კახა ცხადაძე შესაძლოა, აზერბაიჯანის ჩემპიონატს დაუბრუნდეს

AutoSharing Option
Idmantv.az-ის ინფორმაციით, ქართველი მწვრთნელი კახა ცხადაძე შესაძლოა, აზერბაიჯანის ჩემპიონატს დაუბრუნდეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ჩვენებური სპეციალისტის მიწვევით ადგილობრივი ჩემპიონატის აუტსაიდერი "საბაჰია" დაინტერესებული.

ცხადაძის გარდა, ბაქოური გუნდი ასევე შესაძლო მომავალ მწვრთნელად რუს სერგეი იურანსაც განიხილავს.

როგორც იცით, ცხადაძე აზერბაიჯანის ჩემპიონატში ადრე უკვე მუშაობდა. ის "სტანდარდსა" და "ინტერს" ედგა სათავეში.

რაც შეეხება "საბაჰს", გუნდი აზერბაიჯანის ჩემპიონატის ღრმა აუტსაიდერია და 18 ტურის შემდეგ დაგროვილი 15 ქულით ბოლო, მე-8 პოზიციაზე იმყოფება.

ასევე დაგაინტერესებთ