"ეს მაისური დღემდე არ გამირეცხავს; მინდა ზუსტად ისეთი იყოს, როგორიც მომცა და მისი სუნი ასდიოდეს"

AutoSharing Option
შოთა არველაძემ საკუთარი სოციალური ქსელის გვერდზე ავტობიოგრაფიული წიგნიდან ნაწყვეტი გამოაქვეყნა.

ქართველი მწვრთნელი იხსენებს იმ დღეს, როდესაც ის "აიაქსში" თამაშობდა, მისი ძმა აჩი კი - "ბრედაში" და ეს გუნდები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

"იცით, რომელია ჩემთვის ყველაზე ძვირფასი მაიკა? ბრედასთან, პირველი მატჩის შემდეგ, მე და აჩიმ რომ გავცვალეთ. დღემდე არ გამირეცხავს; მინდა ზუსტად ისეთი იყოს, როგორიც მომცა და მისი სუნი ასდიოდეს...

ეს თამაში ორივესთვის ურთულესი აღმოჩნდა. ვერასდროს წარმოვიდგენდით, რომ ერთმანეთის წინააღმდეგ მოგვიწევდა თამაში. ჩვენ ხომ მთელი ცხოვრება ერთ გუნდში ვთამაშობდით და რაც გაგვაჩნია
- გამარჯვებების ჩათვლით, ორივეს გვეკუთვნის.

თბილისიდან მთელი ოჯახი დაირაზმა და ამ მატჩის საყურებლად ჩამოვიდა ამსტერდამში. ჩემი მშობლები დაბნეულები ჩანდნენ, არ იცოდნენ, ვისთვის ეგულშემატკივრათ. არც მედიას დაუტოვებია ეს ფაქტი ყურადღების გარეშე და საკმაოდ დიდი გადაცემა მოგვიძღვნეს.

ბოლოს ჩვენებმა "ბრედას" გულშემატკივრობა გადაწყვიტეს. ამას იმით ხსნიდნენ, რომ "აიაქსი" ჩემპიონობას მაინც შეძლებდა, აჩის კი "აიაქსთან" გამარჯვება სჭირდებოდა. თამაში მაინც "აიაქსის" გამარჯვებით დასრულდა...

ტყუპებმა თავი ვერაფრით გამოვიჩინეთ, ალბათ, გაგვიჭირდა ამ ყველაფრის აღქმა... მინდორზეც რაღაც დაბნეულები დავრბოდით", - წერს არველაძე.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ძმურად გარეცხეთ უკვე თორემ სუნთქვა შეუძლებელია)))
შოთის მეზობელი
12:50 11-03-2021
15
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული