მერაბ ჟორდანია "აუსტრიას" შეიძენს - მისი ვაჟი კი უკვე გუნდში ჩაირიცხა

AutoSharing Option
derstandard.at-ი, skysportaustria, sn.at-ი და სხვა ავსტრიული საინფორმაციო საშუალებები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ვენის "აუსტრიას" მერაბ ჟორდანია შეიძენს.

გამოცემები აღნიშნავენ, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს და უახლოეს დღეებში შეთანხმებას მიაღწევენ.

"აუსტრიას" დირექტორთა საბჭოს წევრმა მარკუს კრეტჩმერმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები ფინიშის სწორზე გავიდა, უნდათ კლუბისთვის კარგი გადაწყვეტილება მიიღონ და ყველაფერი თებერვლის ბოლოს დასრულდება.

კრეტჩმერმა არც უარყო და არც დაადასტურა, რომ კლუბს მერაბ ჟორდანია ყიდულობს: "გთხოვთ გამიგოთ, სახელებს არ დავასახელებ და ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ".

მან დასძინა: "ახლა კონტრაქტები იურისტებმა უნდა მოამზადონ და
შემდეგ ყველაფერს გამოვაცხადებთ. თანამშრომლობა არათუ მრავალწლიანი, არამედ მრავალათწლეულიანი უნდა იყოს".

Sportall.Ge

"აუსტრიას" მეორე გუნდში უკვე ჩაირიცხა მერაბ ჟორდანიას 24 წლის შვილი, ნახევარმცველი ლევან ჟორდანია, რომელიც ბოლოს თბილისის "ლოკომოტივში" თამაშობდა.

alt"ბოდიში და ჩისკოს დედა არ ვატირე?! ეს არის ფსკერი და ნაგავი" - მერაბ ჟორდანიამ "დინამოს" გამოსვლა სკანდალურად შეაფასა


მკითხველის კომენტარები / 25 /
აწი ნახე თამაშების გაყიდვა
zviadi
12:41 28-02-2021
0
ეს თაღლითი ეხლა ავსტრიაში მივიდა
lado
21:27 27-02-2021
4
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული