“ბიჭები გაისუსნენ, გაკვირვებულმა კომ კიდევ ერთხელ გაიმეორა...” - შოთა არველაძე

AutoSharing Option
ერთხელ, აიაქსში თამაშის პერიოდში, კო ადრიანსემ ვარჯიშის წინ იკითხა, ვინ არის დაღლილიო. მე, რიჩარდ ვიჩგემ, აარონ ვინტერმა, ნიკოს მახლასმა და ყველასგან გასაკვირად, ტომას გალაშეკმა ავწიეთ ხელი, რასაც მისი მდგომარეობიდან გამოსვლა მოჰყვა...

ჩხუბი დაგვიწყო, რომ პროფესიონალი ფეხბურთელი არ შეიძლება დაიღალოს, მითუმეტეს, თუ ეს საქმე გიყვართ და თან ამხელა გასამრჯელოს იღებთო. ჩემთვის საქმისადმი ასეთი მიდგომა გაუგებარი და სრულიად მიუღებელიაო. ვთხოვე, შეკითხვა გაემეორებინა. ბიჭები გაისუსნენ, გაკვირვებულმა კომ კიდევ ერთხელ გაიმეორა... მე ხელი კიდევ ერთხელ ავწიე და ვუთხარი, რომ დაღლილი იმას არ ნიშნავს, რომ
ვარჯიში არ შემიძლია, უბრალოდ მის კითხვას გულახდილად გავეცი პასუხი. რომ ეკითხა, შეგიძლია თუ არა ვარჯიშიო, რა თქმა უნდა, პასუხი დადებითი იქნებოდა, რადგან ყველას უკვე ბუცები გვეცვა და ვარჯიშზე გასასვლელად მზად ვიყავით. მინდოდა, რომ სწორად გაეგო ჩვენი განწყობა და არა ისე, როგორც თვითონ წარმოედგინა.

ამის შემდეგ მწვრთნელს ვკითხე - რამდენი ხანია დაქორწინებული ხარ მეთქი? ჩემი კითხვით გაოცებულმა მიპასუხა - დიდი ხანიაო... ყველა ჩუმად იჯდა და ჩვენს დიალოგს გაკვირვებული უსმენდა. სექსი ყოველდღე გაქვთ-მეთქი? ამ კითხვაზე პასუსი არ გამცა... ვიფიქრე ოთახიდან გამაგდებსთქო, მაგრამ უკან არ დავიხიე. გავაგრძელე - ადამიანს ცოლი რომ მოჰყავს, ალბათ ძალიან უყვარს და ამიტომ მთელ ცხოვრებას მას უკავშირებს, მაგრამ ყოველდღე ხომ არ აქვთ სექსი, ხომ არსებობს დღეები, როცა არავინ გინდა და არც არაფერი გსიამოვნებს...

თუ არსებობს ვინმე ისეთი, ვისაც არც ერთი დღე არ ჩაუგდია - იქნებ მანახოთ და ჩემს პატივისცემას პირადად დავუდასტურებთქო... ფეხბურთი ნამდვილად მიყვარს, ვგიჟდები, ამიტომაც მთელი ცხოვრება მას მივუძღვენი, მაგრამ ნამდვილად არსებობს დღეები, როცა ძალიან დაღლილი ვარ და მისგან დასვენება მსურს მეთქი...

იმ სეზონში, 20 გოლით კლუბის საუკეთესო ბომბარდირი გავხდი. 

წყარო: შოთა არველაძის ფეისბუქ გვერდი 

altდასახელდა ძალიან ცნობილი ნიდერლანდური კლუბი, რომელიც შესაძლოა, შოთა არველაძემ ჩაიბაროს

ასევე დაგაინტერესებთ