადერთი გოლი 81-ე წუთზე იაკობიძემ გაიტანა.

დღეს თბილისელები შეკრების ბოლო მატჩს, გიბრალტარის "ლინკოლნთან" გამართავენ.

"ლოკომოტივი" (სასტარტო): თევდორაძე, ბუიღლიშვილი, კაშია, გაბაძე, უბილავა, ანდრონიკაშვილი, მუკბანიანი, ზოსიაშვილი, კახაბრიშვილი, გავაშელიშვილი, სიხარულიძე

შეცვლაზე შევიდნენ: კოპალიანი, გურეშიძე, სანდოხაძე, მჭედლიშვილი, სამურკასოვი, დარცმელია, იმრანი, კირკიტაძე, იაკობიძე